"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილი "ლივერპულის" ვარსკვლავით ფილიპე კოუტინიოთი ინტერესდება.
კოუტინიომ ენფილდი დატოვა 2018 წლის იანვარში და "ბარსელონას" 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ სპანეთში მოლოდინები ვერ გაამართლა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში "მიუნხენის ბაიერნში" გაუშვეს არენდის წესით, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგის ბინადრები არ აპირებენ მის გამოსყიდვას.
სავარაუდოდ, "ბარსელონას" მოთამაშეების გაყიდვა მოუწევს, რათა კიკე სეტიენის გუნდს აშკარა გაძლიერება ჭირდება. Sport– ი კი აცხადებს, რომ "იუნაიტედი" დაინტერესებულია 27 წლის ბრაზილიელის შეძენით.
იგივე გამოცემა აცხადებს, რომ ჩელსიმ პირველ ნაბიჯი უკვე გადადგა, დაუკავშირდა მის აგენტს და ბრაზილიელის ლონდონში გადასვლის შესაძლებლობა განიხილეს.
MEN Sport-მა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" სრულად არის ორიენტირებული ტრანსფერებზე და მათ პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული აქვთ. ჯადონ სანჩო, ჯეკ გრილიში და ჯეიმს მედისონი, სწორედ ამ ფეხბურთელების მოყვანას ითხოვს ოლე გუნას სოლსკიაერი.
ასევე იტალიური გამოცემები წერენ, რომ "ვესთ ხემის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ალექსის სანჩესის აგენტს და მისი ხელმისაწვდომობა შეამოწმეს. 31 წლის ჩილელი ზაფხულში "ინტერს" შეუერთდა არენდის წესით, მაგრამ "ინერტმა" უკვე მიმართა "იუნაიტედს," რომ მის გამოსყიდვას არ აპირებენ.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ჩილელს გერმანიაში სურს თამაში.