თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2020, 19:12
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1508,
კომენტარები: 6
"მატჩის წინ"

შემდეგ ტურში "ეშმაკები" "ლურჯებს" დაუპირისპირდებიან
"პრემიერ ლიგის" მომდევნო ტურში, კვირას პირველ მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოსაპოვაბლად "ლივერპულში" მიემგზავრება, სადაც გუდისონ პარკზე "ევერტონს" დაუპირისპირდება.

დავიდ დე ხეა, ჰარი მაგუაიერი და მისი კოლეგები ზედიზედ მეოთხედ ეცდებიან კარი მშრალად შეინახონ. ნულოვანი ფრის შემდეგ "ვულვზის" წინააღმდეგ წითლებმა ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს "ჩელსისა" და "უოტფორდის" წინააღმდეგ.

ეს დიდი დღეა ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის, რომელიც 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ მისი პროგრესული გუნდი უკეთესი იქნება, ვიდრე 2019 წლის აპრილში ვიზიტის დროს, როდესაც "მანჩესტერი" ხმაურიანად დამარცხდა ანგარიშით 4: 0 უკანასკნელი მატჩი კი გასული წლის დეკემბერში "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ლინდელოფის ავტოგოლს, მეისონ გრინვუდის გოლი მოჰყვა და საბოლო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.

მერსისაიდულ კლუბში ლეგენდარული მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მოსვლასთან ერთად, "ევერტონმა" მოუმატა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გასულ კვირას ლონდონში, ემირეიტზე მიკელ არტეტას "არსენალთან" დამარცხდენ.

ვინ არის შეხვედრის არბიტრი?

კრის კავანა, რომელიც მანჩესტერში დაიბადა, განსჯის კვირას გასამართ მატჩს. ამ სეზონში, კავანამ "მანჩესტერის" ორი შეხვედრა იმსაჯა, ნოემბერში სტუმრად "ბორნმუთთან" და საახალწლო დღეებში ასევე გასვლაზე "არსენალთან", ორივე შემთხვევაში წითლები დამარცხდენენ. დამხმარე მსაჯები იქნებიან ლი ბეთსი და კონსტანტინ ჰაზიდაკისი, ხოლო მეოთხე არბიტრი კრეიგ პოუსონი. ჯონათან მოსი და ედი სმარტი ვიდეო რეფერის ამპლუაში.


"იუნაიტედს" შანსი აქვს ამ კვირაში მოიპოვოს უპირატესობა ოთხ უახლოეს მდევართან "ჩემპიონთა ლიგის" საგზურითვის. "არსენალისა" და "შეფილდ იუნაიტედის" მატჩები გადაიდო, რადგან მათი მეტოქეები "მანჩესტერ სიტი" და "ასტონ ვილა" კვირას კარაბაოს თასის ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო "ტოტენჰემი" და "ვულვზი" ერთმანეთში გარანტირებულად დაკარგავენ ქულებს. "ჩელსი", რომელიც ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე იმყოფება სტუმრად "ბორნმუთს" დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი გავარდნის ერთერთი კანდიდატია და არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ "ჩელსისთან" ეცდება პოზიციის გამყარებას.


https://www.manutd.com/en
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 თებერვალი 2020 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ყოველთვის რთული იყო მანდ თამაში და იმედია აიღებენ რევანშს შარშანდელი მარცხისთვის ბიჭები❤️
0
№2
ავტორი: levionok
1 მარტი 2020 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სამი უმძიმესი თამაში გველის ზედიზედ მერე ამოვისუნთქებთ და ბოლო ტურში ლესტერის გარდა ყველგან სამი ქულისთვის გავალთ თუმცა შეფილდიც დიდი გაიძვერა გუნდია და 18 კაციან დაცვას ითამაშებს და ბრუნოს დიდი როლი ექნება მასეთ თამაშში ვფიქრობ მატაც უნდა მიახმაროს ამ ოთხი თამაშიდან 8 ქულა არ იქნება ცუდი 9 ხო საერთოდ
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
1 მარტი 2020 02:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3224
ციტატა: levionok
სამი უმძიმესი თამაში გველის ზედიზედ მერე ამოვისუნთქებთ და ბოლო ტურში ლესტერის გარდა ყველგან სამი ქულისთვის გავალთ თუმცა შეფილდიც დიდი გაიძვერა გუნდია და 18 კაციან დაცვას ითამაშებს და ბრუნოს დიდი როლი ექნება მასეთ თამაშში ვფიქრობ მატაც უნდა მიახმაროს ამ ოთხი თამაშიდან 8 ქულა არ იქნება ცუდი 9 ხო საერთოდ

პარადოქსია მაგრამ სადაც რთულს ველით ოქ იღებენ ქულებს და მერე ანიავებენ უეჭველ 3ქულებს:)იმედია ახლა აეიცვლება ეს ყველაფერი
0
№4
ავტორი: David_Beckham7
1 მარტი 2020 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
შეფილთან უნდა მოვიგოთ. სწორი აღნიშვნა იყო მანდ ჯობია ბრუნო თავისთავად და მატაც დააყენოს სადაც სისწრაფეზე მეტად გონება გამოგვადგება, ზუსტი ჩაკიდული პასები ზურგს უკწნ და მე გრინვუდსაც დაცაყენებდი რადგან მაგათ სვარკა დაცვას გარედან თუ დაურტყავ და როგორი ზუსტი და მომენტის გამომყენებელო დარტყმა აქვს მაგ ბიჭს ვიცით
0
№5
ავტორი: shotkin
1 მარტი 2020 14:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცხრილის ზედა ნაწილში მყოფებიდან ვერავინ მოიგო , ლესტერმა წააგო ჩელსიმ ნიჩია დაჟე ლივერპულმაც წააგო , ტოტალიზატორმა საკმაო ფულები ჭამა და იმედია ჩვენ დღეს მოვიგებთ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2020 16:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არადა შანსს იშვიათად იყენებენ ხოლმე ესენი :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top