"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი სოლსკაიერი იმსახურებს ქებას ორი მოთამაშის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ატრიბუტი, რომელიც წარმატებულ მენეჯერს ჭირდება, ასევე ისიც, რომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, მისი გაუმჯობესება აშკარაა.
ნორვეგიელის დროებითი დანიშვნა გასაკვირი იყო 2018 წლის დეკემბერში და 14 თვის განმავლობაში განიცდიდა მხოლოდ დაღმასვლას.
ახლა კი სურათი შეცვლილია,ისინი უმჯობესდებიან და სულ უფრო წინ-წინ მიიწევენ.
ამ სეზონის არათანმიმდევრული პირველი ნახევრის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდის" თავზე შავი ღრუბლები იფანტება და კეთილდღეობის ფაქტორი ბრუნდება.
ამის მტკიცებულება პირდაპირ არის ფრედი, რომელიც საბოლოოდ იუნაიტედის გულშემატკივარს აჩვენებს, რომ ის 52 მილიონი ნამდვილად ღირდა.
ბრაზილიელმა შეძლო და გაიფორმა თავისი პირველი დუბლი და მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში გოლების გატანით ნამდვილად არ გამოირჩევა. ეს მისი განვითარების ინდიკატორია.
ფრედი გახდა გუნდის განუყოფელი წევრი, ხოლო მისი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება აშკარაა.
ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს სკოტ მაკტომინეი,რომელიც ცენტრში ფრედის მეწყვილეა. 23 წლის ადამიანი აკეთებს საქმეს,რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
სტატისტიკას რომ შევხედოთ, მაკტომინეიმ გასულ სეზონში 16 თამაშში 449 პასი გააკეთა, ხოლო ახლა 18 მატჩში 816 პასი გააკეთა, თითქმის გაორმაგდა მისი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით.
სოლსკიაერი იმსახურებს ქებას იმ ორი მოთამაშის გარდაქმნისთვის, რომლებიც 12 თვის წინ საერთოდ არ ჰგავდნენ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს