თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2020, 14:17
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1474,
კომენტარები: 10
ჰარი კეინის ირგვლივ ჭორები არ წყდება
ინგლისელი უპირატესობას "იუნაიტედს" ანიჭებს.
ჰარი კეინის ირგვლივ ჭორები არ წყდება
ამ სეზონში პრემიერ ლიგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია (COVID 19) ვირუსის გამო, მაგრამ ეს არ უშლის ხელს პრემიერ ლიგის კლუბებს, რომ დაგეგმონ თავაინთი მომავალი. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოულოდნელად დაიწყო ბრწყინვალე თამაშის ჩვენება და როგორც ირკვევა ხელმძღვანელებმა ოლეს მწვანე შუქი აუნთეს ტრანსფერების მხრივ და დაპრდნენ, რომ მის მიერ მოთხოვნილ ფეხბურთელებს შეიძენენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირქტორმა ედ ვუდვორდმა მოლაპარაკება უკვე გამართა "ტოტენჰემის" პრეზიდენტთან დანიელ ლევისთან, რათა ჰარი კეინი "იუნაიტედში" გადმოიყვანოს, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გახსნება.

ჰარი კენი მთელი სეზონის განმავლობაში იბრძოდა საუკეთესო ფორმისთვის და ბომბარდირობისთვის, თუმცა მისი შედეგები არც მოურისიო პოჩეტიდნოს და არც მოურინიოს პერიოდში არ არის ისეთი, როგორიც თავად ფეხბურთელს სურს. სწორედ ასეთი ცუდი ფომის გამო არ წყდება ჭორების, რომ კეინი მოურინიოს გაწვრთნილ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და მისი შემდეგი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. მართალია "მანჩესტერ სიტი" ასევე დაინტერესებულია კეინის დამატებით, თუმცა აქ მთავარი კეინის პოზიციაა, რომელსაც არ სურს "იუნაიტედის" ხმაურიან მეზობლებში თამაში და უპირატესობას ინგლისში მხოლოდ "წითელ ეშმაკებს" ანიჭებს.


"წითელმა ეშმაკებმა" მართალია ოდიონ იგალო იჯარით აიყვანეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" საუკეთესო თავდამსხმელი ჭირდება და ამ ეტაპზე ცოტა თუ მოძებებნება მსოფლიში, ვინც კეინის დონის ან თუნდაც მასზე უკეთესი იყოს. ასევე ის ინგლისის ნაკრების კაპიტანია და მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ექნება.


ასევე სხვადასხვა გამოცემების თანხმად, "მანჩესტერ იუნატედმა" უკვე შეათანხმა ყველა დეტალი სანჩოსთან და ჯეკ გრილიშთან და ისინი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეურთდებიან გუნდს. მათი მოსვლა "მანჩესტერის" თამაშების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს და თუ ვუდვორდმა მოახერხა და ჰარი კეინიც დაიმატა, ეს იქნება ახალი ერის დასაწყისი.

თუმცა ვუდვორდს და დანიელ ლევის არცუ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ბოლო პერიოდში, რადგან ედმა ვერ დაიყოლია ტობი ალდერვეირელდი "იუნაიტედში" გამოეშვა. ამის გათვალისწინებით კეინის ტრანსფერზე მისი დაყოლიება არ იქნება მარტივი.

https://www.sports-nova.com/
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
31 მარტი 2020 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Es korona movishorot rogorme da mere vnaxot ramxela zaralebze iqneba saubari.
Keini-sancho ertad ragac tkbil survils ufro gavs:)
0
№2
ავტორი: ikeoni
31 მარტი 2020 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
რავი ეს თუ გადმოვიდა მართლა დაგვხატავს
0
№3
ავტორი: The Special One
31 მარტი 2020 21:20
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ამუღამებთ ინგლისის ძირითადს რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ჩვენი გუნდიდან? :დ

მაგუაერი,რეშფორდი,ბისაკაც გაიბრძოლებს და კეინიც და სანჩო თუ მოვიდნენ ეს გუნდი ქვას ქვაზე არ დატოვებს :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: shotkin
31 მარტი 2020 22:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სანჩო გრილიში კეინი არამგონია ამდენი იყიდონ ალბათ სანჩოს და გრილიშს იყიდიან კეინი რეალში წავა
1
№5
ავტორი: David_Beckham7
31 მარტი 2020 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ტოტენჰემში უკვე ნაღდად მეცოდევა ამის კარიერა თუმცა პსჟ ში წასვლას მორჩევნია სტოკში ან ნორვიჩში გადავიდეს. რექლოც რახანდ არ მეხატება არ ვისურვებდი ქვეყანა დაეტოვებინა რა ჩ3მთვის სანაყრელი ტრანსფერია უბრალოდ ამდენს ფინანსურად ესეთ კრიზისულ პერიოდში ვერ გავქაჩავთ მგონია. ნეტა ვცდებოდე და ეს და სანჩო მართლა მოიყვანონ ამ ზაფხულს
0
№6
ავტორი: levionok
1 აპრილი 2020 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვის ვის და მანჩესტერს შეუძლია თუნდაც ასეთ პერიოდში ტრანსფერების კეთება სანჩო კეინი და პოგბას დატოვება ალბათ სერიოზული განაცხადი იქნებოდა ტიტულზე გასაწევად ალბათ 250 მილიონი დაჯდება ეს სიამოვნება თავის ბონუსებით
1
№7
ავტორი: Lalana
1 აპრილი 2020 02:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთი ისაა რომ ამაში ძალიან დიდ თანხას მოითხოვს ტოტენჰემი,მითუმეტეს თუ ინგლისური გუნდებიდან ექნებათ შემოთავაზებები მაშინ უფრო მოუმატებენ ფასს.დიდი სიამოვნება იქნებოდა ამის ხილვა მანჩესტერში,ამის და სანჩოს მოყვანა ერთად ძაან მაგარი იქნებოდა,მაგრამ ამავდროულად ურთულესიც,ჯერ ისაა გასარკვევი როგორ ჩამთავრდება სეზონი და შემდეგ ვნახოთ რამდენს გამოყოფს ტრანსფერებისთვის ედი.
0
№8
ავტორი: 100%Red
1 აპრილი 2020 11:33
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
150 მლნ fellow
ეს
სანჩო
გრილიში
პოგბა დარჩა ან თუ წავიდა დაამატონ ცოტა საულზე გაიწიონ, აუ ჩემი ოცნებაა საული იუნაიტედში))
0
№9
ავტორი: bziki
1 აპრილი 2020 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Sufta fuli chemi azrit isedac koronamde maqsimum 150 milioni gamoeyo, eg sanchos fulia groshebi darcheba.
Pogba tu wavida eg fuli mag poziciasve moundeba saulze tu gaiwies arc eyofa.zaqaria,raisi,sumare maqedan 50 ze iafi arc ertia.
Lingardi, smolingi, jonsi, (mata-matichi ufasod),
55 gamovides maqsimum.
Belingemi ro moiyvanon kide egec 35-40.
Brunos valebic gasastumrebelia,
Keinshi 150 milionebis raxaruxi ara mgonia daiwyon. igalos datoveben an vinmes 60-70 milionis farglebshi moiyvanen albat.
Sufta fulit sancho moiyvanon neta egec saqmea.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2020 13:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული იქნება ფეხბურთელების დამატება გასაგები მიზეზების გამო, თან სანჩოც და კეინიც ისეთი კატეგორიაა სადაც ყველაზე მინიმუმი 100 მილიონია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top