"არსენალს" ჯესი ლინგარდის გადაბირება სურს. ამ ინფორმაციას "The Sun" ავრცელებს. ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან "იუნაიტედის" მესვეურებს მისი გაშვება აქვთ გადაწტვეტილი. არაერთხელ დაიწერა, რომ ლინგარდი ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის. "მანჩესტერელთა" შემტევს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლინგარდი "იუნაიტედის" აღზრდილია. ამ სეზონში ჯესიმ აშკარად მოუკლო, 35 მატჩში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
სხვა გამოცემებიც ადასტურებენ, რომ სოლსკიაერმა ბოლო შეხვედრაზე ლინგარდს კარისკენ მიუთითა. ინგლისელის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს "ვულვზთან" და "შეფილდ იუნაიტედთან". ასევე მისით ორი უცხოური კლუბი, იტალიური "რომა" და "მადრიდის ატლეტიკო" არიან დაინტერესებული.
თუმცა ედ ვუდვორდს მიაჩნია, რომ ლინგარდის "არსენალში" გაშვება ყველაზე კარგი იქნება ფინანსური თვალსაზრისით.