"კორონავირუსის" მიერ გამოწვეული კრიზისის გამო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება 116 მილიონ ფუნტზე მეტი დაკარგოს, იუწყება "Daily Mail".
"იუნაიტედი", როგორც პრემიერლიგის უდიდესი შემოსავლის მქონე კლუბს, შეიძლება შეექმნას დიდი ფინასნური პრობლემა ჩემპიონატის შეჩერების გამო.
დიდია იმის ალბათობა, რომ მატჩები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს კლუბების შემოსავალზე და ასევე რეკლამებიდან შემოსასვლელ თანხებზე.
შეგახსენებთ, რომ საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, "იუნაიტედი" აგრძელებს ხელფასების გადახდას კლუბის ფეხბურთელებსა და სხვა თანამშრომლებზე, რაც ასევე გამოიწვევს ფინანსურ ზარალს.
შესაძლებელია, რომ ამ ვითარებამ იმოქმედოს ზაფხულის ტრანსფერის ბიუჯეტზე. "Metro– ს" თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიაერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გუნდის გასაძლიერებლად 150 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო, მაგრამ ახლა გაურკვეველია, "წითელ ეშმაკებს" აქვთ თუ არა საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, ისინი გადახედავენ თავიანთ ბიუჯეტს.