თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2020, 21:45
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1534,
კომენტარები: 9
გადაწყვეტილება მიღებულია
გუნდმა ვარჯიშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება მიღებულია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინც გააუქმა პირველი გუნდის ვარჯიშები ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაციების გამო, იუწყება "Manchester Evening News".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელები დღეს კარინგტონში უნდა ჩასულიყვნენ ვარჯიშის გასაგრძელებლად, თუმცა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადების შემდეგ, რომელმაც მოქალაქეებს სთხოვა თავი შეიკავონ ზედმეტი კონტაქტებისგან, კლუბმა შეიცვალა აზრი.

კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ”მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით და შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, გუნდი აღარ დაბრუნდება ვარჯიშზე”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ყველა საფეხბურთო მატჩი შეჩერებულია 3 აპრილამდე, ხუთშაბათს კი პრემიერ ლიგა გამართავს საგანგებო შეხვედრას, რათა განიხილოს სეზონის დასრულების გეგმები.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
18 მარტი 2020 22:29
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მინდა იმ ხახლს მივმართო,ვინც პირად შეტყობინებაში მწერს,რომ ეს ერთიდაიგივე სტატიები რა საჭიროა. სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ.

1. დღეს სამწუხაროდ ეს არის აქტუალური თემა და ამის ირგვლივ ხდება სიახლეები. შესაბამისად იმას ვდებ,რაც სხვადასხვა გამოცემებზე იწერება და სადაც "მანჩესტერ იუნაიტედია" თუნდაც ნახსენები.

2. არ იდება სხვა ჭორები და ინფორმაციები,ტრანსფერებზე,არ
იწერება რაიმე სახის სიახლეები ისეთი,რაც ღირს გადათარგმნად და ის რაც იდება რომ არ დავდო,მაშინ საიტი ფაქტიურად მთელი თვე უნდა გაჩერდეს.

3. ნებისმიერ ჩემ დადებულ სიახლეს, ქვევით აქვს მითითებული ლინკი,საიდანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ ბმულზე და ნახოთ,რომ მე კი არ ვიგონებ ჩემით ახალ ამბებს,სიტყვა-სიტყვით მაქვს ნათარგმნი.

4. ამ მძიმე პერიოდში, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გარკვეული აქტივობები მემგონი საჭიროა და ვცდილობ მაქსიმალურად სტატიების საშვალებით ადამიანებს მივაწოდო ინფორმაციები,ვინც აქ შემოდის და აქედან ეცნობა ახალ ამბებს.

5. სრულიად უადგილო იყო ზოგიერთის მხრიდან ჩემს მიმართ გამოთქმეული პრეტენზიები და კიბატონო ამ სტატიის ქვემოთ თუ დაწერს საიტის მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა,რომ ასეთი სახის სიახლეები არ ჭირდეაბთ,კიბატონო შევწყვეტ საფეხბურთო სეზონის განახლებამდე წერას.

ყველაფერი კარგად იქნება.უფალი გფარავდეთ თითოულ თქვენგანს და თქვენ ოჯახებს.
3
№2
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2020 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სამწუხაროდ და სავარაუდოდ 3 აპრილსაც ვერ განახლდება ჩემპიონატები:((((
0
№3
ავტორი: David_Beckham7
19 მარტი 2020 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: ALEXFERGUSON
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მინდა იმ ხახლს მივმართო,ვინც პირად შეტყობინებაში მწერს,რომ ეს ერთიდაიგივე სტატიები რა საჭიროა. სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ.

1. დღეს სამწუხაროდ ეს არის აქტუალური თემა და ამის ირგვლივ ხდება სიახლეები. შესაბამისად იმას ვდებ,რაც სხვადასხვა გამოცემებზე იწერება და სადაც "მანჩესტერ იუნაიტედია" თუნდაც ნახსენები.

