ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე “პარი სენ ჟერმენი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერის უეინ რუნის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ იუწყება The Times.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ინგლისის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 46 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. “მანჩესტერის” მეპატრონე გლეიზერების ოჯახი წინადადების განსახილველად მზადა არიან. ,,პსჟ''-ს რუნი იბრაჰიმოვიჩის პოტენციალური პარტნიორობისთვის სჭირდებათ.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში, რუნიმ 10 გოლით გამოიჩინა თავი.