თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2020, 23:00
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 7
"დეხეა თუ ჰენდერსონი"

ვინ უნდა იყოს ნომერ პირველი მეკარე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარის მწვრთნელი ერიკ სტილი თვლის, რომ დინ ჰენდერსონის დაბრუნება "იუნაიტედში" დევიდ დეხეას ფორმის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ესპანელი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, როდესაც მან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა "ევერტონის" წინააღმდეგ. მან იმდენხანს გაიჩერა ბურთი საჯარიმოში, სანამ "ევერტონის" ფორვარდმა შედომა არ დააშვებინა.

თამაშის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკაიერმა მხარი დაუჭირა ესპანელს, მაგრამ სტილს მიაჩნია, რომ მას სჭირდება გამოწვევა, რათა დაიბრუნოს თავისი საუკეთესო ფორმა.

ყოფილი მწვრთნელი, რომელსაც პირდაპირი შეხება ქონდა დეხეასთან "ატლეტიკიდან" გადმისვლის დღიდან, თვლის, რომ ჰენდერსონის დაბრუნება დეხეას გამოსაფხიზლებლად აუცილებელია.

მაინტერესებს აპირებს თუ არა იუნაიტედი ჰენდერსონის დაბრუნებას? რადგან დეხეას ნამდვილად ჭირდება გამოცოცხლება.
ფაქტია დეხეა ვერ აღიქვამს ლი გრანტს და რომეროს თავის კონკურენტებად და მიაჩნია,რომ ამ პირობებში ის არასდროს იქნება ნომერ მეორე.

სტილმა აღიარა, რომ სოლსკიაერს ზაფხულში სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, ჰენდერსონი კი "ინგლისთან" ერთად უნდა წავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. იგი თვლის, რომ ახალგაზრდა მეკარე იმ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს, თუ მას თამაშის გარანტია ექნება.

სტილმა დასძინა: ის იმდენად კარგია, რომ ახლა ხალხი იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ სწორედ ის უნდა იყოს "ინგლისის" პირველი მეკარე და არა პიკფორდი.

https://www.manchestereveningnews.co.uk/
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
3 მარტი 2020 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
დავიდმა შეცდომებს უმატა ბოლო პერიოდში, იგივე ნაკრებშიაც გაუშვა უაზრო გოლები, მაგრამ ამ კაცმა იმდენი წელი ულიდერა გუნდს თან ყველაზე მძიმე პერიოდში, რომ მის შემცვლელზე ფიქრი მემგონი არ იქნება სწორი გუნდისთვის, ჰენდერსონი ძაან მაგარ სეზონს ატარებს და არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს რაიმეს ვუკარგავდე ამ ბიჭს, არანაირად და შეუძლებელია მის ასეთ პროგრესს იგნორირება გაუკეთო, მაგრამ ჩემი ხმა მაინც დეხეას!!! ნოიერსაც, ბუფონსაც, კანსაც და ვანდესარსაც დაუშვიათ შეცდომები, მაგრამ მათი შეცვლა და მეორე ნომრად გადაყვანა მემგონი არავის უფიქრია. ისე კი უნდა აღინიშნოს რომ მართლა რთული რეალობის წინაშე დგას გუნდი, გასაშვებადაც მენანება მაგრამ არც დავიდის სკამზე გადაყვანა გამიხარდება. დროს კიდე ვერ გადაუნაწილებ ამათ, არცერთი არ იქნება კმაყოფილი და ეს მათ ფორმაზეც აისახება დიდი ალბათობით
0
№2
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2020 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11558
ციტატა: dybbuk

100% ძმა
0
№3
ავტორი: Malboro463
4 მარტი 2020 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
დე ხეას შეცვლაზე ფიქრი უაზრობა ამის თირსეულად ობლაკი თუ შეცვლის მარა ესენი მოსი მომყვანი არ არიან ჰენდერსონი კიდე გრანდის დონის მეკარე არა
მანჩესტერში სკამზე ჯდომას და კარიერის გაფუჭებად დარჩეს სადაცა ჯობია შეილება უფრო მეტს მიაღწიოს
0
№4
ავტორი: kantona-7
4 მარტი 2020 02:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დეხეა მაგრად მევასება მეც მაგრამ გუნდში ყველა პოსიციაზე უნდა იყოს კონკურენცია.ძირითადში არავის არუნდა ქონდეს ადგილი გარანტირებული და არაქვს მბიშვნელობა ვინ როგორ თამაშობდა წინა სეზონში, მთავარია ეხლა ვინ არის უკეთესი და ზუსტად ეს აძლიერებს ყველა პროფესიონალ იგროკს+გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2020 09:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კიდე უნდა დატოვონ შეფილდში ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: shotkin
4 მარტი 2020 13:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერიკ სტილი <3 <3 მაგრა მიყვარს ეგ კაცი ფერგი მაგან დაარწმუნა დე ხეა ეყიდა და არა ნოიერი
0
№7
ავტორი: PaLoMo
4 მარტი 2020 20:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4082
ვფიქრობ ამის დაბრუნება კარგი იქნება დეხეასთვისაც,რადგან ეს თუ ასეთ ფორმაში იქნება +ეუროზე გამოციდლება მიიღო 2უძლიერესი მეკარე გვეყოლება და შეილება დავიდსაც მოუხდეს სკამი როგორც კეპას მოუხდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top