"აიაქსის" ფეხბურთელი დონი ვან დე ბეკი საუბრობს იმ ჭორებზე, რომლის მიხედვითაც ის ამ ზაფხულს შესაძლოა სხვა კლუბში ვიხილოთ.
სხვათა შორის, ჰოლანდიელს უკავშიერებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მადრიდის "რეალს", მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მის მომავალზე.
მას პირდაპირ ჰკითხეს ლა ლიგაში გადასვლის შესახებ, მაგრამ ვან დე ბეკმა ჟურნალ "ჰელდენთან" ინტერვიუში თქვა: "ეს საკითხი ჯერჯერობით არააქტუალურია. ინტერესი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე არანაირი კავშირი არ მქონია ესპანურ კლუბებთან.
”მე ჯერ არავისთვის მითქვამს დიახ, ეს საკითხი ისევ ღიად რჩება. აქ თავს კარგად ვგრძნობ, "აიაქსი" მიყვარს"
"კლუბში პოზიტიური განცდა უნდა გქონდეს, უნდა ხვდებოდე, რომ ჯდები მათ სათამაშო სქემაში".
”რა თქმა უნდა, მე აუცილებლად უნდა ვიცოდე ჩემი როლი კლუბში და უნდა ვცოდე რამდენი სათამაშო დრო მექნება - დაასრულა ვან დე ბეკმა.