თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2020, 11:07
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1740,
კომენტარები: 8
"დაიწყება თუ არა დიდი წმენდა ზაფხულში"
ისინი "იუნაიტედს" დონეს ვერ აკმაყოფილებენ
"იუნაიტედის" ბოლო თამაშებში გარკვეული პოზიტივები შეიმჩნევა,თუმცა საქმე მაინც კლუბის მომავალს ეხება და არა რამდენიმე თამაშს.

მათ საკმაოდ ბევრი მწვრთნელი გამოიცვალეს და ნორვეგიელს ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ცვლილებები შეეტანა. მან რათქმაუნდა გადადგა ნაბიჯები და გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი გაუშვა,რაც სწორი და თამამი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან. თუმცა არის კიდევ რაღაც.

ექსპრეს – რეპორტაჟის თანახმად, ჯესი ლინგარდი და ანდრეას პერეირა გუნდიდან წასვლის პირველი კანდიდატები არიან. ამის საფუძელს გვაძლევს ისიც, რომ "ვოთფორდთან" თამაშში ზემოთ ნახსენები არცერთი ფეხბურთელი განაცხადშიც არ იყო.

რა შეიძლება ითქვას ამ ფეხბურტელებზე? ამ სეზონისთვის მათი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ლინგარდს ჯერ არ აქვს გატანილი გოლი და უფრო მეტიც,ის არ დახმარებია გუნდს "პრემიერ ლიგაში" გოლის გატანაში. ბრაზილიელი უფრო წარმატებულია, მხოლოდ ერთი გოლით და სამი საგოლე გადაცემით 23 მატჩში.

ისინი არ არინ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც "იუნაიტედს" შეეფერება და სწორედ ამიტომაც ისინი ვერ ქმნიან გუნდისთვის რაიმე ღირებულს.
რა თქმა უნდა მათი გაშვება შეიძლება იყოს იმის წინაპირობა,რომ ჯეკ გრილიშს გაიფორმებენ,თუმცა ამ მომენტისთვის ამის არანაირი ნიშანწყალი არ არის.

დრო გვიჩვენებს სოლსკიაერი იქნება თუ არა მომავალში გუნდის მენეჯერი, მაგრამ აუცილებელია, რომ გუნდმა თავი დააღწიოს უბრალო მოთამაშეებს.

ზაფხულში არასწორმა ტრანსფერებმა,შეიძლება გუნდი კიდევ რამდენიმე წლით დაწიოს უკან. ამიტომ მათ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

https://www.caughtoffside.com/
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
27 თებერვალი 2020 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რაც მთავარია გუნდიდან ნაგვის წმენდა დაწყებულია ეხლა დარჩენილია კიდევ რამდენინმე ტომარაა პერეირა მატიჩი ლინგარდი ამათაც მოიშორებენ დიდი ალბათობით ამ ზაფხულს და მოვლენ 3 ან 4 ფეხბურთელი რომლებიც შეავსებენ გუნდს , ფორვარდი , ორი ნახვერმცველი და ერთიც ცენტრალური მცველი , მაგალითად ასეთი გუნდი მინდა გვყავდეს :
დე ხეა რომერო , ჰენდერსონი ,
დალოტი ,ბისაკა , მაგავიერი ,ლინდელოფი ,( კულიბალი) , ბაი, შო, ვილიამის
მაკტომინეი, ფრედი ,ფერნანდეში , (მედისონი ),( გრილიში) ,პოგბა თუ ერთ ადგილს დაყენებს ,
ჯეიმისი, მარსიალი, რაშფორდი , გრინვუდი , (კავანის სიამოვნებით ვიხილავდი 2 სეზონი გაქაჩავს ),
(სანჩო დაგვხატავდა დაგვაკვდებოდა )
ჯონისი ლინგარი მატიჩი ალექსისი პერერია , ჩონგიც , (მატა რავი არ ვიცი სკამზე იჯდეს პონტსი კარგი იქნება და ამათ ჩამნაცვლებლებიც გვინდა და ერთდრულად ამდენი ერთად ვერ დაგვტოვებს , ამიტომ 2 წელი კიდევ გვინდა ამ ნაგვების საბოლოოდ მოსაშორებლად !!!
1
№2
ავტორი: giorgi_mg
27 თებერვალი 2020 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ALEXFERGUSON!
ეს ორი კაცი რო მოსაშორებელია ახალი არ არის, იმედია ოფერები ექნებათ რო მარტივად გაუშვან.
ამათ თამაშსს კიდე რა აზრი აქვს მაინც ვერაფერ ღირებულს ეგენი ვერ აკეთებენ სირბილის გარდა, გომესს და გარნერს მიეცეს შანსი ჯობია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2020 13:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლოს და ბოლოს ხო უნდა მორჩეს წმენდაა თუ რასაც ეძახიან, სწრაფი ტემპით არი საჭირო ფეხბურთელების მოყვანაც და ზოგის და სამწუხაროდ გაშვებაც.

მე-4 სატრანსფერო ფანჯარა იქნება სულშერისთვის ამ ზაფხულს, თუ გუნდში იყო ჯერ კიდე მომავალი სეზონისთვის, რა თქმა უნდა.
0
№4
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2020 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სავარაუდოდ წავა ბევრი მოთამაშე
0
№5
ავტორი: kantona-7
27 თებერვალი 2020 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
უნდა გაიწმინდოს გუნდი ბოლომდე აუცილებლად მეტი დრო მიეცეს აკადემიას მაგათ მაგივრად ისინი მიიღებენ პრაქტიკას + რამდენიმე ტრანფერია აუცილებლად გასაკეთებელი

სანჩესი ლინგარდი პერეირა მატა მატიჩი ჯონსი როხო ყველა გასაშვებია და წესით ერთი ტოპ ტრანფერის ფულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: deqstera
27 თებერვალი 2020 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
გასაყიდი: ლი გრანტი, ფოსუ მენსა, მატიჩი, მატა, იგალო
იჯარა-სარფიანად გაყიდვის მიზნით: ჯონსი, ლინგარდი, ფერეირა
იჯარა-დაბრუნების პერსპექტივით: ტუანზებე, ა.გომესი, ჩონგი
0
№7
ავტორი: sandroo
28 თებერვალი 2020 02:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: deqstera
გასაყიდი: ლი გრანტი, ფოსუ მენსა, მატიჩი, მატა, იგალო
იჯარა-სარფიანად გაყიდვის მიზნით: ჯონსი, ლინგარდი, ფერეირა
იჯარა-დაბრუნების პერსპექტივით: ტუანზებე, ა.გომესი, ჩონგი

იგალო არენდით გვყავს და ლი გრანტს რას ერჩი 36 წლის კაცია მესამე მეკარედ მოიყვანეს
0
№8
ავტორი: Mr.Ika
28 თებერვალი 2020 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რამდენი შანსი მიცა სულშერმა, გულშემატკივარმა, მაგრამ მაინც ვეღარ იხსნება ლინგარდი. პერეირას რაც შეეხება...................
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top