თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2020, 19:50
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1379,
კომენტარები: 5
ფრედი: "ჩემი გაუმჯობესება კერიკის დამსახურებაა"

როგორ გადაარჩინა მაიკლ კერიკმა ფრედის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში"
ფრედი:
როგორ გადაარჩინა მაიკლ კერიკმა ფრედის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში"

ფრედმა გაიტანა თავისი პირველი ორი გოლი ოლე გუნარ სოლსკაიერის ხელმძღვანელობით, "ბრიუგეს" წინააღმდეგ, სადაც "მანჩესტერმა" 5-0 გაანადგურა მეტოქე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ფრედმა განაცხადა, თუ როგორ გახდა გუნდის მწვრთნელი მაიკლ კერიკი, მისი კარიერის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ბრაზილიელი, რომელიც 2018 წელს უკრაინული "შახტარიდან" გადმოვიდა 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ , ამ სეზონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მისმა ფორმამ განაპირობა, რომ იანვარში თვისი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დაიმსახურა ქება თაყვანისმცემლებისა და თანაგუნდელებისგან.
ხუთშაბათს საღამოს "ბრიუგესთან" მატჩში ბრაზილიელმა ფრედმა ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით პირველი ორი გოლი გაიტანა.

ბრაზილიელმა ინტერვიუში აღიარა, რომ კერიკი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მისთვის და სწორედ მისი დამსახურებაა ასეთი გაუმჯობესება.

"მაიკლ კერიკი ყოველდღიურად ბევრს მეხმარება”, - თქვა ფრედმა, ”იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი ეხმარებოდა სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ და ის სულ ცდილობს დამეხმაროს. კერიკი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მეხმარება. ის ყოველთვის მელაპარაკება, რა არის მნიშვნელოვანი ჩემი "პრემიერ ლიგაში" ადაპტაციისთვის.

როდესაც მივედი, მე ბურთს ვატარებდი ნახევარდაცვაში და ერთი, ორი მოწინააღმდეგე ჩემთან მოვარდა, დამიწყეს ბურთის წართმევა ძალისხმიერი მეთოდებით. ასე რომ, ახლა უკეთესად მესმის როგორ უნდა ვითამაშო და უფრო სწრაფი და ძლიერი უნდა ვიყო.
კერიკი მეხმარება დამშვიდებაში. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ამიტომ ის არის ის, ვინც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს კლუბში.


ფრედმა იცოდა, რომ მას გარკვეული დრო სჭირდებოდა პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის და ამტკიცებდა, რომ ეს ნორმალური იყო იმ მოთამაშისთვის, რომელსაც არასოდეს განუცდია ინგლისური ფეხბურთი.

მან დაამატა: " მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ადაპტაცია ახალ ქვეყანასთან. ინგლისში თამაში სხვებისგან განსხვავდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული იყო ჩემთვის. მომიწია ადაპტირება თამაშის ახალ სტილთან, რომელიც ძალიან განსხვავდება უკრაინის ჩემპიონატისგან, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია"

მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყნების მოთამაშეთა უმრავლესობას, რომელთაც არ აქვთ ისეთი ძლიერი ჩემპიონატი, როგორც "პრემიერ ლიგაა", საბოლოოდ გრძნობენ ამ ადაპტაციის პროცესს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძირითადად ასეა

https://www.manchestereveningnews.co.uk/
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
29 თებერვალი 2020 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფრედი ისე პროგრესირებს ვიღაც ვიღაცეების დარჩენა არ დარჩენის საკითხი დღის წესრიგში დადგება)))
0
№2
ავტორი: ikeoni
29 თებერვალი 2020 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საოცარი პროგრესი განიცადა ისეთი რო უკვე დუბლების შესრულება დაიწყო:)))❤️
0
№3
ავტორი: levionok
1 მარტი 2020 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
პოგბას ადგილს ნელ ნელა ვეღარ ვხედავთ გინდში მაკტომინეი ფრედი ბრუნო,როტაციისთვის გვყავდეს?:))) ფრედი მართლაც დიდი ძალაა და ვინც არ უნდა მოვიდეს ცენტრში ძალიან გაუჭირდება ადგილის მოპოვება ძირითადში რაც ძალიან მახარებს კონკურენცია აუცილებელია და ეს უკვე ამ პოზიციაზე გვექნება მარსიალი გაიცინებდეს და სირბილს დაიწყებდეს და რაღა გვიჭირს კიდე
0
№4
ავტორი: shotkin
1 მარტი 2020 14:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ ფეხბურთელს იმენა ვერ ვიტანდი ცოტახნის წინ და ეხლა მგონი ნელ ნელა მიყვარდება :დ ისე მოიხოდა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2020 16:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა ცუდი ფეხბურთელი და ნელ-ნელა მტკიცდება ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top