თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2020, 11:43
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1354,
კომენტარები: 3
ედ ვუდვორდის გადაწყვეტილება
დროებითი თანამშრომლები ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.
ედ ვუდვორდის გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა კლუბის მიერ დაქირავებულმა დროებითმა არც ერთმა თანამშრომელმა არ იგრძნოს საფეხბურთო სეზონის დროებით შეწყვეტა და რომ თითოეული მათგანი სრულად მიიღებს ანაზღაურებას.

3000-ზე მეტ დროებით თანამშრომელს, რომლებსაც კლუბი იყენებს მატჩების დროს, მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას. ეს კლუბს დაუჯდება 1 მილიონ ფუნტზე მეტი.

"ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პერსონალს, რომელიც გულშემატკივრებს უზრუნველყოფს განსაკუთრებული მომსახურებით, მათ აქვთ დიდი გამოცდილება” - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა. ჩვენ გვესმის, რომ არნახულ ვითარებაში ვართ და გვინდა დავიცვათ ჩვენი პერსონალი, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება სეზონის დარჩენილ მატჩებთან. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივესალმოთ ჩვენს გულშემატკივრებს და ჩვენს თანამშრომლებს ოლდ ტრაფორდზე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" არა მხოლოდ დაუბრუნა ბილეთების ფული 900-მდე გულშემატკივას, რომლებიც აპირებდნენ "ლასკთან" უკვე გადადებულ მატჩს დასწრებოდნენ, არამედ თითოეულ მათგანს გადაუხადა 350 ფუნტი, რითაც აუნაზღაურა მგზავრობის და სხვა ხარჯები.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2020 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მანჩესტერს არ ეშლება მსგავსი რაღაცები
0
№2
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2020 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა არ ეშლება მსგავსი რაღაცეები❤️
0
№3
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2020 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ზუსტად მსგავსი საქციელების გამო გვიყვარს ეს გუნდი და ვაფასებთ...<3 თორე ჩვენზე მეტად არავინ იცის წითელი გრანდი ეხლა რა დღეშიცაა და როგორ გვიჭირს...:\
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top