თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2020, 14:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 7
"ზიზღი და მტრობა"
მტრობა რომელიც არასდროს დასრულდება
2010-2011 წლის სეზონი - პრემიერ ლიგის რიგითი ტიტული მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედმა"

გუნდის თამაში 2011 წელს დიდად არ გამოირჩეოდა, თუმცა "იუნაიეტდმა" მოიპოვა რიგით მე-19 ტიტული, რითაც "ლივერპულის" ჰეგემონია დაემხო.

"ზიზღი და მტრობა"


იყო დრო, როდესაც "მანკუნიანელთა" ჩამორჩენა "მერსისაიდელებთან" რაღაც მიუწვდომელს ჰგავდა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა სიტყვა აასრულა და შოტლანდიელმა ისინი სამეფო ტახტიდან ჩამოაგდო.

სწორედ ამას პირდებოდა ფერგიუსონი "მანიუს" გულშემატკივრებს "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის დღიდან. კარიერის დასრულებისას კი ალექსმა "მანჩესტერს" კიდევ ერთი ტიტული აჩუქა, რითაც სხვაობა 2-მდე გაიზარდა.

"ზიზღი და მტრობა"


"იუნაიტედი" წელში სრულფასოვნად გაიმართა, "ლივერპულს" ინგლისის ყველაზე წარმატებული გუნდის სტატუსი ხომ უკვე ჩამორთმეული ჰქონდა. მდგომარეობა შოტლანდიელის წასვლის შემდეგაც არ შეცვლილა..

"მანიუში" კრიზისი დაიწყო, "წითლები" კი იურგენ კლოპთან ერთად გამოცოცხლდნენ, მაგრამ "მანკუნიანელთა" უპირატესობა თავის საქმეს მაინც ასრულებდა. 2014 წელს "მერსისაიდელებს" სხვაობის აღმოფხვრის ჩინებული შანსი ჰქონდათ, თუმცა ტიტულმა "მანჩესტერის" ლურჯ ნაწილში გადაინაცვლა.

"ზიზღი და მტრობა"


"ეშმაკები" საჩემპიონო რბოლისგან შორს იყვნენ, თუმცა სეზონის ბოლოს "ემიუში" ბედნიერება სუფევდა - "სკაუზერებს" ხომ ფეხი დაუცდათ. "იუნაიტედისა" და "სიტის" ქომაგებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ეს მტრობა ლოკალურ დონეზეა, "მანიუს" მთავარი მეტოქე სწორედ "ლივერპულია" და არა ფულიანი მეზობელი.

უკანასკნელ პერიოდში "ქალაქელები" "იუნაიტედის" დამცირებას ცდილობენ, ისინი ბოლოს ხშირად იმარჯვებდნენ "წითლების" წინააღმდეგ, თუმცა დამამცირებელი ანგარიშით 1-6 წაგებაც ვერ შეედრება იმ სიძულვილს, რაც ამ ორ გუნდს შორის სუფევს. ეს სიძულვილი იდევ უფრო გამძაფრდა,როცა "მანჩესტერმა" "ლივერპულს" ინგლისის ინდუსტრიალური დედაქალაქის წოდება წაართვა.

"ზიზღი და მტრობა"


ეკონომიკის მხრივ, "მერსისაიდელები" მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე ყველაფერი სწორედ "სკაუზერების" კარნახით მიმდინარეობდა. "ემიუმ" წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 60-იანებში მოახერხა, ლეგენდარული სერ მეტ ბასბის მოღვაწეობის დროს.

შოტლანდიელის წასვლის შემდეგ, გვირგვინი კვლავ "ლივერპულში" დაბრუნდა. "წითლები" სისტემატიურად იგებდნენ როგორც შიდა ჩემპიონატს, ისე ევროთასებსაც, "მანჩესტერი" კი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა.

"ზიზღი და მტრობა"


მდგომარეობა შეიცვალა 80-იანების ბოლოს, როცა ასპარეზზე ლეგენდარული შოტლანდიელი სერ ალექსი გამოჩნდა. ალექსის დანიშნვის მომენტში "იუნაიტედის" კოლექციაში მხოლოს 7 ჩემპიონობა იყო, მერსისაიდში: 16. "სკაუზერებმა" კიდევ ორი ტიტულის მოპოვება შეძლეს, რის შემდეგაც "ეშმაკების" აღზევება დაიწყო.

"მანიუს" რეგულარული პირველი ადგილი "ლივერპულს" მოსვენებას არ აძლევდა. წლიდან წლამდე - სიძულვილის გრადუსი მატულობდა. 2013 წელს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ლუის სუარესსა და პატრის ევრას შორის რასობრივ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის გამო.

"ზიზღი და მტრობა"


"წითლები" კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ნელ-ნელა ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ "ენფილდზე" ისევ მე-2 ადგილს დასჯერდებოდნენ. სიუჟეტის განვითარება კი ჯეიმი კარაგერმა უკვე წინასწარ იცოდა. "მანჩესტერული" გუნდები გაერთიანდებიან. "იუნაიტედისთვის" უფრო აუტანელი იქნება "ლივერპულის" პირველი ადგილი, ვიდრე მეზობლების.

"ზიზღი და მტრობა"


აღსანიშნავია, რომ კარაგერს "იუნაიტედის" არაერთი გულშემატკივარი დაეთანხმა. რა თქმა უნდა "მანჩესტერმა" საკუთარ თავზე უნდა იფიქროს ,თუმცა "ლივერპულის" სეზონის კრახით დასრულება, "მაჩესტერისთვის" იდეალური იყო, არის და იქნება.

"ზიზღი და მტრობა"


ავტორი: ALEXFERGUSON
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Lukalaba
4 მარტი 2020 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
მადლობა ALEXFERGUSON ძალიან მაგარი სტატიაა love
2
№2
ავტორი: giorgi_mg
4 მარტი 2020 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ALEXFERGUSON good2
1
№3
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2020 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მადლობა ავტორს
0
№4
ავტორი: kantona-7
4 მარტი 2020 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი სტატიაა ძმა! GGMU
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2020 06:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საიმტერესო სტატიაა
0
№6
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2020 12:39
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მადლობა ავტორს.
0
№7
ავტორი: David_Beckham7
6 მარტი 2020 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ხო ესეთი მოწინააღმდეგეები არიან ჩვენი და პრემიერ ლიგაში და ყველა ინგლისის თასზე მაზე წინ მინდა ვიყოთ მაგრამ აი ლიგაზე ყოველთვის გამიხარდება ინგლისური გუნდის წარმატება გინდაც ლივერპული იყოს ვიდრე ბარსა, რეალის ან ნაიერნი იუვესი. ინგლისური ფეხბურთი მინდა სულ მოწინავე იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top