თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2020, 22:49
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3691,
კომენტარები: 34
მიმოხილვა: იუნაიტედი 2-0 სიტი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვა: იუნაიტედი 2-0 სიტი

მიმოხილვები
34 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
8 მარტი 2020 22:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს სამ ქულას.დღეს პრემიერ ლიგაში მეორედ გვარდიოლა კუდამოძუებული გაუშვეს შინისაკენ.პირველი ტაიმი ძალიან მომეწონა,გუნდი ცდილობდა პრესინგით ხელი შეეშალა სიტის ბურთის გორაობას,რაც კარგად გამოუვიდათ,რის შედეგადაც კარგად გადადიოდნენ შემდეგ კონტრშეტევაზე.ზოგადად ეს ხუთმცველიანი ტაქტიკა არ მომწონს,მაგამ როგორც ავღნიშნე ასეთ გუნდებთან სადაც გინდა რომ უკან სიმჭიდროვე შექმნა და შემდეგ კონტრშეტევაზე ითამაშო ნამდვილად კარგია.მეორე ტაიმში უფრო უკან ჩავჯექით,ნაადრევადაც კი,მაგრამ რაც მთავარია ამან გაამართლა,ისე კი როგორც პირველ ტაიმში ითამაშეს მასე რომ გაეგრძელებინათ არაა გამორიცხული მართლაც უკეთესი ანგარიშითაც მოგვეგო.ძაან ინერტული იყო სიტი და ეს კარგად გამოვიყენეთ,ფეხბურთელებიდან ერთადერთი ჯეიმსზე მინდა ვთქვა,ძაან მშრომელი ბიჭია მაგრამ ამავდროულად მაგარი სწორხაზოვანიც,ასეთ მატჩებში საჭიროა როგორც გამქცევი,მაგრამ საკმაოდ ბევრ ეპიზოდში ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო.შემდეგი თამაში ტოტენჰემთან გვაქვს,ხო და საერთოდაც არ მეჩვენება გადაულახავ მეტოქედ,მითუმეტეს ბოლო დროს საშინელ ფორმაში არიან,ამიტომ წესით მანდაც სამი ქულისთვის უნდა იბრძოლონ,მე ტოტენჰემზე მეტად უფრო შეფილდთან მატჩი მგონია უფრო რთული იქნება,მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მოწინააღმდეგეებთან შედარებით უკეთესი კალენდარი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ ბიჭებო და კიდევ მრავალი მოგება მომელოცოს.
0
№2
ავტორი: solskjaer
8 მარტი 2020 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
კარგია ჯეიმსი პროსტა ძააან ცუდი იყო ცოტა უნდა შეანჯღრიონ და ვილიამსიც 60 წუთის მერე მოკვდა. ეს ტაქტიქა ცხადია მაგრად მუშაობს
0
№3
ავტორი: LASHQARA
8 მარტი 2020 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს თამაში დამსახურებულად მოიგო მანჩესტერ იუნაიტედმა, გილოცავთ ყველას ამ ძალიან მნიშვნელოვან მოგებას love am
0
№4
ავტორი: Svanchester
8 მარტი 2020 23:00
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მჯეროდა ამ პროექტის, თავიდანვე მჯეროდა სოლსკიაერის და დღეს უბრალოდ სასიამოვნოა იმის ყურება, რომ გუნდი სწორ გზას ადგას, შეიძლება ამ მატჩიდანაც რაღაც ნეგატიურის ამოღება, რომ უმოტივაციო სიტის ვეთამაშეთ, რომელსაც წინ რეალი ჰყავს, ჩემპიონატი დასრულებული აქვს, მაგრამ ის მუხტი ის ბრძოლისუნარიანობა რაც ოლეგამ ამ გუნდში გააღვიძა ცალსახაა, ფეხბურთელებმა თავისი თავის პოვნა დაიწყეს, სწორი ტრანსფერები გაკეთდა და გუნდში დამშეული ფეხბურთელები მოვიდნენ რომელთაც იგრძნეს რა დიადი გუნდის გერბს ატარებენ, გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს სამ ქულას, იუნაიტედმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა სიტის თუ რა ფერია მანჩესტერი თუ ვინ არის ისტორია და რომელი გუნდისაა დიდება. ბრავო ბიჭებს, ბრავო ოლეგას და შტაბს, შესანიშნავი სამუშაოები ტარდება.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2020 23:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა კარგი იყო, ჯეიმსმა თავი რო აწიოს ხოლმე ეგეც კარგი იქნება, ლიანდაგზე დადის თავისთვის, ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ ოლეს, მართალია არ მოგვწონს 5 მცველი მარა გაამართლა მთავარია.
1
№6
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2020 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
საღოლ ოლე საღოლ ბიჭებს ბრძოლისთვის თავდადებისთვის და იმ მომდონებისთვის რასაც ამ ბოლო დროს აჩვენებენ❤️ აშკარაა პროგრესი რომელიც გუნდს აქვს და იმედია ესე გაგძელდება... თქვენი არ ვიცი მაგრამ მე მაქვს მე 3 ადგილზე გასვლის იმედი არც ისე შორსაა:))❤️
1
№7
ავტორი: kantona-7
8 მარტი 2020 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
როგორ მიხარია ასეთი მოგება და ასეთი კარგი განწყობა საიტზე<3 GGMU
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Lukalaba
8 მარტი 2020 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
აუ რა კარგი შეგრძნებაა რომ ნეგატიური არ იწერება საიტზე და თან ესე რომ მოვიგეთ უბრალოდ ხასიათზეა ყველა და გახარებულია love GGMU love manunited
1
№9
ავტორი: Dato kutaisi
8 მარტი 2020 23:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მახატია ტაქტიკური მონახაზიც და ინდივიდუალურია გოლი თუ სხვა რამე პენალტი იყო თუ არა,როდესაც ვეთამაშებით სიტის და ლივერს.ამ ორთან მიზანი ამართლებს საშუალებას და ვტკბები მოგებით.
ნებისმიერთან სხვასთან თამაშის განხილვაზე შემიძლია რამე დავწერო აი ამათთან არა:))მანჩესტერი წითელია და სულ წითელი იქნება.
0
№10
ავტორი: Chesterman
8 მარტი 2020 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
10თამაშიანი წაუგებელი სერია და 2 გაშვებული გოლი საღოლ ძმაო ხელები ამიწევია)))დღეს ყველა მაგარი იყო მარა ფრედი და ბისაკა კიდე გამოვარჩეევ ფრედს რა ენერგია ქონია ტიპს იმენა ყველა თამაშში პიტბულივით დარბის რა...ჯეიმსი სუფტა ზამენის კაცია მარა საჭიროა გუნდში რაქნას რის გამოც ყავს ოლეს იმას კი ასრულებს ))იმედია შარშანდელიბით არ ჩატყდება და გაიყვანნენ ბოლომდე ისეთი მოხოდილები არიანნ და სე გააგრძელეს მესამე ადგილიც სრულიად რეალურია მითუმეტეს ლესტერი ბოლო ტურში გვყაავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top