თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2020, 20:52
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 39
ოლე გუნარი: "მან უარი განაცხადა მოსაცდელ ოთახში ჩასვლაზე"
რატომ არ წავიდა ბრუნო მოსაცდელ ოთახში
ოლე გუნარი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა, უარი თქვა მოსაცდელში დაბრუნებაზე, როდესაც ის შეცვალეს. ის დარჩა მოედანთან ახლოს და ბოლომდე უყურა თამაშს, სადაც "იუნაიტედმა" 10 კაციანი "ბრიუგე" 5-0 გაანადგურა. ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა და საკვანძო როლი შეასრულა დანარჩენ ორ გოლში პირველ ტაიმში.

25 წლის ჯესი ლინგარდი შემოვიდა მოედანზე 65 წუთზე, რომელმაც სწორედ ფერნანდეში ჩაანაცვლა. სწორედ ამ დროს მიუთითა ბოსმა მას გასახდელისკენ, რაზეც ბრუნომ უარი განაცხდა და თხოვა მიეცა უფლება დარჩენილიყო.

სოლსკაიერმა შესვენების დროს შეცვალა დენი ჯეიმსი, ხოლო სკოტ მაკტომინეი, 72 – ე წუთზე შეცვალა მეისონ გრინვუდით. ორივე მადგანი გაეშურა გასახდელისკენ, ხოლო ბრუნოს საკმაოდ ცივ პირობებში მოუწია ყოფნა.

როდესაც მას მე გასახდელისკენ მივუთითე, ჩემთვის აშკარა იყო, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უყვარს ფეხბურთი. მისი შემართება და ენთუზიაზმი კი წარმოუდგენელია. შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ არ მინდოდა სიცივეში დარჩენილიყო, თუმცა რას ვიზავთ მას ძალიან უყვარს ფეხბურთი.

სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ ის აშენებს ისეთ "იუნაიტედს" რომელიც შედარებული იქნება პიტერ შმეიხელის, სტივ ბრიუსისა და გარი პალისტერის მიერ, 90-იანი წლების დასაწყისის "იუნაიტედთან".

"ჩვენ ერთიანები ვართ, როგორც ეს გულშემატკივრებს სურთ,” - განმარტა სოლსკიაერმა. მუდმივი მოძრაობა, კომბინაცია, ერთი ან ორი შეხება, მოედანზე სისწრაფე, ასეთი გუნდი უნდა ვიყოთ - დაასრულა ნორვეგიელმა სპეციალისტმა


https://www.manchestereveningnews.co.uk/
ინტერვიუები
39 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
29 თებერვალი 2020 21:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რა მაგარია როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს. აბა პოგბაა მაგარი,გუნდს პატარა ჩავარდნა ეწყება და რეალიო ყვირის. და აგენტს ალაპარაკებს ხან იუვეო და ხან რა და ხან რაო. ფრედი,მაკტომინი,ბისაკა,იმენა როგორი შემართებით თამაშობენ. აი ასეთი ფეხბურთელები ჭირდება გუნდს. არავინ თქვას,რომ აქედან რომელიმე უკლასოა. პოგმა როა კლასნი,ხო მაგიტომ ბრდღვნის ბალახს :)
3
№2
ავტორი: kantona-7
29 თებერვალი 2020 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მგონიარო გუნდმა მალე ახალი ისტორია უნდა დაწეროს ოქროს ასოებით!
რაღაც მაგრად მჯერა მანიუ მაგრად უნდა ათამაშდეს ძალიან მალე
GGMU
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: JuanMata
29 თებერვალი 2020 21:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბრუნო მართლა მაგარი შენაძენია. ძაან მიკვირდა ზაფხულში ათას სისულელეს წერდნენ, ვითომ დაიწუნა მანჩესტერმა და იმიტომ არ იყიდაო. იმედია ასე გააგრძელებს.
პოგბა ერთ 100 ლიმონდა მაინც უნდა გაიყიდოს და ერთი მაგდენი რომ დავამატოთ, შეიძლება უკვე ნორმალური გუნდის დაყენება.
0
№4
ავტორი: ikeoni
29 თებერვალი 2020 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
საოცარი შენაძენი საოცარი ხო ვიცოდით რო მაგათი ბიჭი იყო მაგრამ მოლოდინსაც რო გადააჭარბა ისეთი მომენტია❤️

