თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2020, 23:07
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1437,
კომენტარები: 8
"ლეგენდა ბრუნდება"
უეინ რუნი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ
როგორც უკვე ცნობილია "იუნაიტედი" "დერბის" დაუპირისპირდება "FA" თასის მატჩში. "დერბის" ბოსი ფილიპ კოკუ თვლის, რომ უიენ რუნის ცოდნა და გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

რუნი "დერბის" იანვარში შეურთდა როგორც მოთამაშე-მწვრთნელი და ამ პერიოდში მან უკვე დიდი გავლენა მოიპოვა.

ასე, რომ "იუნაიტედის" ლეგენდა მის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. კოკის მიაჩნია, რომ რუნის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.


რა თქმა უნდა, უეინი ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თამაშში, რადგან მასზე უკეთ "მანჩესტერ იუნაიტედი" არავინ არ იცის. მან იცის "იუნაიტედის" მოთამააშეების დონე და შესაძლებლობები.

რუნის არასდროს უთამაშია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და ხუთშაბათს ეს პირველი შემთხვევა იქნება. ამასთან, კოკუ ირწმუნება, რომ ის "იუნაიტედის" წინააღმდეგ ტაქტიკის განსაზღვრაში იქნება ჩართული.

"დერბის" უფროსმა დასძინა: უეინთან ვესაუბრებით ყველა თამაშის წინ. ის უერთდება ტექნიკურ პერსონალს, მოამზადოს გუნდი თამაშებისთვის, გაანალიზოს მოწინააღმდეგე.

მე ყოველთვის ვეკითხები მის აზრს . აქ კი მისი აზრი გადამწყვეტია,რადგან ის კარგად იცნობს კლუბს. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და მას სურს თამაში, მაგრამ ის ასევე მონაწილეობს გუნდურ ტაქტიკაში თუ როგორ უნდა მივუდგეთ თითოეულ თამაშს.

დიახ ჩვენ აუცილებლად გამოვიყნებეთ რუნის ამ თამაში და რათქმაუნდა არც გამოვცვლით მას - დაასრულა დერბის მწვრთნელმა.


https://www.manchestereveningnews.co.uk/
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2020 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
როგორ მიყვარს ეს ფეხბურთელი❤️
0
№2
ავტორი: giorgi_mg
4 მარტი 2020 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შრეკ ❤
0
№3
ავტორი: temo-scholes
4 მარტი 2020 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მომავალში მწვრთნელად დაგვიბრუნდება მჯერა
0
№4
ავტორი: kantona-7
4 მარტი 2020 02:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
შრეკი<3

შრეკი<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: DoVe
4 მარტი 2020 08:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ავტორ, კოკი არა კოკუ არის გვარი.დერბის მწვრთნელის
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2020 09:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ო რა მოტივირებული იქნება შრეკი :)
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
4 მარტი 2020 09:58
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: DoVe
ავტორ, კოკი არა კოკუ არის გვარი.დერბის მწვრთნელის

მოფერებით ეძახიან კოკის ახლობლები wink ჩავასწორე. უბრალოდ კოკი რატო დავწერე არვიცი. გუშინ ძაან დაღლილი ვიყავი და ეტყობა მაინც ძილის რეფლექსებმა იმოქმედეს. wink
0
№8
ავტორი: kaja
4 მარტი 2020 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ცოტათიც არ მეწყინება თუ შეყრის რუნი !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top