თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2020, 23:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1835,
კომენტარები: 9
რუნი: "მე მიყვარს "იუნაიტედი"
პირველად მსურს მათი დამარცხება
რუნი:
"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი ვეინ რუნი, რომელიც ამჟამად "დერბის" ფეხბურთელია, თვლის, რომ მათ აქვთ შანსი გამოთიშონ სოლსკიაერის გუნდი გათამაშებიდან. მე მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ყოველთვის ვუსურვებ კლუბს საუკეთესოს. - თქვა რუნიმ კლუბის სატელევიზიო არხთან.

მე ყოველთვის ვუსურვებ მათ გამარჯვებას, მაგრამ ახლა მე მათი დამარცხება მინდა და ვიმოდოვნებ, რომ ისინი ვერ გავლენ შემდეგ ეტაპზე.
რა ვიფიქრე როდესაც ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედს" დავუპირისპირდებოდით? ვიფიქრე,რომ ჩვენ გვაქვს შანსი. ახლა, "იუნაიტედი" არ არის კარგ ფორმაში, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მათ საგრძნობლად მოუმატეს. აქ ჩამოვსულვარ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე და ვიცი, რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის და კლუბის თანამშრომლებისთვის ისეთი გუნდის ჩამოსვლა, როგორიც არის "იუნაიტედი". ეს არის დიდი დღე ჩვენი საფეხბურთო კლუბისთვის და დიდი გამოწვევა -
დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისელმა.


http://www.manutd.ru/
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
5 მარტი 2020 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მევასება ეს ვაზა კაცი:დ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2020 06:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნორვიჩია შემდეგი მეტოქე დერბის თუ მოუგეს
0
№3
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2020 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუ როგორ მიყვარს ეს კაცი და მანჩესტერის წინააღმდეთ მოთამაშე რუნი რა ცუდი სანახავი იქნება:))(

აუ როგორ მიყვარს ეს კაცი და მანჩესტერის წინააღმდეთ მოთამაშე რუნი რა ცუდი სანახავი იქნება:))(
0
№4
ავტორი: glory28
5 მარტი 2020 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოურინის ბრალია ეს რომ წავიდა !!!! ამის გაშვება იყოოოო love
0
№5
ავტორი: f.c.mu
5 მარტი 2020 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
რომ არა მოუ (მაგას მოუტ.... კარგის ტ......) ეს კიდე კაი ხანი დარჩებოდა გუნდში, დისციპლინის პონტში მაინც ძაან წაადგბოდა გუნდს. აქ უნდა დაესრულებინა კარიერა, იმსახურებდა რუნი ამას, ძაან ბევრი გააკეთა ამ კლუბისთვის, მართლაც რომ გამორჩეული ფიგურააა მანიუს ისტორიაში. ჩვენი შრეკი : (
0
№6
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2020 12:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რუნი გაუშვეს და პერეირა ლინგარდი დატოვეს, ასეთი მზეობების კეთების ფონზეა რომ დღეს ოლეს ამ ნეხვის გასუფთავება უწევს. მადლობა მოურინიოს იმ სამი ტიტულისთვის მაგრამ რუნის გაშვება უდიდესი შეცდომა იყო მანჩესტერისთვის.
0
№7
ავტორი: 100%Red
5 მარტი 2020 13:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რუნის მაისურს რო ვიცვამდი თავი სუპერმენი მეგონა, ეს კაცი იყო ჩემი კუმირი და არის კიდეც
ამის გაშვების ამბავი რო გავიგე რავიცი ძმაო შოკში ჩავვარდი რასაც ქვია, მაგარი იმედგაცრუებული ვიყავი
ეჰ შრეკ შენ აქ უნდა დაგესრულებინა კარიერა love am
0
№8
ავტორი: shotkin
5 მარტი 2020 14:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: glory28
მოურინის ბრალია ეს რომ წავიდა !!!! ამის გაშვება იყოოოო love

ციტატა: Svani
რუნი გაუშვეს და პერეირა ლინგარდი დატოვეს, ასეთი მზეობების კეთების ფონზეა რომ დღეს ოლეს ამ ნეხვის გასუფთავება უწევს. მადლობა მოურინიოს იმ სამი ტიტულისთვის მაგრამ რუნის გაშვება უდიდესი შეცდომა იყო მანჩესტერისთვის.

