"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა თანაგუნდელებს სთხოვა, რომ მათ ხელფასის 30% გადარიცხონ "მანჩესტერის" საავადმყოფოების მხარდასაჭერად, ხოლო "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ამ იდეას, წერს The Mirror.
ტაბლოიდის თანახმად, ეს ინიციატივა ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდისგან წამოვიდა, რომელმაც სიტუაცია განიხილა მაგუაიერთან მოთამაშეთა ხელფასების შესახებ. "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის უმდიდრესი კლუბია და შეუძლიათ ფეხბურთელებისთვის და თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების გარეშეც არსებობა, მაგრამ ვუდვორდმა მაგუაიერს სთხოვა ფეხბურთელებთან საქველმოქმედო შემოწირულობის იდეის განხილვა.
"იუნაიტედის" ბევრმა მოთამაშემ უკვე გაიღო დიდი თანხების ანონიმური შემოწირულობები სხვადასხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ ახლა ფეხბურთელებს სურთ ერთობლივად გადარიცხონ შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო ფონდში.
ეს თემა პრესაში აქტიურად განიხილება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა მატი ჰენკოკმა გააკრიტიკა ინგლისის ჩემპიონატის ვარსკვლავები, რომ არ მიიღეს ხელფასების ნებაყოფლობით შემცირების გადაწყვეტილება.