თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2020, 20:36
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 8
ორი თავდამსხმელი და ერთი ნახევარმცველი
პოლ ინსმა სოლსკიაერს პოზიციების გაძლიერება ურჩია.
ორი თავდამსხმელი და ერთი ნახევარმცველი
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ ინსმა უთხრა ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომ ამ ზაფხულს სამი მოთამაშე უნდა გაიფორმოს, თუ მას პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძლოა სურს.

ინსს მიაჩნია, რომ "წითელ ეშმაკებს" ნახევარმცველი და ორი ფორვარდი სჭირდებათ, რათა "ლივერპულს" და "სიტის" კონკურენცია გაუწიონ.

"გოალთან" საუბრისას ინსმა თქვა: "მათ ნამდვილად სჭირდებათ ნახევარმცველი. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება პოგბასთან დაკავშირებით, რჩება თუ მიდის. ეს არის კიდევ ერთი საგა, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე უნდა დასრულდეს. მათ ორი თავდამსხმელიც სჭირდებათ, ვიცი, რომ რაშფორდი ბრუნდება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და მასზე სრულად დაყრდნობა არ შეიძლება".


ჩემთვის, მისი ბრძოლისუნარიანობა ბრწყინვალეა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ოდიონ იგალო კი უკვე 30 წლის არის, რომლის მომავალი ჯერ კიდევ არ ვიცით და ამასთან ერთად მასზე დაყრდნობა მომდევნო სეზონებში არასწორია.

თუ გადავხედავთ საუკეთესო გუნდებს, ყველა ჰყავს საუკეთესო თავდამსხმელები. მათ თავდამსხმელებს ცუდ სეზონიშიც კი 20-25 გოლი გააქვთ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაუშვა ლუკაკუ და მისი პოზიციის გაძლიერება მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს - დაასრულა "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

https://www.thesun.co.uk/
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
21 მარტი 2020 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ეს მაგარი ჩოილარია, ამიტომ მის კომენტარებს სერიოზულად არც აღვიქვავ ხოლმე. ძაან "ბრძნული" რჩევები რო აქვს მაგიტომაც ჩაალპო მისი შვილი ბლექპულში თუ სადაა ახლა ღმერთმა იცის, არადა მინიმუმ ევერტონის დონე უნდა ეთაშა
0
№2
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2020 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: dybbuk
ეს მაგარი ჩოილარია, ამიტომ მის კომენტარებს სერიოზულად არც აღვიქვავ ხოლმე. ძაან "ბრძნული" რჩევები რო აქვს მაგიტომაც ჩაალპო მისი შვილი ბლექპულში თუ სადაა ახლა ღმერთმა იცის, არადა მინიმუმ ევერტონის დონე უნდა ეთაშა

მაგრად ვერ ვკაიფობ ამ როჟაზე
0
№3
ავტორი: shotkin
22 მარტი 2020 02:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი სლეობები ილაპარაკა :დდ იმას არ ენდო ამას არ ენდო აბა ეხლა თუ ლევანდოვსკი და მეორე კიდე ამ დონის შემდგარი თავდამსხმელი მოიყვანე აღარც რეშფერდის ადგილი იანბა არც მარსიალის არც გრინვუდის ძაან ჩოილარობს ამრთლა :დდდ ეგ რეშფორდი არიყო ტრანვამდე 14 გოლი როგ აიტანა? რა ნდობა არ სეიძლება ამას შიგ ხოარაქ, იგალოს ნდობაც როარშეიძლებოდეს კიარიყიდა მანცესტერი , რეში,იგალო,მარსიალი,გრინვუდი სავსებით საკმარისია თუ ამათ ვინგერსაც დავუმატებთ სანჩოს სახით აი შეტევაში როტაციაც შეიძლება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ძაან კაი თავდასხმის ხაზი გვეყოლება გამოცდილიც ენერგიულიც და ა.შ მაგარი დაცურებული ქონია ამ კაცს :დდდ
0
№4
ავტორი: makaveli
22 მარტი 2020 02:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ჰოლანდი არ უნდა გაეშვათ ხელიდანო ეგეც თქვა და რაღაც პონტში არც მინდოდა რო ეყიდათ .. რა აზრი აქ რაიოლა მომავალ წელს ტვინს მოგვიხნავდა და წაიყანდა 1თუარა 2 წელში და მაგის ფეხბურთელის მოყვანას არავინ დაიმატო ჯობია. ფერგიმ ტყუილად კიართქვა ფეხბურთის მტერიაო. ეზიზღებოდა ორგანულად იმენა ფერგის
0
№5
ავტორი: temo-scholes
22 მარტი 2020 04:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
სანჩო, გრილიში, საული, სავიჩი, კულიბალი
0
№6
ავტორი: Lalana
22 მარტი 2020 13:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: temo-scholes
სანჩო, გრილიში, საული, სავიჩი, კულიბალი

მარტო საული სავიჩი იქნება 200 მილიონზე მეტი.თან ნამდვილად არაა ორივე საჭირო.თუ პოგბა წავიდა ერთ-ერთი მოვა.ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გუნდს სჭირდება სანჩო და თუ ერთ მაღალი დონის ცენტრალურ მცველსაც მოიყვანენ კარგი იქნება.

რაც შეეხება ინსის საუბარს,რაშფორდი უკვე პატარა ბიჭი აღარ არის რომ ზამენიდან შემოდიოდეს ისევ.ნამდვილად არ ჭირდება ამ გუნდს ორი თავდამსხმელი.უბრალოდ ერთი ისაა რომ მარსიალი არ არის გამოკვეთილი თავდამსხმელი,მაგრამ რაშფორდთან წყვილში პროდუქტიულია,აი მის გარეშე კი მხოლოდ თვითონ,გამოკვეთილად რომ იდგეს ვერანაირად იქნება ისეთი პროდუქტიული როგორც ეს გამოკვეთილ ფორვარდს შეეფერება.იგალო კი ვფიქრობ კიდევ ერთი წლით დარჩება დარჩება გუნდში.
2
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2020 18:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭირდება გუნდს კიდევ რამდენიმე კარგი ტრანსფერი
0
№8
ავტორი: ჰიფატერა
23 მარტი 2020 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სანჩო კულიბალი და გრილიში მაგრად გამოადგებოდა გუნდსს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top