თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2020, 12:31
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1388,
კომენტარები: 7
"სოლსკიაერის ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ"
ოლე გუნარმა ოფიციალურ არხთან ინერვიუ ჩაწერა
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "დერბისთან" გამარჯვების შემდეგ, კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუ ჩაწერა.

მომენტების შესახებ

როდესაც გუნდი 3-0 იმარჯვებს, კამოყილი უნდა იყო. არ მგონია, რომ ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ როდესაც თქვენ გაიტანეთ ასეთ გოლებს,არ შეიძლება ამან სიამოვნება არ მოგანიჭოთ. იგალომ კი შესანიშნავი გოლები გაიტანა, ხოლო სერხიომ შესანიშნავი სეივები განახორციელა. განსაკუთრებით მაშინ, როდესც რუნიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

შოუს პროგრესი

ლუკი პროგრესირებს, ის უკეთესად და უკეთესად თამაშობს და კარგ ფორმაშია. მან რათქმაუნდა ძალიან ბევრი იშრომა ტრამვის შემდეგ და მან ეს დაიმსახურა.

იგალოს შესახებ

მას ჰეთრიკის გაკეთება შეეძლო. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს სურს, რომ მისი თავდამსხმელი ბედნიერი და თავდაჯერებული იყოს მომდევნო თამაშის წინ, ხოლო კვირა დღეს შესანიშნავი თამაში გვაქვს. ოდიონი მოვიდა იმ დროს, როდესაც პრობლემა გვქონდა ტრამვების მხრივ. ბოლო პერიოდში ენტონისაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შეექმნა, ამიტომ კარგია, რომ ის მაშინვე ჩაერთო თამაში. ეს არის სხვა ტიპის თავდამსხმელი, კარგად იჭერს ბურთს და იტანს გოლებს. პირველი გოლის დროს მან შესანიშნავად იმოქმედა , ბევრ ფორვარდს არ შეუძლია ამის გაკეთება.

მეკარის შესახებ

ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს ამ პოზიციაზე - სერხიოს სეივი რუნის დარტყმის შემდეგ უბრალოდ ფანტასტიური იყო. მან პირველ ტაიმშიც კარგად იმოქმედა. ჩვენი გუნდი შედგება კარგი მოთამაშეებისგან.

რუნის შესახებ

ყველას უყვარს "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი ნამდვილად აფასებს იმას, რაც მან გააკეთა კლუბისთვის. ვაზამ მშვენივრად ითამაშა და კვლავ აჩვენა თავისი კლასი. ჩემი აზრით, მას ვაძლევდით ბურთის ზედმეტი კონტროლის საშუალებას.

ითამაშებს თუ არა ჰარი მაგუაიერი კვირას?

მან მიიღო დაზიანება, დღეს არ ვაპირებდი მის დაესვენებინა, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე ვარჯიშზე. დღეს მან ვერ ითამაშა, მაგრამ, ყველაფერი კარგად იქნება - დაასრულა ოლემ


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
6 მარტი 2020 12:40
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
შეიძლება მოვლენებს წინ ვუსწრებ,თუმცა ამ დამიანმა დაიწყო იმ პროექტის განხორციელება,რის გამოც მოიყვანეს გუნდში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იდეალურ ფეხბურთს თამაშბენ, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ეს გუნდი გაიზარდა და პროგრესი სახეზეა. მომავალ ზაფხულს დანარჩენ უნიჭოებასც მოაშორებს,(ლინგარდი,პერეირა,ჯონსი,სმოლინგი) 2-3 სწორ ტრანსფერს გააკეთებს და მჯერა, რომ ძალიან ბევრს გაამწარებს. :) ამ კაცმა ზუსტად იცის,ვინ ჭირდება და სატრანსფერო იდეალური პოლიტიკა აქვს.

