თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2020, 20:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1629,
კომენტარები: 8
სანჩოსთან პირადი შეთანხმება მიღწეულია
სანჩოს გაწითლება გარდაუვალია.
სანჩოსთან პირადი შეთანხმება მიღწეულია
"The Independent" ირწმუნება, რომ სანჩო უკვე არაოფიციალურად შეუთანხმდა "მანჩესტერ იუნაიტედს"

ამავე დროს, 20 წლის ინგლისელი არ აპირებს არც "სიტის" და არც "ლივერპულის" წინადადების განხილვას, რადგან ორივე კლუბს მის პოზიციაზე ორ-ორი მოთამაშე ჰყავს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" უკვე დაჰპირდა სანჩოს ლეგენდარულ შვიდ ნომერს, ხოლო ახალგაზრდა ინგლისელი მზად არის ოლდ ტრაფორდზე გადასვლელად თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში.

გამოცემაში ნათქვამია, რომ ინგლისელმა შეთავაზება განიხილა და "იუნაიტედის" წარმომადგენლებს სიტყვიერი თანხმობა განუცხადა. პირობების თანახმად, თუ სანჩო ორ წელიწადში სერიოზულ პროგრესს აჩვენებს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება, მისი ხელფასი კვირაში 400000 ფუნტამდე შეიძლება გაიზარდოს.

კლუბი იმედოვნებს, რომ ასეთი მოტივაცია დაეხმარება გახდეს ახალგაზრდა ინგლისელი ერთერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე. სანჩოს უკვე უკეთესი სტატისტიკას აქვს კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესისთან შედარებით. 20 წლის ასაკში მან 31 გოლი გაიტანა 90 მატჩში და 42 ასისტი მიითვალა , ხოლო ამ ასაკში პორტუგალიელს 107 მატჩში ჰქონდა 16 გოლი და 16 ასისტი, ხოლო მესის 26 გოლი და 8 ასისტი.

სანჩო ასევე გახდა პირველი მოზარდი, ვინც ბუნდესლიგაში 25 გოლი გაიტანა და გააუმჯობესა ჰირსტ კეპელის რეკორდი, რომელმაც 1972 წელს 24 გოლი გაიტანა. ასევე გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც ამ საუკუნეში დაიბადა და ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ სანჩო შესანიშნავად მოერგება ახალ პროექტს რომელსაც ქმნის. სანჩო მუდმივად ურთიერთობს მარკუს რაშფორდთან და გამოცემის თანახმად, "იუნაიტედის" თავდამსხმელმა არაერთხელ განუცხადა თავის მწვრთნელს, რომ სანჩო არის სანდო პიროვნება, რომ ის ღირსია ითამაშოს "წითელ ეშმაკებში" და რომ მას ნამდვილად მოსწონს იდეები, რომელიც სოლსკიაერს აქვს.


როგორც ოლეს, ისე ედ ვუდვორდს მიაჩნიათ, რომ სანჩო ახალ სეზონში გახდება მათი საუკეთესო შენაძენი და თუ მოთამაშე წარმატებას მიაღწევს ოლდ ტრეფორდზე, მაშინ მასში გადახდილი 130 მილიონი ევრო სულაც არ იქნება ასტრონომიული თანხა.

http://www.manutd.ru/
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Mishiko82
30 მარტი 2020 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
იმედია მართლაც არსებობს ასეთი შეთანხმება, სანჩო მაგარი შენაძენი იქნება, სავიჩიც გვინდა პოგბას შემცვლელად, საულ ნიგესი ძალიან ძვირია გამოსასყიდი 150 მილიონია ატლეტიკო ნაკლებად არ ყიდის.
0
№2
ავტორი: ikeoni
30 მარტი 2020 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძალიან მაგრად მოგვიხდება ძალიან
0
№3
ავტორი: PaLoMo
31 მარტი 2020 01:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ამ კრიზისისი დროს რავიცი როგორ იქნება საქმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: kantona-7
31 მარტი 2020 05:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სანჩო ყველაზე საჭიროა ეხლა გუნდისთვი და უკეთესს ვერავის შეიძენენ მარჯვენა ვინგერად. შემდეგ მოიყვანონ კეინი გრილიში და საული სავიჩი ან ვინც გაუხარდებათ. მე ყველაზე მეტად სანჩო და კეინი მინდა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: SANDROGRIGA
31 მარტი 2020 08:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ რა იქნება, მთავარია მალე დალაგდეს სიტუაცია.
0
№6
ავტორი: temo-scholes
31 მარტი 2020 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
აი ამის ოფიცალური გაფორმება და კორონა ვირუსის დამარცხება ოქნება ჩვენი გუნდისთვის და მსოფლიოსთვის ახალი ერის დაწყება... თანაც ძალიან მაგრად მჯერა, რომ ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი
1
№7
ავტორი: Lukalaba
31 მარტი 2020 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
სანჩო მოიყვანონ რა და მერე ვინც უნდათ ის იყიდონ ძალიან გვჭირდება ეს ახალგაზრდა ინგლისელი love რაც შეეხება ამ ჯანდაბა ვირუსს ერთი გამოთქმაა ზოგი ჭირი მარგებელია იმიტომ რომ ჰაერი იმდენად გაწმენდილი იყო თბილისის ყველა უბანში თითქმის და ბახმაროს ჰაერიაო იძახდნენ რო გაზომეს love მაგრამ ამ უფეხბურთობით და სახლში ჯდომით დავიღალეთ ყველა და ცუდად ვართ recourse manunited love
0
№8
ავტორი: levionok
1 აპრილი 2020 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სანჩო კეინი და გავედით რათქმაუნდა პოგბასთან ერთად მევასება ეგ ძაღლიშვილი)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top