თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2020, 12:25
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1448,
კომენტარები: 4
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო

ვარჯიშები არ შეწყდება.
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ზოგიერთმა კლუბმა შეწყვიტა ვარჯიშები და დახურა სავარჯიშო ბაზები, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს ვარჯიშის პროცესის შეჩერებას, იტყობინება "მირორი"

ამასთან, კლუბმა გაამკაცრა კონტროლი, ხოლო "იუნაიტედის" ექიმები ატარებენ სწრაფ ტესტებს (COVID-19) ვირუსზე ვინც ბაზაში შედის. ასევე იღებენ ნიმუშებს, ვინც ტოვებს ბაზას.

ამავე დროს, გუნდი და სამწვრთნელო პერსონალი გამოყოფილია იმ პერსონალისგან, რომლებიც ბაზაში მუშაობენ. მხოლოდ ერთეულ თანამშრომლებს აქვთ კონტაქტი მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან.

კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა გატარებული ზომების შესახებ: პრემიერ ლიგის მატჩების შეჩერებამდეც, ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, შეზვღუდეთ იმ ზონებში შესვლა, სადაც ფეხბურთელები არიან განთავსებული. არ შეგიძლიათ გუნდის ფიტნეს ოთახებში და სასადილო დარბაზში შესვლა - წვდომა მხოლოდ ძირითადი პერსონალისთვის არის დაშვებული. ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ მუშაობა ამ რეჟიმში, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ასევე ცნობილია, რომ გაზრდილი სამედიცინო კონტროლის რეჟიმი დაინერგა ავსტრიაში მოგზაურობის დროს - ფეხბურთელებს მატჩის შესვენების დროსაც კი ეზომებოდათ ტემპერატურას, ხოლო თვითმფრინავში ექიმებმა ნიმუშები აუღეს ყველას.


ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყოველ წუთს აკვირდება სიტუაციას, - თქვა ოლე გუნარ სოლსკერმა. ავსტრიაში მატჩის შესვენების დროსაც კი, ექიმებმა ყველა მოთამაშე შეამოწმეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვართ და უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების და ექსპერტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2020 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია ღმერთით მალე მოგვარდება ეს გლობალური პრობლემა
0
№2
ავტორი: David_Beckham7
16 მარტი 2020 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
იმედია ყველა დაუჯერებს მთავრობებს და მალე მოსპობენ ამ ვირუს. გააჩერა დედამიწა. კარგი ტემპი გვქონდა აკრეფილი და ტოტენჰემს მაინც შევხვედროდით ძაან მინდოდა მაგრამ თუ სულ ა რგააუქმეს და იმედია არ გააუქმებენ სეზონს ამ შემთხვევაში ალბათ წინა წელს გასულ გუნდებს გაუშვებენ ისევ ლიგაზე რაც სასწაულად არ გვაწყობს. თან რამდენი შესვენებას აიღებდა კლუბი იყო ეს სანაკრებო თუ სხვა კარგი ფორმით ვბრუნდებოდით და იქნებ ცოტა შესვენება პირიქით მოგვიხდეს კიდეც. ვინ იცის მთავარია დაბრუნდეს და იკლოს გავრცელებამ.უმაყურებლოდ მაინც გააგრძელონ
0
№3
ავტორი: 100%Red
16 მარტი 2020 13:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აი ამ ვარჯისებზე მაგრა უნდა შეთამშდნენ თუ მართლა აგრძელებენ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2020 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მალე მიიღებენ ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას რა და როგორ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top