თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2020, 11:47
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1280,
კომენტარები: 4
"სოლსკიაერი რაშფორდის შესახებ"
რაშფორდი მუდამ ჩვენთან ერთად არის
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა მარკუს რაშფორდის მდგომარეობაზე, რომელიც აგრძელებს გამოჯანმრთელებას ზურგის სერიოზული ტრავმისგან.

ბოლო სკანირების მონაცემები საკმაოდ პოზიტიური იყო, მაგრამ ჩვენ მას მივცემთ საჭირო დროს. რა თქმა უნდა, მას სწრაფად სურს დაბრუნდეს, მაგრამ რამდენიმე თვე არის საჭირო, რომ იგი სრულფასოვნად დაუბრუნდეს მოედანს. ჩვენ არ შეგვიძლია პროცესების დაჩქარება, მაგრამ როდესაც ის დაბრუნდება, კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ეს იქნება დიდი შემართება მთელი გუნდისთვის

ოლემა თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ რაშფორდს 15 იანვარიდან არ უთამაშია, იგი გუნდთან ერთად იმყოფება.

ის ყოველდღიურად ვარჯიშზე იმყოფება, ყოველთვის ჩვენთან არის. ის ჩვენთან ერთად იყო ხუთშაბათს, ბიჭებთან მივიდა თამაშის დაწყებამდე და შემდეგ შესვენების დროს. მას ნამდვილად სურს, რომ ბიჭებმა წარმატებას მიაღწიონ, ისე რომ დაბრუნების შემდეგ მას შეეძლოს თამაში ევროპულ მატჩებში. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ FA თასზე, ასე რომ მარკუსს სურს იყოს ჩემთან ერთად ამ ტურნირების ბოლო ეტაპზე.

მისი ცხოვრება "მანჩესტერ იუნაიტედია”. ის მოდის აკადემიის მატჩების საყურებლად, სადაც მისი ძმისშვილი თამაშობს, ის მუდმივად ბაზაზეა. პარასკევს კი ვარჯიშის შემდეგ გუნდის თამაშის საყურებლად გაემგზავრა. ეს, რა თქმა უნდა იწვევს დიდი ოჯახის სრულ განცდას, რაც კლუბში გვინდა ვიხილოთ. მარკუსი ამ სეზონში მოედანზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, ის ჩვენთან ერთად არის, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე არ შეუძლია გასვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის- დაასრულა სოლსკიაერმა.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
2 მარტი 2020 12:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დაგაკლდა მარკუსი recourse
0
№2
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2020 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგარი კაცი ❤️
0
№3
ავტორი: David_Beckham7
2 მარტი 2020 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ეს ჩვენია ისედაც აკადემიელი მაგრამ აი ესეთი ბიჭებით უნდა ავავსოთ გუნდი. იგივე ბრუნო რომელიც გადაწყვეტილ თამაშში მაინც სტადიონზე დარჩა საყურებლად და ფრედის გოლიც როგორი სიხარულით აღნიშნა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2020 16:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მალე დაბრუნდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top