თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2020, 12:20
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1317,
კომენტარები: 8
იგალო: "გოლი ჩემს გარდაცვლილ დას მივუძღვენი"
იგალომ სადებიუტო გოლზე კომენტარი გააკეთა.
იგალო:
"მანჩესტერ იუნაიტედში" სადებიუტო გოლის შემდეგ, ოდიონ იგალომ აჩვენა მაისური კამერას, რომელიც მას "იუნაიტედის" ფორმის ქვეშ ქონდა მოთავსებული და რომელზეც მისი დის პორტრეტი იყო გამოსახული. კლუბის ნიგერიელმა ფორვარდმა თქვა, რომ მისი და გარდაიცვალა გასული წლის დეკემბერში და ის ყველა გატანილ გოლს მას მიუძღვნის.

"დიახ, ეს გოლი მივუძღვენი ჩემს გარდაცვლილ დას, დეკემბერის თვეში დავკარგე ის. ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და ისიც, "იუნაიტედის" ერთგული გულშემატკივარი. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ერთ დღეს ეს მოხდებოდა და ჩვენი საყვარელი კლუბის მაისურით გავიტანდი გოლს, მაგრამ გუშინ ის აქ არ იყო, მან ვერ ნახა. აქედან გამომდინარე, მე დავპირდი, რომ ყველა გოლს მას მივუძღვნიდი. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მე მიყურებს და საუკეთესოს მისურვებს".

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
28 თებერვალი 2020 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ძალიან დადებითი და სასიამოვნო პიროვნებაა იგალო, ვისაც არ გინახავთ მისი სრული ინტერვიუ როცა გადმოვიდა ყველას გირჩევთ ნახოთ, იგრძნობა რომ სრულ სიმართლეს ამბობს და დაზეპირებული ფრაზებით არ ლაპარაკობს. მაგრად გამიხარდა მისი გოლი, თუ დატოვებენ სამომავლოდ ცუდი არ იქნება, ზამენიდანაც არ ექნება პრეტენზია ამ ბიჭს, გულით თამაშობს და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
28 თებერვალი 2020 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს ბიჭებმა აჩვენეს თავისი კლასი გაიტანეს 5 გოლი 10 კაცის წინააღმდეგ ეგ რას მივაწეროთ ესეთი განადგურება კაცი რო აკლდათ თუ ბიჭების მონდემებას ? კარგია რო იგალომ გაიტანა ფრედმაც კარგია რო 2 გოლი გაიტანა და მაკტონიმეის დაბრუნებაც გოლით გაასწორა ეგ ბარიერი გადალახული გვაქვს 6-1 ყველაზე მეტი გოლი ჩვენ გავიტანეთ 2 მაჩიან დუელში არსენალი გავარდა აიქსი გავარდა დარჩა გამოკვეთილი ინტერი და ვსო მეტი ძალა აღაარაა სერიოზული ამ ტურნირზე უკვე ვალდებულია ოლე მინიმუმ ფინალისკენ გაიწიოს რატომგაც ვქირრობ ხეტაფე შეგვხდება
0
№3
ავტორი: misteryou
28 თებერვალი 2020 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ციტატა: giorgisamnidze99
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს ბიჭებმა აჩვენეს თავისი კლასი გაიტანეს 5 გოლი 10 კაცის წინააღმდეგ ეგ რას მივაწეროთ ესეთი განადგურება კაცი რო აკლდათ თუ ბიჭების მონდემებას ? კარგია რო იგალომ გაიტანა ფრედმაც კარგია რო 2 გოლი გაიტანა და მაკტონიმეის დაბრუნებაც გოლით გაასწორა ეგ ბარიერი გადალახული გვაქვს 6-1 ყველაზე მეტი გოლი ჩვენ გავიტანეთ 2 მაჩიან დუელში არსენალი გავარდა აიქსი გავარდა დარჩა გამოკვეთილი ინტერი და ვსო მეტი ძალა აღაარაა სერიოზული ამ ტურნირზე უკვე ვალდებულია ოლე მინიმუმ ფინალისკენ გაიწიოს რატომგაც ვქირრობ ხეტაფე შეგვხდება

ცოდა Ჩემო Ძმაო ვინც არ უნდა Შეგვხვდეს ამ ეტაპზე კაი დუხიᲗ არიან მოვუგებᲗ ნებისმიერს, Თუ დააკვირდები Შოუმაც როგორ მოუმატა, მემგონი დროა უკვე რომ ᲗვიᲗონ წაიᲦოს ბურᲗი Ძაან სწრაფია, ერᲗ მომენᲗᲨი ბურᲗი გაუგდეს და ბრიუგეს Თავდასხმელმა გასწრება სცადა და ფრანგმა კომენტატორმა Შოუს გასწრება Ძაან რᲗულიაო, Თან ტიპი უჯვე აკრეფილი იყო და Შოუმ მაინც 2 მეტრიᲗ მიასწრო, აი ესააა ამ ბიᲭᲨი და უნდა იფრინოს უკვე დროა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2020 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოჩაღ იგალოს კაი კაცია! გუშინდელმა თამაშმა არსენალთან 2008-2009 წლის სეზონის ლიგის ნახევარფინალი გამახსენა, ოლდ ტრაფორდზე პირველივე წუთიდან რო დაცხრილეს არსენალი, პირველი ათი წუთი ძაან გავდა იმ თამაშს :) მაშინ 1-0 დამთავრდა თამაში მარა ისეთი ტემპიანი მანჩესტერი მის მერე მე არ მახსოვს და გუშინ გამახსენდა. ხო შეიძლება სულ ასე მონდომებით ითამაშონ და ბრაიტონთან ღოღიალოთ ფრე არ გააგორონ უაზროდ.
0
№5
ავტორი: Lalana
28 თებერვალი 2020 14:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძაან მაგარი კაცია იგალო და იმედი მაქვს,კიდევ ბევრი გოლით გაგვახარებს.

ციტატა: giorgisamnidze99
გამოკვეთილი ინტერი და ვსო მეტი ძალა აღაარაა სერიოზული ამ ტურნირზე უკვე ვალდებულია ოლე მინიმუმ ფინალისკენ გაიწიოს რატომგაც ვქირრობ ხეტაფე შეგვხდება

ვერ ვიტყოდი მაგას,რადგან ლევერკუზენი და აინტრახტიც საკმაოდ საშიში მეტოქეები არიან.ხეტაფე კი საკმაოდ კარგ და გააზრებულ დაცვას თამაშობს,რომელ სტილთანაც ყველაზე მეტად ჭირს,ამიტომ მარტივი გადასალახი ვფიქრობ არც ერთი იქნება.ნუ რა თქმა უნდა,თუ პრეტენზია აქვთ რაიმეზე მაგათაც უნდა მოუგონ.
0
№6
ავტორი: bziki
28 თებერვალი 2020 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Reinjersi gaasworebs gerardis mtirala saxis yureba momenatra:)
Ogond wulvzi ara da tu ginda interi iyos:)
0
№7
ავტორი: giorgi_mg
28 თებერვალი 2020 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა სამწუხაროა ასეთი ახლო ადამიანის დაკარგვა ასეთ ასაკში.
ამ ადამინს კი წარმატებას ვუსურვებ, საკმაოდ ოზიტიური და კარგი გუნდური მოთააშე ჩანს!
0
№8
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2020 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
სამწუხარო ისტორია მაგარი კაცია ძაან❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top