ოლე გუნარ სოლსკიაერი უსამართლოდ მიიჩნევს ინგლისის ჯანდაცვისს მინისტრის, მეტ ჰანკოკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელები მონაწილეობას უნდა იღებდნენ ბრძოლაში პანდემიის საწინააღმდეგოდ, მათ შორის, ხელფასების შემცირებით.
ოლე ამტკიცებს, რომ მოთამაშეების უმეტესობა მათ ხელს არსებული ყველა შესაძლებლობას იყენებენ და ეხმარებიან საზოგადეობას. მათ მიმართ საყვედურების თქმა კი არასამართლიანია.
”ხშირად, ფეხბურთელი ადვილი სამიზნე ხდება”, - თქვა ოლემ Sky Sports– თან ინტერვიუში. - მე მიმაჩნია, რომ უსამართლო არის საყვედური, ინდივიდუალურად ან მოთამაშეთა ჯგუფის მიმართ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რამდენს აკეთებენ ფეხბურთელები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების სასიკეთოდ. მოთამაშეები ბევრს ეხმარებიან დღევანდელ რთულ ვითარებაში. ”
”მიმდინარეობს დისკუსიები კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის, თუ როგორ შეიძლება მათ ხელი შეუწყონ საერთო საქმეს. არც ისე ადვილია ორგანიზება, ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების შეურაცყოფა არის უსამართლო".
”რა თქმა უნდა, შეცდომები ხდება, ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და ასე ვსწავლობთ. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე და ვფიქრობ, რომ ყველას გვსურს დავეხმაროთ როგორც ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, ისე საზოგადოებას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. ჩვენ ყველანი კარგი ხალხი ვართ და ყველას გვინდა, რომ ეს ეპიდემია მალე დასრულდეს”.
ოლე თვლის, რომ იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დროს, ფეხბურთი დროებით შეჩერებულია, ფეხბურთელებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი გავლენა პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.
”ზოგჯერ ფეხბურთელებს გმირებსაც კი ვუწოდებთ, მაგრამ ახლა ჩრდილში ვართ, რადგან მთავარი გმირები არიან ისინი, ვინც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პლანზე მუშაობენ. ყველა აღფრთოვანებულია იმით, რასაც აკეთებენ და ვაფასებთ მათ.”
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მთავრობის მითითებებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის. მე ვხედავ, როგორ აწყობენ ფეხბურთელები ვიდეო კონფერენციებს, იწყებენ გამოწვევებს, უგზავნიან შეტყობინებებს და ცდილობენ კარგი მაგალითი აჩვენონ”
”ფეხბურთი დიდი რამ არის. ამიტომ, FIFA– ს თამაშით გართობაც კი კარგია, რადგან ეს აჩვენებს, რომ ფეხბურთელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან" - დაასრულა ნორვეგიელმა.