ვიქტორ ლინდელეფმა მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედისგან" სამშობლოში დაბრუნების უფლება და ყოფილ კლუბ "ვესტეროს" დაუბრუნდა.
ლინდელოფი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და უნდა დაიწყოს ვარჯიში კლუბში, რომელშიც 2007 წლიდან 2011 წლამდე გამოდიოდა. ოლეს სურს, რომ ფეხბურთელებმა შეინარჩუნონ ფორმა საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, ამიტომ მან ვიქტორს მისცა შვედეთში დროებით წასვლის უფლება.
შვედეთის ჩემპიონატის დაწყება გადაიდო ვირუსული პანდემიის გამო, თუმცა შვედეთი ერთ-ერთი ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც მძიმე კარანტინში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ქვეყანაში ფუნქციონირებს რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და სკოლები, ხოლო საფეხბურთო კლუბები აგრძელებენ ვარჯიშებს.