თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2020, 15:44
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2695,
კომენტარები: 65
"სოლსკიაერის ექსკლუზიური იტერვიუ"
მე არ ვარ ის ვინც პეპს დაამარცხებს
ოლე გუნარ სოლსკიაერი თამაშის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა და განუცხადა. ეს არ არის ჩემი და პეპის პირადი ბრძოლა, ეს არის მოედანზე 22 ფეხბურთელს შორის დაპირისპირება.

ექსკლუზიურ ინტერვიუში ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ ამ სეზონში ორი გამარჯვება მოიპოვეს - დეკემბერში 2-1 მოგება და 5 კვირის წინ კარაბაოს თასზე გამარჯვება - როცა მისმა გუნდმა დავალებები ზედმეწევნით სწორად შესარულა.

პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორჯელ "სიტის" დამარცხება, კახანია "იუნაიტედს" არ გამოსვლია, ამიტომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ამ მხრივ დუბლი გავიფორმოთ. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ და 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ეს ჩვენ გვსურს. რაც შეეხება წინა თამაშებს მათ წინააღმდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ უმაღლეს დონეზე. სწორედ 10-30 წუთამდე ვიყავით ფანტასტიურები.

ეს მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ეს არის "მანჩესტერული" დერბი, მაგრამ მოწინავე ოთხეულში ბრძოლის თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთი დიდი მატჩია, არა?

დიახ, მე უნდა ვთქვა, რომ ამას ველოდებით. ეს დერბია. ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი ფორმა და ბიჭები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან.


9 დაუმარცხებელი თამაში და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი?

კარგი, თქვენ არ შეგიძლიათ ამის წინასწარ დადეგმვა, ეს მუშაობის და სწორი მოქმედებების შედეგია. სწორად უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. სიტი ფანტასტიური გუნდია და რათქმაუნდა ჩვენ მზად ვართ მათ დასახვედრად.

რამდენად საამაყოა ისეთი ტოპ მენეჯერის დამარცხება, როგორიც გვრადიოლაა?

მე არ ვფიქრობ, რომ მე ვინმეს ვამარცხებ. ეს ის ფეხბურთელები არიან, ვინც მოედანზე გამოდიან. ისინი თამაშობენ მოედანზე, იმათმა ვინც "სიტის" წინააღმდეგ გაიმარჯვეს, იყო სრულიად დამსახურებული, რადგან მათ შეასრულეს გეგმა და ეს მშვენივრად გააკეთეს. მე არ ვარ ის, ვინც დაამარცხებს პეპს, არამედ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები დაამარცხებენ "მან სიტის" ფეხბურთელებს.


თქვენ გულშემატკივერბი შეაქეთ დერბიში სადაც 5000 იყო. კვირას ოლდ ტრაფორდზე იქნება 75,000, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებიან ისინი?

ისინი ბევრნი იქნებიან და ფეხბურთელებს დაუჭერენ მხარს. ისინი ჩვენს უკან იქნებიან და იქიდან გაამხნევებენ ფეხბურთელებს - დაასრულა სოლსკიაერმა


https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
65 კომენტარი
№1
ავტორი: ILoveUtd
8 მარტი 2020 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
მიდით ბიჭებო ბოლომდე დაიხარჯეთ! არ უნდა დავუთმოთ არაფერი მაგ ცისფერებს
0
№2
ავტორი: Svanchester
8 მარტი 2020 15:54
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
უნდა დავდოთ ეს მატჩი
0
№3
ავტორი: temo-scholes
8 მარტი 2020 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დღეს მინიმალურად თუნდაც მწვალებით მაგრამ მოიგეთ გთხოვთ!!!
0
№4
ავტორი: Chesterman
8 მარტი 2020 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
საინტერესოა რა ტაქტიკით ითამაშებს დღეს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2020 16:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია მოტივირებულები გავიდნენ, ერთ-ერთი ბოლო შანსია ალბათ ოთხეულში შესვლის, თუ მოიგეს დიდი ნაბიჯი იქნება ლიგის საგზურისკენ
1
№6
ავტორი: Lukalaba
8 მარტი 2020 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
აუ ეს თამაში ყველანაირად მაგარი და დაძაბულია უკვე ცუდად ვარ ისე ველოდები ამ თამაშს love
გლორი გლორი მან იუნატედ love manunited
0
№7
ავტორი: bziki
8 მარტი 2020 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იმედია ჯეიმსი იქნება,მაგუაერი თუ არ იყო მაგრა დაგვეტყობა ბურთის ატანა გაჭირდება მაგრად,ვნახოთ რა სასტავია ჯამრთელი.
ქულაც კაი შედეგი იქნება ხასიათს არ გაიფუჭებენ,იღბალი იმედია ჩვენკენ იქნება,დაგვჭირდება
0
№8
ავტორი: LASHQARA
8 მარტი 2020 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს მხოლოდ გამარჯვების იმედი მაქ, ბრუნოსთან ერთად მანჩესტერი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. love ერთი გამარჯვებული იქნება ოცნებათა თეატრში და ეს გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იქნება am
0
№9
ავტორი: onlyred
8 მარტი 2020 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ჩელსი რა კარგად უგებს ევერტონს.
ამ რთულ გრაფიკში რომ არ ჩამოვრჩეთ მერე გადაბასწრებთ იგენს ეწყებათ რთული თამაშები
0
№10
ავტორი: temo-scholes
8 მარტი 2020 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: onlyred
ჩელსი რა კარგად უგებს ევერტონს.
ამ რთულ გრაფიკში რომ არ ჩამოვრჩეთ მერე გადაბასწრებთ იგენს ეწყებათ რთული თამაშები

ფეხბურთის თამაში შეაზიზღა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top