თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2020, 11:01
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 6
პოლ პოგბა ბრუნდება
ოლე გუნარ სოლსკიაერი დილემის წინაშე დგას
პოლ პოგბა ბრუნდება
პოლ პოგბა ბრუნდება, ხოლო სოლსკიაერი დილემის წინაშე დგას.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ტრამვის შემდე პოლ პოგბა უბრუნდება, ხოლო სოლსკიაერი საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგას.

ფრანგ ნახევარმცველს ამ წელს არ უთამაშია, თუმცა იგი არავის დავიწყებია, რადგან თითქმის ყოველდღე მის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ის აქტუალურია მაშინაც, როცა ფეხბურთს არ თამაშობს.

მინო რაოლა მთელი ზაფხულის განმავლობაში დაკავებული იყო პოგბას ტრანსფერით და არაერთი კომენტარიც გააკეთა, თუცა ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა. "იუნაიტედის" ბოლო თამაშები აჩვენებს, რომ გუნდს მის გარეშე შეუძლია თამაში და არც ისეთი კატასტროფული იქნება მისი წასვლა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

თუმცა კომერციული თვალსაზრისით ეს იქნება წამგებიანი, თუნდაც იმიტომ რომ პოლი ძალიან აქტუალურია სოციალურ ქსელში. ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ პოგბას ისტაგრამზე უფრო ბევრი მოწონება ქონდა გასულ კვირას, ვიდრე მასპინძელ ქვეყანა ავსტრალიას. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ოლე გუნარ სოლკსიაერისთვის პოგბა არ არის გარანტირებული ძრითადის მოთამაშე.

გასულ წელს პოგბამ საუკეთესო თამაშები აჩვენა და მისი ფორმაც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მას არ აქვს არანაირი გარანტია, რომ დაბრუნებიდან იმავე დღეს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ნაწილი გახდება.

მისი არ ყოფნის დროს, ფრედმა და მატიჩმა აჩვენეს თავიანთი კარიერის საუკეთესო თამაშები და არცერთი არ ყოფილა ასეთ ფორმაში "იუნაიტედის" შემადგენლობაში, როგორშიც დღეს იმყოფებიან. იანვარში ბრუნო ფერნანდეშის მოსვლამ, რომელიც გასაოცარ თამაშებს ატარებს, პოგბას როლი კიდევ უფრო დაამძიმა გუნდში.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას სურვილი აქვს რომ იგი იყოს ბრუნოს პატრნიორი ნახევარდაცვაში, თუმცა სურვილი არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. მან უნდა აჩვენოს მწვრთნელს, რომ ის ვარჯიშობს თავდაუზოგავად და მისი ფორმა იმდენად კარგია, რომ იმსახურებს პირველ თერთმეტეულში ადგილს. ასევე რამდენად სწორი იქნება, მაკტომინეის, ფრედის ან მატიჩის სკამზე დასმა, რომლებიც გუნდში აშკარად ქმნიან ბალანს და ეს ბალანსი პოგბას დაბრუნებით ხომ არ დაირღვევა.

მთელი სეზონის განმავლობაში სოლსკიაერი მხარს უჭერდა პოლს და დაჟინებით აცხადებდა,რომ პოლი მხოლოდ "იუნაიტედზეა" კონცენტრირებული და რომ მას ძალიან სურს გუნდის მასურით თამაში. ახლა პოგბასთვის და მისი აგენტისთვისაც, საჭიროა რომ პოგბამ აჩვენოს ის ფორმა,რომელიც მას საშვალებას მიცემს გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე. ეჭვგარეშეა, რომ მოვლენები სწრაფად განვითარდება. რათქმაუნდა ის დაბრუნდება და მიიღებს თავის შანსს, მაგრამ მას სხვა გამოწვევა აქვს. იმის დადასტურება მოუწევს, რომ ის საკმარისად კარგია და რომ ის არათუ დაარღვევს ბალანსს, არამედ გააუმჯობესებს. თუმცა თუ ის ამის გაკეთებას შეძლებს, აჩვენებს თავის თამაშს, ჩეპიონთა ლიგის საგზურს "იუნაიტედი" ეჭვგარეშეა მოპიოვებს.

