თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2020, 22:04
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 8
ვირუსი რომელმაც ყველაფერი გააჩერა
რა ელის ფეხბურთს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
ვირუსი რომელმაც ყველაფერი გააჩერა
დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის "კორონა ვირუსს" და ცდილობს დაამარცხოს უხილავი მტერი. ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებულია და თითიეული ქვეყნის დანაკარგები დღითიდღე იზრდება. გარდა იმისა, რომ ქვეყნების ეკონომიკა სუსტდება, სუსტდება ასევე უზარმაზარი ინდუსტრიები და ეს ყველაფერი როდის დასრულდება რთული სათქმელია. გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ამ ყევლაფერს ვერ გაუძლებენ პატარა ბიუჯეტის მქონე გუნდები და ისინი უბრალოდ ჩამოიშლებიან. თუმცა აქვე ისმის კითხვა, გაძლებენ კი ისეთი გიგანტი გუნდები, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "მადრიდის რეალი" ან "კატალონიის ბარსელონაა". ბოლო ინფორმაციით "მიუნხენის ბაიერნმა" "დორტმუდნის ბორუსიამ" და სხვებმა 20 მილიონ ევროს მოუყარეს თავი სხვა გერმანული კლუბების გადასარჩენად. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ "ბარსელონამ" მიიღო გადაწყვეტილება და ფეხბურთელების ანაზღაურება 70% შეამცირა. როგორც ჩანს იმავეს აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედიც". ასეთ პირობებში რათქმაუნდა ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს იმ კოლოსალური ხელფასების გადახდას, რომელსაც ისინი ყოველკვირეულად გაცემენ. ამის ფონზე მძიმდება იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებისთვისაც სპორტი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საკმაოდ რთულია იჯდე და ელოდო იმას, რისი ინფორმაციაც უბრალოდ არ არსებობს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდება.

დღეს პრემიერ ლიგამ, ფეხბურთის ლიგამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა და იმსჯელეს, ეკონომიკის მზარდ სიმძიმეებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, გამოთქვეს მზაობა ერთად მუშაობის და იმედი აქვთ, რომ ერთობლივ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა აქვე განაცხადეს, რომ თამაშები ვერ განახლდება 30 აპრილამდე. ყველა თანხმდება, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა იმის შანსი, რომ საფეხბურთო წელი უბრალოდ ჩაიშალოს ნამდვილად არსებობს.

სწორედ ამის საშიშროება დგას დღეს ესპანეთში. ქვეყანაში სადაც ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება და იქ სპორტისთვის ნაკლებად ცალიათ. დღეს ლა ლიგის პრეზიდენტმა, სწორედ ამისკენ მიანიშნა, რომ ლა ლიგა ფაქტიურად დასრულდა. აქ სიტუაციას ამძიმებს ის ონფორმაციაც, რომლის მიხედვიტაც კლუბ "ვალენსიას" 35% ინფიცირებულია და მათ შორის არის 12 მოქმედი ფეხბურთელი.

ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერია ა შესაძლოა აღარ განახლდეს. გამოსავალი კი შემდეგში იპოვეს: არ დაქვეითდება არცერთი გუნდი ბ დივიზიონში, ხოლო ბ დივიზიონიდან მხოლოდ 2 გუნდი გადმოვა ა დივიზიონში. შესაბამისად გუნდების რაოდენობა 20-დან 22-დე გაიზრდება.



რა ბედი ეწევა პრემიერ ლიგას? აქ აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. აი რას წერენ სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები.


1. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და აღიარებენ დღევანდელ შედეგებს, ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" ცხადდება გამარჯვებულად და 30 წლის შემეგ, პირველად იზეიმებენ ნანატრ ჩემპიონობას. ხოლო "ნორვიჩი" "ასტონ ვილა" და "ბორმუთი" პრემიერ ლიგას დაემშვიდობებიან. ასეთ სცენარს არ ეთანხმებიან სხვა გუნდები და ამაში ნამდვილად არსებობს სიმართლის მარცვალი.

2. გაუქმდეს არსებული შედეგები. ამ შემთხვევაში პრემიერ ლიგაში ადგილს ინარჩუნებს ყველა გუნდი და შედეგები ნულდება. ეს კი "ლივერპულისთვის" უტიტულო სეზონს ნიშნავს და ასეთ შემთხევაში ეს იქნება დიდი უსამართლობა და სრული კოშმარი მათთვის.

3. შედეგების განულების შემთხვევაში, რათქმაუნდა არ ჩაითველება ეს სეზონი, ხოლო ოთხეულისთვის მებრძოლი ის გუნდები, რომელებიც წინა წელს ვერ მოხვდნენ ჩ.ლიგაზე, ვერც შემდეგ სეზონში შეძლებენ აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობას.

4. თუ დღეს არსებული შედეგები აღიარეს. ძალაში რჩება 1 პუნქტში მოყვანილი ლივერპულის ჩემიონობა და 3 ბოლოადგილოსანი გუნდის დაქვეითება. თუმცა აქ უკვე " მანჩესტერ იუნაიტედი" რჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე.

