თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2020, 17:49
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 4
რიო ფერდინანდმა ძველი ისტორია გაიხსენა
ინგლისელმა რუდ ვან ნისტერლოიზე ისაუბრა.
რიო ფერდინანდმა ძველი ისტორია გაიხსენა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა რუდ ვან ნისტელროისა და ტიერი ანრის შორის არსებულ მეტოქეობაზე ისაუბრა. ფერდინანდმა ინტერვიუ Manchester Evening News-ს მისცა:

დიადი ფეხბურთელებისთვის დიადი მეტოქის ყოლა აუცილებელია. ისინი ერთმანეთს აკვირდებიან და საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე უფრო მეტს მუშაობენ.

რუდ ვან ნისტელროი მატჩების შემდეგ, გასახდელში შემოდიოდა ხოლმე და განადგურებული იყო. პრემიერ ლიგის მოსაგებად ვიბრძოდით და ერთხელ მეტოქე 3-1 თუ 4-1 დავამარცხეთ, ნისტელროიმ კი ერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდეგ, რუდი გასახდელში შემოვიდა, ტელევიზორს შეხედა, თავი გააქნია და ამოიოხრა.

ნისტელროი თავის ადგილას დაჯდა. ჩვენ კი ვკითხეთ: "რუდ კარგად ხარ? რა მოხდა“? მან გვიპასუხა: "არაფერი, არაფერი". შემდეგ ვიღაცამ თქვა: "ტიერი ანრიმ დღეს დუბლი გაიფორმა, რუდმა კი, მხოლოდ ერთი ბურთი შეაგდო. ნისტელროი ახლა ანრის ერთი გოლით ჩამორჩება".

ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. რუდი გასახდელში განადგურებული იჯდა ხოლმე და ეს ყველასთვის შესამჩნევი იყო. მახსოვს ვიჯექი და ვფიქრობდი: "ეს ბიჭი შეშლილია. ჩვენ 3-1 მოვიგეთ. მან გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც მიითვალა და მაინც იმედგაცრუებულია".

შეგახსენებთ, რომ ნისტელროიმ "მანჩესტერის" მაისურით 219 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 150-ჯერ აიღო.

https://metro.co.uk/
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Lukalaba
3 აპრილი 2020 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ესეთი მკვლელი ფორვარდი ბევრი არ იყო❤️
0
№2
ავტორი: Chesterman
3 აპრილი 2020 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
როგორ მიყვარდაა ამან შემაყვარა მანჩესტერი ((( ბაბუსთვის რო დაეჯერებინა და არ წასულიყო ის ნანატრი ჩემპიონთალიგის მედალიც ექნებოდა
0
№3
ავტორი: ikeoni
3 აპრილი 2020 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მაგრამ მიყვარდა მაგრად მაგრამ ეს ბოლოს მაგის წასვლა მაინც ცუდად მაქვს გონებაში ჩარჩენილი...ისე საოცარი რო იყო მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2020 13:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რუდი <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top