"სკაი სპორტის" ცნობით, "ბირმინგემის" 16 წლის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, რომელიც ბევრი ინგლისური და ევროპული გუნდის სამიზნეა, ეწვია საწვრთნელ ბაზას "კარინგტონში". ინგლისურმა სატელევიზიო არხმა დაადასტურა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი ფეხბურთელთან ხელმოწერას აპირებს შემდეგ ზაფხულს.
ბელინგემის ბაზაზე ვიზიტი "მანჩესტერული" დერბის შემდეგ მოხდა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი კარინგტონში მოვიდა მშობლების თანხლებით.
"ტელეგრაფი" ამ ინფორმაციას ადასტურებს და ასევე წერს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ჩართულია მოლაპარაკებებში. გამოცემის თანახმად, ბელინგემის ოჯახმა ბაზა დაათვალიერა ედ ვუდვორდის, მატი ჯუდისა და სერ ალექსის თანხლებით.
"ბირმინგემმა" თავისი აკადემიის აღზრდილს მისცა ნება მოლაპარაკება წამოიწყონ პოტენციურ მყიდველებთან და "იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი დაეხმარებათ სხვა ისეთ კლუბებს გაუწიონ კონკურენცია, როგორიც "დორტმუნდის ბორუსიაა"
გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში "იუნაიტედმა" უკვე გააკეთა საცდელი შეთავაზება, 30 მილიონი ფუნტის ოდენობით