თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2020, 13:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1454,
კომენტარები: 5
ნანი: " ეს ბიჭი საუკეთესოა"
რა ურჩია ნანიმ ბრუნოს
ნანი:
"იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარცმველმა ლუიშ ნანი თქვა, რომ მან პირადად ურჩია ბრუნო ფერნანდეშს, რომ ის "იუნაიტედში" გადასულიყო და არა "სიტიში" ნანი და ბრუნო 6 თვის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად "სპორტინგის" შემადგენლობაში.

როდესაც მე მასთან ერთად ვთამაშობდი, ვნახე მისი დიდი ნიჭი და დიდი პოტენციალი. ერთხელ მასთან საუბრისას შევეცადე მოტივაცია მიმეცა, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო ფიზიკური ვარჯიშისთვის. რადგან ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას სჭირდებოდა, რათა ინგლისში, ესპანეთში ან სხვა უმაღლეს ლიგაში მაღალ დონეზე ეთამაშა.


მე მას ვურჩიე, რომ მისი მხრიდან საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, თუ ის ინგლისში გადავიდოდა სათამაშოდ. რადგან მისი თამაშის სტილი პრემიერ ლიგას სრულად შეესაბამება. მე ვუთხარი, რომ მას შეეძლება ლამაზი თამაშის ჩვენება და შორი დისტანციიდან გოლების გატანა, რაზეც ინგლისელი გულშემატკივარი უბრალოდ გიჟდება.


როგორ კი გავიგე, რომ ის ინგლისში უნდა გადასულიყო, მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი. არ აირჩიო "სიტი", მხოლოდ "იუნატედი" უნდა აირჩიო. რამდენიმე თვის შემდეგ, ის გადავიდა ოლდ ტრაფორდზე და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან მან მიიღო რჩევა და სწორი არჩევანი გააკეთა. ეს ბიჭი საუკეთესოა - დაასრულა ნანიმ.


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2020 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრუნო რო დიდებული ტრანსფერია უკვე გავიგეთ, აქამდეც უნდა ეყიდათ, ვიხვეწებოდით აქ ამდენი ხალხი wink

ეჰ, ნანი რო მახსენდება ნოსტალგია მაწვება :) ასეთი ვინგერი იყოს დღეს გუნდში ნეტა
1
№2
ავტორი: giorgi_mg
8 მარტი 2020 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ნანი იქნებ მართლა იმოქმედა ამისმა ნათქვამმა
1
№3
ავტორი: temo-scholes
8 მარტი 2020 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: SANDROGRIGA
ბრუნო რო დიდებული ტრანსფერია უკვე გავიგეთ, აქამდეც უნდა ეყიდათ, ვიხვეწებოდით აქ ამდენი ხალხი wink

ეჰ, ნანი რო მახსენდება ნოსტალგია მაწვება :) ასეთი ვინგერი იყოს დღეს გუნდში ნეტა

როგორც ვინგერი და გარემარბი ერთ ერთი საუკეთესო იყო პრემიერ ლიგაში!
არსენალთან გოლი რად ღირს მარტო..
3
№4
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2020 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ოქროს ბიჭია ოქროოოს❤️
1
№5
ავტორი: David_Beckham7
9 მარტი 2020 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ბრუნოს ტრანსფერი მეორედ მოსვლასავით არის. იმედია ამდენი ქებით თვალი არ ეცემა და კიდე უფრო გაგვახარებს. ბრუნოსთან ერთად ფრედიც ძაან მომეწონა დღეს და ზოგადად ბოლო პერიოდია ძაან უმატა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top