თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2020, 15:39
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1414,
კომენტარები: 2
ხუან მატამ ვან გაალზე ისაუბრა
ვან გაალი შესანიშნავი ტაქტიკოსი და ადამიანია.
ხუან მატამ ვან გაალზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ, ლუი ვან გაალთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრისას ჰოლანდიელმა მასზე საშინელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

მატა ვან გაალთან პირველი შეხვედრას იხსენებს: "მან მის კაბინეტში დამიბარა, როცა შევედი იქ რაინ გიგზიც იყო. მაგიდაზე სასმელი და ჭიქები ედგათ. ჰოლანდიელმა გამომხედა და მკითხა: "დალევა გინდა"? - მე გაკვირვებულმა ვუპასუხე: "არა, არა, თავს მშვენივრად ვგრძნობ".

შემდეგ ჩვენ შორის დიალოგი წარიმართა: "მითხარი, ვინ ხარ", - ჩემი სახელია ხუანი, 26 წლის ვარ და.... ", - არა, არა, შემაწყვეიტნა. მითხარი, როგორი კაცი ხარ, გყავს თუ არა ოჯახი და რატომაა შენი ცხოვრება მნიშვნელოვანი?".

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, თქვენ იფიქრებთ, რომ იგი საშინელი ადამიანია, თუმცა თანდათან იმდენად თბილი და ჰუმანურის შთაბეჭდილება დატოვა, რომ მართლაც შესანიშნავი პიროვნებაა.

ესპანელმა ფეხბურთელმა გამოცდილი სპეციალისტის უშუალოდ პეოფესიულ და ადამიანურ თვისებებზეც ისაუბრა. მატას თქმით, ვან გაალი ბრწყინვალე ტაქტიკოსი და ადამიანია.

ტაქტიკური კუთხით, იგი უფრო მეტია ვიდრე საფეხბურთო მენეჯერი. თამაშის განხილვისას ძალიან ემოციური იყო. მნიშვნელოვან რაღაცებზე საუბრისას ტიროდა ხოლმე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა იგი სწორ საფეხბურთო ფასეულობებს მიაგნებდა.

იგი მართლაც ძალიან ემოციური და ამასთანავე, კეთილი და მგრძნობიარე ადამიანია. შეიძლება ერთი შეხედვით იფიქროთ, რომ ეს ასე არაა, მაგრამ დამიჯერეთ, ასეა.

მატა "წითელ ეშმაკთა" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ვან გაალი კი გუნდში 2014-16 წლებში მუშაობდა. ჰოლანდიელის მწვრთნელობისას მატა ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი გახლდათ.

https://www.express.co.uk/
სტატიები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 აპრილი 2020 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ხუანს დაეჯერება:)))
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2020 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი შეხედვით მართლა დაუჯერებელია, მოედანზე ვერაფერს ხეირიანს ვერ აჩვენებდა, თითზე ჩამოსათვლელია ვან გაალის დროს გუნდის წესიერი თამაშები.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top