დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის "კორონა ვირუსს" და ცდილობს დაამარცხოს უხილავი მტერი. ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებულია და თითიეული ქვეყნის დანაკარგები დღითიდღე იზრდება. გარდა იმისა, რომ ქვეყნების ეკონომიკა სუსტდება, სუსტდება ასევე უზარმაზარი ინდუსტრიები და ეს ყველაფერი როდის დასრულდება რთული სათქმელია. გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ამ ყევლაფერს ვერ გაუძლებენ პატარა ბიუჯეტის მქონე გუნდები და ისინი უბრალოდ ჩამოიშლებიან. თუმცა აქვე ისმის კითხვა, გაძლებენ კი ისეთი გიგანტი გუნდები, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "მადრიდის რეალი" ან "კატალონიის ბარსელონაა". ბოლო ინფორმაციით "მიუნხენის ბაიერნმა" "დორტმუდნის ბორუსიამ" და სხვებმა 20 მილიონ ევროს მოუყარეს თავი სხვა გერმანული კლუბების გადასარჩენად. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ "ბარსელონამ" მიიღო გადაწყვეტილება და ფეხბურთელების ანაზღაურება 70% შეამცირა. როგორც ჩანს იმავეს აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედიც". ასეთ პირობებში რათქმაუნდა ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს იმ კოლოსალური ხელფასების გადახდას, რომელსაც ისინი ყოველკვირეულად გაცემენ. ამის ფონზე მძიმდება იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებისთვისაც სპორტი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საკმაოდ რთულია იჯდე და ელოდო იმას, რისი ინფორმაციაც უბრალოდ არ არსებობს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდება.
დღეს პრემიერ ლიგამ, ფეხბურთის ლიგამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა და იმსჯელეს, ეკონომიკის მზარდ სიმძიმეებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, გამოთქვეს მზაობა ერთად მუშაობის და იმედი აქვთ, რომ ერთობლივ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა აქვე განაცხადეს, რომ თამაშები ვერ განახლდება 30 აპრილამდე. ყველა თანხმდება, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა იმის შანსი, რომ საფეხბურთო წელი უბრალოდ ჩაიშალოს ნამდვილად არსებობს.
სწორედ ამის საშიშროება დგას დღეს ესპანეთში. ქვეყანაში სადაც ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება და იქ სპორტისთვის ნაკლებად ცალიათ. დღეს ლა ლიგის პრეზიდენტმა, სწორედ ამისკენ მიანიშნა, რომ ლა ლიგა ფაქტიურად დასრულდა. აქ სიტუაციას ამძიმებს ის ონფორმაციაც, რომლის მიხედვიტაც კლუბ "ვალენსიას" 35% ინფიცირებულია და მათ შორის არის 12 მოქმედი ფეხბურთელი.
ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერია ა შესაძლოა აღარ განახლდეს. გამოსავალი კი შემდეგში იპოვეს: არ დაქვეითდება არცერთი გუნდი ბ დივიზიონში, ხოლო ბ დივიზიონიდან მხოლოდ 2 გუნდი გადმოვა ა დივიზიონში. შესაბამისად გუნდების რაოდენობა 20-დან 22-დე გაიზრდება.
რა ბედი ეწევა პრემიერ ლიგას? აქ აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. აი რას წერენ სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები.
1. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და აღიარებენ დღევანდელ შედეგებს, ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" ცხადდება გამარჯვებულად და 30 წლის შემეგ, პირველად იზეიმებენ ნანატრ ჩემპიონობას. ხოლო "ნორვიჩი" "ასტონ ვილა" და "ბორმუთი" პრემიერ ლიგას დაემშვიდობებიან. ასეთ სცენარს არ ეთანხმებიან სხვა გუნდები და ამაში ნამდვილად არსებობს სიმართლის მარცვალი.
2. გაუქმდეს არსებული შედეგები. ამ შემთხვევაში პრემიერ ლიგაში ადგილს ინარჩუნებს ყველა გუნდი და შედეგები ნულდება. ეს კი "ლივერპულისთვის" უტიტულო სეზონს ნიშნავს და ასეთ შემთხევაში ეს იქნება დიდი უსამართლობა და სრული კოშმარი მათთვის.
3. შედეგების განულების შემთხვევაში, რათქმაუნდა არ ჩაითველება ეს სეზონი, ხოლო ოთხეულისთვის მებრძოლი ის გუნდები, რომელებიც წინა წელს ვერ მოხვდნენ ჩ.ლიგაზე, ვერც შემდეგ სეზონში შეძლებენ აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობას.
4. თუ დღეს არსებული შედეგები აღიარეს. ძალაში რჩება 1 პუნქტში მოყვანილი ლივერპულის ჩემიონობა და 3 ბოლოადგილოსანი გუნდის დაქვეითება. თუმცა აქ უკვე " მანჩესტერ იუნაიტედი" რჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე.
5. თუ დღეს ასრებული შედეგები აღიარეს და ასევე "მანჩესტერ სიტის" სასჯელი ძალაში დარჩა, 2 წელი ჩ.ლიგიდან მოკვეთა. ასეთ შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" ინაცვლებენ მე-4 პოზიციაზე და მიიღებენ ჩ.ლიგის საგზურს.
6. საქმეს ართულებს კიდევ ერთი რამ: "ლივერპულის" მოპოვებული ქულები არ არის საკმარისი ამ ეტაპისთვის და იმის მცირე თეორიული შანსი, რომ ჩემპიონობა ვერ მოიპოვონ გაგრძელების შემთხვევაში ნამდვილად არსებობს. სწორედ ეს ართულებს გადაწყვეტილების მიღებას.
30 აპრილი ალბათ ის თარიღი იქნება, სადაც საბოლოო შეჯერებული გადაწყვეტილება გამოცხადდება. იმედია ძალიან მალე მსოფლიო დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, ხოლო გულშემატკივრები დაუბრუნდებიან ტრიბუნებს და ტელეეკრანებს.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.