დროა რეალურად აჩვენოს თუ რა შუძლია.


https://www.manchestereveningnews.co.uk/
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2020 11:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატიჩი ნამდვილად არ ატარებს თავის საუკეთესო მატჩებს :) 17-18 წლების სეზონში იყო ძაან მაგარი. რაც შეეხება პოგბას მალე დაბრუნდეს და ზაფხულამდე მაინც დაგვეხმაროს და მერე წავიდეს თუ წავა რა ვუყოთ :)
0
№2
ავტორი: giorgi_mg
4 მარტი 2020 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მაკტომინეი დადგეს მატიჩის ადგილას და ფრედი შეუწყვილდეს პოლს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, არაფერი სირთულე აქ არ არის.
0
№3
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2020 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეს რო ძირითადში იქნება მემგონი არ უნდა ამას ბევრი მსჯელობა
0
№4
ავტორი: David_Beckham7
4 მარტი 2020 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რას პროფესორობენ რა ძირითადისთვის ბრძოლა მოიწევსო, სანამ ოპერსციას გაიკეთებდა მანამდეც 3 თვე არ წონდა ნათამაშები 20 წუთი შემოვიდა და მაინც მთელ გუნდს ჯობდა ხო გვახსოვს ყველას. ამის და ბრუნოს ერთად არ დაყენება როგორ შეიძლება. ვაფშე რახანდ რეში არ გვყავს რაც ევერტონთან დააყენა ეგაც ძაან მოუხდებოდა 4 ნახევარმცველით
2
№5
ავტორი: Chaxrux
4 მარტი 2020 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
პოგბა აუცილებლად უნდა დარჩეს, მაჩესტერისნაირ ვარსკვლავ გუნდს ჭირდება პოგბასნაირი ვარსკვლავი, რომელიც ეგ ერთადერთი დაგვრჩა, პოგბა თუ დარჩება მომავალ წელს უკვე რაშფორდიც და ბრუნოც მსგავსი ვარსკვლავები იქნებიან და მანჩესტერიც გაიღვიძებს...

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყვავს... სმოლინგს დავაბრუნებდი კიდე აუცილებლად, არავის არ გევასებათ ამ საიტზე მარა მე პირადად ლინდელოფსაც და მაგუაიერსაც ბევრად მირჩევნია... იყო ერთი ორი სეზონი სმოლინგი მარტო იდგა დაცვაში საიმედოდ
0
№6
ავტორი: PaLoMo
4 მარტი 2020 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Chaxrux
პოგბა აუცილებლად უნდა დარჩეს, მაჩესტერისნაირ ვარსკვლავ გუნდს ჭირდება პოგბასნაირი ვარსკვლავი, რომელიც ეგ ერთადერთი დაგვრჩა, პოგბა თუ დარჩება მომავალ წელს უკვე რაშფორდიც და ბრუნოც მსგავსი ვარსკვლავები იქნებიან და მანჩესტერიც გაიღვიძებს...

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყვავს... სმოლინგს დავაბრუნებდი კიდე აუცილებლად, არავის არ გევასებათ ამ საიტზე მარა მე პირადად ლინდელოფსაც და მაგუაიერსაც ბევრად მირჩევნია... იყო ერთი ორი სეზონი სმოლინგი მარტო იდგა დაცვაში საიმედოდ

სმოლინგზე გეთანხმები ის 1სეზონი მართლაც მაგარი ქონდა,მაგრამ როხოსაც ქონდა ეგრე სანამ დაიმტვრეოდა,უბრალოდ ზამენისთვის თუ დარჩება კარგი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top