აშკარაა,რომ ფრედის და მაკტომინის განვითარებაში დიდი როლი აქვს და ზოგადად გუნდს ტაქტიკური მონახაზიც ეტყობა. მიდი დაადუმე კრიტიკოსები- baby face killer
0
№2
ავტორი: David_Beckham7
6 მარტი 2020 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
იმედია არ გარისკა უფრო და დაასვენა. არ იყო საჭირო მთლიანად ძირითადი ბირთვის გამოყენება. თუ 5 მცველით არ გავიდა სიტისთან და 2 ცენტრი ყავდა ბაის და მაგუს ვარჩევდი მე, სიტია მეპასე ბიჭებს ერთი მოქნილი ცენტრი როგორიც ბაია მოუხდებოდა
0
№3
ავტორი: sandroo
6 მარტი 2020 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: ALEXFERGUSON
შეიძლება მოვლენებს წინ ვუსწრებ,თუმცა ამ დამიანმა დაიწყო იმ პროექტის განხორციელება,რის გამოც მოიყვანეს გუნდში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იდეალურ ფეხბურთს თამაშბენ, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ეს გუნდი გაიზარდა და პროგრესი სახეზეა. მომავალ ზაფხულს დანარჩენ უნიჭოებასც მოაშორებს,(ლინგარდი,პერეირა,ჯონსი,სმოლინგი) 2-3 სწორ ტრანსფერს გააკეთებს და მჯერა, რომ ძალიან ბევრს გაამწარებს. :) ამ კაცმა ზუსტად იცის,ვინ ჭირდება და სატრანსფერო იდეალური პოლიტიკა აქვს.

აშკარაა,რომ ფრედის და მაკტომინის განვითარებაში დიდი როლი აქვს და ზოგადად გუნდს ტაქტიკური მონახაზიც ეტყობა. მიდი დაადუმე კრიტიკოსები- baby face killer

პატარა ბიჭი როყავდათ 40 ნომერი გალახა კინაღამ სკოტმა :დდდ
0
№4
ავტორი: Lalana
6 მარტი 2020 13:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
“როდესაც გუნდი 3-0 იმარჯვებს, კამოყილი უნდა იყო. არ მგონია, რომ ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ“-ეს ფერგისეულ წინადადებას გავს,რაც ნამდვილად სწორია.ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება,მაგრამ არასოდეს უნდა დაკმაყოფილდე იმით რაც არის,ყოველთვის უნდა ეცადო მეტის მიღწევა და მომწონს ეს შეფასებაც.

გუნდი ნამდვილად კარგად გამოიყურება,რამოდენიმე მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვთ,ასევე გაუმჯობესებულია თამაშის ხარისხიც,მაგრამ წინასწარ ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი,ამ გუნდს იმდენჯერ ჰქონდა აღმასვლები და დაღმასვლები,რომ რთულია წინასწარ რაიმე ივარაუდო,მაგრამ დღევანდელი მონაცემებს თუ შევაფასებთ,ნამდვილად დადებითად განეწყობი ადამიანი.

ერთს ნამდვილად დავამატებდი,სანამ გვარდიოლა და კლოპია,საკმაოდ გაჭირდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა.ეს ორი მწვრთნელი ისეთ ნიშნულებს აღწევენ ხოლმე,რომ რთულია მსგავსი სტაბილური გუნდის შექმნა.იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ესეც მოვა,მაგრამ ჯერ მაქამდე ბევრია სამუშაოა.
0
№5
ავტორი: ikeoni
6 მარტი 2020 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აშკარად ფორმაშია გუნდი და ბევრად თავისუფლად თამაშობენ❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2020 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ასეთი მუხტით გააგრძელებენ თამაშს
0
№7
ავტორი: onlyred
7 მარტი 2020 07:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ამის პლიუსი სიმშვიდეშია.
მოუ კარგავდა ხოლმე თავს, როცა ბრუნდებოდა უკან კრიზისის მერე აკაჩავებდა ხალხს პრესკონფერენციაზე.
ეს მშვიდად გადის როცა კრიზისდია და როცა იგებს მაშინაც.
დადებით ემოციასაც ძალიან კარგად გამოხატავს.
ამიტომაც არ ითხოვს ქაოფურად ხალხს და ითხოვს იმას ვინც ნამდვილად იცის რომ სჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top