თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2020, 21:24
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 19
ოფიციალური განცხადება
კლუბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ოფიციალური განცხადება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გაავრცელა განცხადება იმ ზომებისა და შეზღუდვების შესახებ, რომლებიც მიიღეს "კორონა ვირუსის" გავრცელებასთან დაკავშირებით.

კლუბი ყოველდღიურად აკვირდება "კორონა ვირუსის" (COVID-19) ვითარებას და მიჰყვება მმართველ ორგანოთა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ყველა მითითებას- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ ყველა საშინაო მატჩი, როგორც დაგეგმილი იყო. ჩვენს გულშემატკივრებს უმოკლეს ვადაში მივაწოდებთ ინფორმაციას ცვლილებების შემთხვევაში.

ამჟამად "ოლდ ტრეფორდი" ასევე ჩვენი მუზეუმი და კაფე, ღიაა გულშემატკივრებისთვის. სტადიონის ტურები ტარდება ჩვეულებრივ, გარდა იმ დაკეტილი ოთახებისა, რომლის დაკეტვაც უსაფრთხოიების ზომების მიზნით მოხდა.

ჩვენ მოვუწოდებთ, ვინც გეგმავს ვიზიტებს "ოლდ ტრეფორდზე" წაიკითხონ უახლესი რეკომენდაციები "კორონა ვირუსთან" დაკავშირებით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანებს, რომლებმაც ახლახანს მოინახულეს მაღალი რისკის მქონე ქვეყნები ან ურთიერთობა ქონდათ ასეთ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან.


პრემიერ ლიგის რეკომენდაციების საპასუხოდ, ჩვენ ასევე ვიღებთ უამრავ სიფრთხილის ზომას, რომ შევამციროთ ინფექციის რისკი და თამაშების კალენდრის შეცვლა ავიცილოთ თავიდან. ეს მოიცავს კლუბში ჰიგიენის პროცედურების რაოდენობის გაზრდას, აგრეთვე დამატებით შეზღუდვებს ჩვენს სასწავლო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით. ვიზიტორებს მოეთხოვებათ შეავსონ კითხვარი, მათ ბოლოდროინდელ მოგზაურობებზე.

არ ვურჩევთ ფეხბურთელებს და თანამშრომლებს დაარიგონ ავტოგრაფები, გადაიღონ სელფები გულშემატკივრებთან. მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს გაგებისთვის - ნათქვამია განცხადებაში.


http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
12 მარტი 2020 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რამენაირად ჩავამთავროთ ეს სეზონი და მომავალ წელს უფალია მოწყალე ეს ვირუსი შეაჩეროს და შეაჩერებს კიდევაც მგონია ხელუვნურათ გააკეთეს ეგ რუსების ბრალია იძახიან პუტინმა გააკეთაო და ეგ თუ გააკეთა იესო დასჯის მაგას ... წელს კი მთავარია ოთხეულში შევიდეთ რამენაირად .. სასტარტოები დაიდო ლასკის და მანჩესტერის ვფიქრობ მარსიალის გამოკლება ცუდი იქნება ჩვენთვის მარა იგალო სასახელოდ დაიკავებს მის ადგილს დღეს მგონია მოსაგები თამაშია რათა რისკი ავირიდოთ თავიდან საპასუხო თამაშისთვის .. უფალი გვფარავდეს ჩვენს გამო დაღვარა სისხლი არ მიგვატოვებს განსაცდელების დროს
0
№2
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2020 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ეს რა საშინელი სიტვაციაა და მართლა გლობალური პრობლემა შეიქმნა რაა:(( ღმერთით იმედია მალე დამშვიდება სიტვაცია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2020 21:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდი ამბებია :(
0
№4
ავტორი: davvita
12 მარტი 2020 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
საყურებელი ლინკები რო დადოთ თუ გაქვთ ნორმალური, მადლობა წინასწარ
0
№5
ავტორი: 100%Red
12 მარტი 2020 22:23
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ვივააა იგალოოოოო
0
№6
ავტორი: bero123
12 მარტი 2020 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
Sagol igalos magari gatena. Me vegar vutureb tamashs magari texavs carieli stadini
1
№7
ავტორი: Chesterman
12 მარტი 2020 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ყოჩაღ იგალოს კარგი სავარაუდოდ მშვიდად მოვიგებთ ამ თამაშს წესით მაგრამ გომესს რატო არ ეძლევა დრო არც ტრავმა აქ გუნთანაც ივარჯიშა და განაცხადში მაინც შეეყვანათ
0
№8
ავტორი: makaveli
12 მარტი 2020 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
https://silktv.ge/?page=home
აქ ვუყურებ მე სილქ უნივერსალზე

ციტატა: davvita
საყურებელი ლინკები რო დადოთ თუ გაქვთ ნორმალური, მადლობა წინასწარ

გვიან ვნახე ძმაო შენი კომენტარი ეხლა დავდე ლინკი
1
№9
ავტორი: giorgisamnidze99
12 მარტი 2020 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგი პირველი თაიმი იყო იგალო დაიტოვონ ერთი 3 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს .. ზამენიდანაც კარგად შემოვა და ვინმე შემტევი თუ დაშავდება კარგი შემცვლელი იქნება
0
№10
ავტორი: davvita
12 მარტი 2020 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: makaveli
https://silktv.ge/?page=home
აქ ვუყურებ მე სილქ უნივერსალზე

ციტატა: davvita
საყურებელი ლინკები რო დადოთ თუ გაქვთ ნორმალური, მადლობა წინასწარ

გვიან ვნახე ძმაო შენი კომენტარი ეხლა დავდე ლინკი


მადლობა გაიხარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top