საოცარი შენაძენი საოცარი ხო ვიცოდით რო მაგათი ბიჭი იყო მაგრამ მოლოდინსაც რო გადააჭარბა ისეთი მომენტია❤️
1
№5
ავტორი: onlyred
29 თებერვალი 2020 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: ALEXFERGUSON
რა მაგარია როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს. აბა პოგბაა მაგარი,გუნდს პატარა ჩავარდნა ეწყება და რეალიო ყვირის. და აგენტს ალაპარაკებს ხან იუვეო და ხან რა და ხან რაო. ფრედი,მაკტომინი,ბისაკა,იმენა როგორი შემართებით თამაშობენ. აი ასეთი ფეხბურთელები ჭირდება გუნდს. არავინ თქვას,რომ აქედან რომელიმე უკლასოა. პოგმა როა კლასნი,ხო მაგიტომ ბრდღვნის ბალახს :)

ბისაკას ჩაწოდებების სიტუაცია თავიდან მახსოვს საერთოდ ვერ აბრუნებდა ახლა უკეთესად აწვდიდა ბრუგესთან.
კიდე დაიხვეწება რადგან სწორ გზას ადგას.
იქა ასადაც სურს ყოფნა და ძალიან მაგარი და მუდმივად დასაყრდენი ფლანგელი იქნება ეგ ბიჭი.
0
№6
ავტორი: Chesterman
29 თებერვალი 2020 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ვააა ეს რახდებაა :დდ ესეც უძლეველი ლივეპული:დ რა ტკბილად დამეძინებაა
0
№7
ავტორი: onlyred
29 თებერვალი 2020 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: Chesterman
ვააა ეს რახდებაა :დდ ესეც უძლეველი ლივეპული:დ რა ტკბილად დამეძინებაა

ჩემპიონი კია მაგრამ მგონია კრიზისი ეწყებათ.
ლიგაზეც ვერ იყო ის რაცუნდა იყვნენ
0
№8
ავტორი: Chesterman
29 თებერვალი 2020 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ქევხიშვილსაც გაედოო :დიმენაა ხასიათში ჩაუ*ვეს წამიერად :დ ეგრეა ატლეტიკოდან დაეწყოთ ეს კრიზისიი
0
№9
ავტორი: Lalana
29 თებერვალი 2020 23:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან კარგი ბიჭია ბრუნო,ზაფხულშიც ამის ტრანსფერს სულმოუთქმელად ველოდებოდი.ბარსა-სპორტინგის თამაშს რომ ვუყურე მაქედან მოყოლებული მომწონდა ეს ფეხბურთელი.

რაც შეეხება ლივერპულს,დამთავრდა მაგათი არსენალური ოცნებები?:დდ ეგ იმის ბრალია რომ ერთი სასტავით ცდილობს ფონს გასვლას,მაგრამ მაგ შემადგენლობასაც ააქვს რესურსი,ისე კი როტაციისთვის ნორმალური ფეხბურთელები არც კი უზის სკამზე :დ იმედია ატლეტიკოც მიაყოლებს.
0
№10
ავტორი: levionok
1 მარტი 2020 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბრუნო არის კაცი! ფრედს კიდე სრული ნდობა,არა იმიტომ რომ ორი გოლი გაიტანა ბიჭი რამდენს შრომობს რამდენი წართმევა და ჩაჭრა აქვს კანტეზე მეტს დარბის და დიდ სამუშაოს წევს მაკტომინეისთან ერთად უძლიერესია და არ მინდა რომ თუნდაც პოგბას გამო დასვან!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top