5. თუ დღეს ასრებული შედეგები აღიარეს და ასევე "მანჩესტერ სიტის" სასჯელი ძალაში დარჩა, 2 წელი ჩ.ლიგიდან მოკვეთა. ასეთ შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" ინაცვლებენ მე-4 პოზიციაზე და მიიღებენ ჩ.ლიგის საგზურს.

6. საქმეს ართულებს კიდევ ერთი რამ: "ლივერპულის" მოპოვებული ქულები არ არის საკმარისი ამ ეტაპისთვის და იმის მცირე თეორიული შანსი, რომ ჩემპიონობა ვერ მოიპოვონ გაგრძელების შემთხვევაში ნამდვილად არსებობს. სწორედ ეს ართულებს გადაწყვეტილების მიღებას.

30 აპრილი ალბათ ის თარიღი იქნება, სადაც საბოლოო შეჯერებული გადაწყვეტილება გამოცხადდება. იმედია ძალიან მალე მსოფლიო დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, ხოლო გულშემატკივრები დაუბრუნდებიან ტრიბუნებს და ტელეეკრანებს.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
28 მარტი 2020 22:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მალადეც ავტორ good2 იმედია მალე დამთავრდება რა ეს ეპიდემია აღარ შეიძლება უკვე უყველაფროდ ასე გაჩერდე ადამიანი და ზოგადად პლანეტა გაჩერდა, არვიცი მალე გვიშველოს ღმერთმა

კაროჩე შემდეგ სეზონზე ლიგაზე უნდა შეგვაგოდს ვუდვარდმა რამენაირად wink
0
№2
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2020 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ალბათ მე-5 პუნქტი რა რავი აბა სხვა არამგონია რამე გამოსავალი იყოს ამ გადასახედიდან
0
№3
ავტორი: shotkin
29 მარტი 2020 02:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თუ მდგომარეობა არ შემსუბიქდა ტურნირი უნდა გაჩერდეს სეზონი დასრულებულად ცაითვალოს და მოცემული ცხილის მოხედვიტ უნდა იმსჯელონ შედეგებზე, თუ სიტიაცია გამოსწორდა და იმის შანსი მაინც იქნება რო დახურულ სტადიონზე ცატარდეს მატჩებია სეც უნდა მოხდეს და ისე დაასრულონ სეზონი, ეგ იქნება სამართლიანი
0
№4
ავტორი: Lalana
29 მარტი 2020 14:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ალბათ ესპანეთსა და იტალიაში სეზონს აღარ განაახლებენ,მანდ საკმაოდ რთული სიტვაციაა.აი დიდ ბრიტანეთში არ არის ისეთი მდგომარეობა როგორც მაგ ორ ქვეყანაში,მაგრამ ყოველდღიურად მანდაც იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.ჯერ-ჯერობით ისეთი მდგომარეობაა რთულია ივარაუდო თუ რამდენ ხანში ჩამთავრდება ეს მდგომარეობა.წესით თითოეულ გუნდს უნდა აწყობდეს სეზონის ჩამთავრება,რადგან ამ შემთხვევაში ფინანსური ზარალი იმდენი ვერ იქნება რამდენიც ჩაუმთავრებლობის შემთხვევაში.თუ სეზონი არ ჩაამთავრეს,ალბათ გაანულებენ შედეგს და იმედი მაქვს ისე მოხდება ყველაფერი რომ რამენაირად ჩემპიონთა ლიგის საგზური მივიღოთ,თორემ თუ სეზონიც ვერ ჩამთავრდა და ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზური მივიღეთ ფინანსურად ძაან დაარტყამს გუნდს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 მარტი 2020 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზაფხულში განახლდება ალბათ და კვირაში 2-3-ჯერ ითამაშებენ, ისედაც არ დარჩა ბევრი სათამაშო.
0
№6
ავტორი: Lukalaba
30 მარტი 2020 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ძლივს კაი ამბავი რეში ბრუნდებაო ბიჭო მანჩესტერის საიტმა დაწერა❤️
0
№7
ავტორი: temo-scholes
30 მარტი 2020 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Lukalaba
ძლივს კაი ამბავი რეში ბრუნდებაო ბიჭო მანჩესტერის საიტმა დაწერა❤️

კარგია, მაგრამ ეგ მაქსიმუმ პურზე თუ გავა ეხლა და სახლში:D დაბრუნდება თორე დიდი ფეხბურთიი როდის დაგვიბრუნდება ეგაა საკითხავი...
1
№8
ავტორი: Lukalaba
30 მარტი 2020 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: temo-scholes
ციტატა: Lukalaba
ძლივს კაი ამბავი რეში ბრუნდებაო ბიჭო მანჩესტერის საიტმა დაწერა❤️

კარგია, მაგრამ ეგ მაქსიმუმ პურზე თუ გავა ეხლა და სახლში:D დაბრუნდება თორე დიდი ფეხბურთიი როდის დაგვიბრუნდება ეგაა საკითხავი...

ნეტა მართლა როდის დაბრუნდება ცუდად ვარ უკვე recourse პურზე თუ გავა კაი იყო lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top