2. არ იდება სხვა ჭორები და ინფორმაციები,ტრანსფერებზე,არ
იწერება რაიმე სახის სიახლეები ისეთი,რაც ღირს გადათარგმნად და ის რაც იდება რომ არ დავდო,მაშინ საიტი ფაქტიურად მთელი თვე უნდა გაჩერდეს.

3. ნებისმიერ ჩემ დადებულ სიახლეს, ქვევით აქვს მითითებული ლინკი,საიდანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ ბმულზე და ნახოთ,რომ მე კი არ ვიგონებ ჩემით ახალ ამბებს,სიტყვა-სიტყვით მაქვს ნათარგმნი.

4. ამ მძიმე პერიოდში, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გარკვეული აქტივობები მემგონი საჭიროა და ვცდილობ მაქსიმალურად სტატიების საშვალებით ადამიანებს მივაწოდო ინფორმაციები,ვინც აქ შემოდის და აქედან ეცნობა ახალ ამბებს.

5. სრულიად უადგილო იყო ზოგიერთის მხრიდან ჩემს მიმართ გამოთქმეული პრეტენზიები და კიბატონო ამ სტატიის ქვემოთ თუ დაწერს საიტის მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა,რომ ასეთი სახის სიახლეები არ ჭირდეაბთ,კიბატონო შევწყვეტ საფეხბურთო სეზონის განახლებამდე წერას.

ყველაფერი კარგად იქნება.უფალი გფარავდეთ თითოულ თქვენგანს და თქვენ ოჯახებს.

ლაშა შენთან მადლობის მეტი ვის რა ეთქმის ამ საიზე შემომსვლელ ხალხს. მიმკვდარი იყო და გამოაცოცხლე და ეხლა თუ იმაზეა დავა ამდენი ერთიდაიგივე რაარიო რავი მე არ მესმის არანაორად. ისეთი თემაა ყოველ საათში ახალი იმფორმაცია იდება და საინტერესოა. ათასი მადლობა შენ მაგ შრომისთვის
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
19 მარტი 2020 02:17
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მიშო, ეგ არაფერი. ყველას აქვს თავისი მოსაზრება. გაიხარე.
0
№5
ავტორი: Karanadze
19 მარტი 2020 03:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Გაიხარე ძმაო. Თუ არ აინტერესებს ვინმეს სიახლე რაც ამ პერიოდში არის შესაძლებელი რო აქ დაიდოს მარტივად არ წაიკითხოს. Მადლობა პირადად ძმაო. Ესპანეთში ვარ გამოკეტილი სახლში მოწყვეტილი ყველას და ყველაფერს და აქ რო სიახლეა ამის წაკითხვა მსიამოვნებს მე პირადად
0
№6
ავტორი: 100%Red
19 მარტი 2020 11:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ღმერთო დაგვიბრუნე ფეხბურთი wassat
0
№7
ავტორი: marchestera2001
19 მარტი 2020 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უფეხბურთო დღეების დედაც
0
№8
ავტორი: levionok
19 მარტი 2020 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ერთიდაიგივე ხდება ჩვენს გარშემო ცხოვრებაშიც და სხვა რომ დაწერო ესეიგი უნდა მოიგონო ასე რომ მეგობარო მადლობა ამისთვის რასაც აკეთებ და ვინმეს გამო არ შეიცვალო აზრი აკეთე ის რასაც საუკეთესოდ აკეთებ და მადლობა ამისთვის...ღმერთის წყალობით მალე მიეცემა დავიწყებას ეს პანდემიაც და დავბრუნდებით მწვანე მინდორზე! უფალი გფარავდეთ ყველგან ჩვენ ერთად ადვილად გადავიტანთ ამ ყველაფერს P.S გუშინ ჩავრთე 1998/99 წლის ფინალი და მინდა გითხრათ რომ ისევ ვისიამოვნე და თქვენც გირჩევთ ვისაც 2-3 წელია არ გიყურებიათ ამ შედევრისთვის
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2020 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდი სიტუაციაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top