თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2020, 19:42
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1434,
კომენტარები: 8
საული ისევ აქტუალურია
საულ ნიგესის მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს.
საული ისევ აქტუალურია
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია საულ ნიგესით და როგორც კი ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენება, შეთავაზებას გააკეთებს. . ესპანელის "ატლეტიკოში" დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას ჯერ კიდევ არ გაუფორმებია კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან, მიუხედავად სიმეონეს მრავალი მცდელობისა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" საულს უკავშირებდნენ ჯერ კიდე მაშინ, როდესაც ის თინეიჯრების ასაკში იმყოფებოდა. ლუი ვან გაალს სურდა საულის გაფორმება, როდესაც ის "იუნაიტედს" წვრთნიდა, თუმცა მაშინ კლუბმა მას უარი განუცხადა. ასევე საულის დამატების შანსი "ევერტონმაც" გაუშვა ხელიდან.

ახლა კი, "მუნდო დეპორტივოს" თქმით, "იუნაიტედი" დაინტერესებულია ამ ზაფხულს საული გაიფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 138 მილიონს შეადგენს, "იუნაიტედს" მიაჩნია, რომ ის მისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

https://www.express.co.uk/
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lukalaba
19 მარტი 2020 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
კარგია ნამდვილად უნივერსალია და თან პოგბა თუ გაუშვით და წავიდა საული ნორმალური ვარიანტია
0
№2
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2020 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
პოგბას შეცვლის საკაიფოდ თუ წავიდა რათქმა უნდა
0
№3
ავტორი: 100%Red
19 მარტი 2020 22:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ისევ კიარა თუ ფიქრობენ ნახევრამცველზე ეს უნდა იყოს პრიორიტეტი მაგრა მევასება საული
0
№4
ავტორი: dybbuk
19 მარტი 2020 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ნებისმიერ გუნდს რომ გააძლიერებს ისეთი ფეხბურთელია. ძაან გამისწორდებოდა მისი ხილვა მანიუში
0
№5
ავტორი: David_Beckham7
19 მარტი 2020 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მე ძაან მომწონს. მშრომელია და კრეატიული. დარტყმაც კარგი აქვს
0
№6
ავტორი: Lalana
20 მარტი 2020 04:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნამდვილად კარგი დანამატი იქნება ნახევარდაცვაში.შავი სამუშაოს შესრულებაც ეხერხება და ასევე შეტევაშიც ძალიან კარგია.კარგი იქნება თუ მოიყვანენ,მაგრამ ვფიქრობ 138 მილიონი გადამეტებული ფასია.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2020 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძნელად გაყიდის ატლეტიკო თან ასტრონომიულ ფასს დაადებს
0
№8
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2020 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მილინკოვიც სავიჩიც კარგია, მაგრამ ეს უკეთესია ჩვენთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top