ციტატა: 100%Red
რუნის მაისურს რო ვიცვამდი თავი სუპერმენი მეგონა, ეს კაცი იყო ჩემი კუმირი და არის კიდეც
ამის გაშვების ამბავი რო გავიგე რავიცი ძმაო შოკში ჩავვარდი რასაც ქვია, მაგარი იმედგაცრუებული ვიყავი
ეჰ შრეკ შენ აქ უნდა დაგესრულებინა კარიერა love am


რუნი გასაშვები იყო, და მოურინიო კიდე აღმოჩნდა ვისაც ამის კვერცხები ქონდა და გაუშვა რაც 100% ვამართლებ, ეხლა ჩვენ თუ ისე შევხედავთ საკითხს რო ჩვენი საყვარელი ფეხბურთელია და ყველას გვინდოდა რო აქ დაემთავრებინა კარიერა და ეთამაშა ბოლომდე აქ მაშინ ხო მარა ფეხბურთია ეს და ამხელა დონის კლუბია გასართობი ხოარაა რამე, ვისაც არ გახსოვთ დაგილინკავთ და ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=SVrYudJXTys გუშინდელივით მახსოვს ეს თამაში, აი ბექემი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ვაფშე მარა ესეთი პერიოდი რო დადგომოდა რაც რუნის დაუდგა უნდა გაუშვა , კლუბზე დიდი არავინ არაა ვაფშე და ყველას კიდე რაიან გიგზივით და სქოულზივით არ გაუმართლებს რო კარიერა აქ დაამთავროს მაშინ რაღაც ლეველს უნდა დებდე რუნი კიდე ძაან საშინელი იყო ყოველ წელს ფერგის წასვლის მერე, მოუკლო და მოუკლო და ბოლოს იმ დონემდე მივიდა რაც ამ ვიდეოშია რაც დავლინკე, ასე რომ არანაირი მოურინიოს ან ვინმეს ბრალი არაა მაგის წასვლა, წასვლის დრო იყო და გაუშვეს. ვერავინ ვერანაირად ვერ გაამტყუნებს მოურინიოს ან ვინმეს საშინელება იყო რუნი და უკვე ხალხს აღარ სიამოვნება მაგის ყურება და მე პირადად მერჩივნა წასულიყო და ისეთ რუნიდ დამრჩენოდა მეხსიერებაში როგორიც ადრე იყო და არ შემცვლოდა წარმოდგენა.

ციტატა: f.c.mu
რომ არა მოუ (მაგას მოუტ.... კარგის ტ......) ეს კიდე კაი ხანი დარჩებოდა გუნდში, დისციპლინის პონტში მაინც ძაან წაადგბოდა გუნდს. აქ უნდა დაესრულებინა კარიერა, იმსახურებდა რუნი ამას, ძაან ბევრი გააკეთა ამ კლუბისთვის, მართლაც რომ გამორჩეული ფიგურააა მანიუს ისტორიაში. ჩვენი შრეკი : (


პირველრიგში დისციპლინა ქონდა თვითონვე რუნის დაკარგული ))))))) რამაც მაგის ფორმა განაპირობა, მეც მაგრა მიყვარს ვაზა მარა მანიუს ლეველს არ აკმაყოფილებდა ძაან დაბლა დაეშვა და აღარიყო გუნდში გასაჩერებელი
0
№9
ავტორი: setera
5 მარტი 2020 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ჩემთვისაც გამორჩეული სახე იყი მანიუში, მაგრამ მაგრად აურია ბოლოს. ამ დონის ფეხბურთელს მაგ ასაკში კიდევ უნდა ეთამაშა დიდი ფეხბურთი. მაგრამ ნაადრევად გაიბანძა თავი და გასაშვები იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top