"ტოტენჰემი" არ აპირებს ჰარი კეინის გაყიდვას არც "მანჩესტერ იუნაიტედში", არც პრემიერ ლიგის რომელიმე სხვა კლუბში, იუწყება Sky Sports.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დენიელ ლევი მზად იყო კეინი გაეყიდა 200 მილიონ ფუნტად, რადგან კლუბს შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის ფონზე სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნას.
"ტოტენჰემა" დიდი თანხა გადახადა ახალი სტადიონის მშენებლობაში, ლონდონურ კლუბს ეს 1 მილიარდი ფუნტი დაუჯდა, ახლა სპურსი ყველა საფეხბურთო ტურნირის შეჩერების გამო ფინანსურ ზარალს განიცდის. თუმცა, კლუბის წყაროებმა განუცხადეს არხს, რომ კეინი არ წავა "იუნაიტედში" ან "ტოტენჰემის" სხვა მოწინააღმდეგე გუნდში ინგლისის ჩემპიონატში.