თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2013, 15:52
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2756,
კომენტარები: 16
ინგლისი მანჩესტერის იმედად
"პრემიერ ლიგის" პრესტიჟი ეჭვის ქვეშაა
ინგლისი მანჩესტერის იმედად
არც ისე კარგად დაიწყო წლევანდელი "ჩემპიონთა ლიგა" "პრემიერ ლიგის" გუნდებისთვის, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას გამოეთიშა მოქმედი ევროპის ჩემპიონი "ჩელსი" და წინა წლის "პრემიერ ლიგის" გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი". ფლეი-ოფში გასულ გუნდებს "არსენალს" და "მანჩესტერს" ძალიან რთული მეტოქეები შეხვდათ. ლონდონურმა გუნდმა გათამაშების პირველ წრეში უმასპინძლა "ბაიერნს" და 1-3 დამარცხდა, "წითლები" კი სტუმრად იმყოფებოდნენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სადაც ანგარიში ფრედ, 1-1 დამთავრდა. ასე რომ, ინგლისი რეალური საფრთხის წინაშეა 17 წლის შემდეგ პირველად მეოთხედფინალში ვერცერთი გუნდი ვერ მოხვდეს "ნისლიანი ალბიონიდან". ბოლოს ეს 1995-1996 წლებში მოხდა, მაშინ "პრემიერ ლიგის" გამარჯვებულმა "ბლექბერნ როვერსმა" ვერ მოახერხა ევროპულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობა.

ინგლისის ერთადერთი იმედი "მანჩესტერ იუნაიტედია", "არსენალის" ნაადრევად ჩამოწერა ნამდვილად ლოგიკურია, რადგან მათ გერმანიაში 2 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ, რაც დღევანდელი "არსენალისთვის" შეიძლება ითქვას შეუძლებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მერვედფინალის პირველი თამაში ფრედ 1-1 ითამაშა, ამ თამაშში გამოკვეთილი იყო "რეალ მადრიდის" უპირატესობა საწყისი წუთებიდან, თუმცა პირველი გოლი ინგლისელებმა გაიტანეს, 10 წუთში რონალდოს თავურით წონასწორობა აღდგა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, ვიხილეთ დევიდ დე ჰეას საოცარი სეივები, რობინ ვან პერსის მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ "იუნაიტედი" ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფება, რადგან ისინი განმეორებით მატჩს სახლში ჩაატარებენ, სადაც ფავორიტი ერთადერთი გუნდია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, თუნდაც ის, რომ მადრიდულმა გუნდმა და მისმა ლიდერმა კრისტიანო რონალდომ ფანტასტიური ფორმა აკრიფეს, რაც გუშინ გამართულ "ელ კლასიკოშიც" გამოჩნდა, მათ კატალონიური "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 3-1 სძლიეს. შეიძლება ითქვას ამით მადრიდელებმა გააფრთხილეს "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები. სწორედ "რეალ მადრიდს" ანიჭებენ უპირატესობას ბუკმეიკერები. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ თავის მხრივ შესანიშნავ სეზონს ატარებს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლებიც 12 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს "პრემიერ ლიგაში", ასევე იბრძვიან "Fa თასზე" და "ჩემპიონთა ლიგაზე". გუნდს ჰყავს "პრემიერ ლიგის" ორი საუკეთესო თავდამსხმელი რობინ ვან პერსი და უიენ რუნი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "იუნაიტედს" პირველი თამაში სრული ძალებით არ უთამაშია, მათ არ ჰყავდათ გუნდის კაპიტანი და დაცვის ბურჯი ნემანია ვიდიჩი, ასევე არ იყვნენ ნანი და იანგი, ტრამვის გამო ვერ ითამაშა ვერც ნახევარდაცვის დირიჟორმა პოლ სქოუზმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ფეხბურთელები შემდეგ თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებენ, ვნახავთ, რომ მადრიდელებს წინ ურთულესი მატჩი ელით, აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღით ადრე ისინი ისევ დაუპირისპირდებიან "ბარსელონას" ამჯერად "პრიმერა დივიზიონში". აქ შეიძლება კიდევ მრავალი ფაქტორი ჩამოვთვალოთ, მაგალითად: "რეალს" არ ეყოლება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი იკერ კასილასი, ასევე უნდა ავღნიშნოთ მოურინიოსა და ფერგიუსონის დაპირისპირება, რომელიც 2004 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც პორტუგალიელი "ჩელსის" თავკაცობდა. ბოლოს კი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს "80 მილიონის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება".

ამ თემაზე კიდევ ბევრი დისკუსია შეიძლება, ფაქტი ერთია, "მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დაიცვას "პრემიერ ლიგის" პრესტიჟი და ამისთვის არაფერი არ უნდა დათმონ. ყველაფერი 5 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება.
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 15:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ თემაზე კიდევ ბევრი დისკუსია შეიძლება, ფაქტი ერთია, "მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დაიცვას "პრემიერ ლიგის" პრესტიჟი და ამისთვის არაფერი არ უნდა დათმონ. ყველაფერი 5 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება.
0
№2
ავტორი: I L C
27 თებერვალი 2013 15:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აე კომუნიტი შილდი ეხაც ჩვენია უეჭველიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: captain
27 თებერვალი 2013 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მაგ ლოგიკით ესპანეთის ლიგასაც ერხევა, 1/8-დან ესპანეთის ოთხივე გუნდი გავარდეს შესაძლოა
0
№4
ავტორი: Gvene
27 თებერვალი 2013 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
არა რა 5 მარტს რეალი უნდა ვიხმაროთ უტრუსიკოდ :D manunited
0
№5
ავტორი: love united
27 თებერვალი 2013 16:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გაურკვევლობაა ჩემპიონთა ლიგაში...გადაჭრით თითქმის არცერთ წყვილზე არ შეიძლბა ითქვა გავა თუ არა რომელიმე შემდეგ ეტაპზე...
0
№6
ავტორი: Malboro463
27 თებერვალი 2013 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
ციტატა: captain
მაგ ლოგიკით ესპანეთის ლიგასაც ერხევა, 1/8-დან ესპანეთის ოთხივე გუნდი გავარდეს შესაძლოა


+1

ჩემი აზრით გავარდება
0
№7
ავტორი: UTD-Rule
27 თებერვალი 2013 18:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რეალს სალაპარაკო არ უნდა დავუტოვოთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: koko2222
27 თებერვალი 2013 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
UTD-Rule,
მართალიხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№9
ავტორი: buka oboladze
27 თებერვალი 2013 18:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ბოლომდე იბრძოლებენ ჩვენი ბიჭები და აუცილებლად მოვიგებთ, რეალთანაც და საერთოდ ლიგასაც am
0
№10
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 18:42
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
chven unda davicvat prestiji unda movigot liga da eplc
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top