თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2020, 16:09
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1418,
კომენტარები: 3
"იუნაიტედის" შემოსავალი შემცირდა
ფინანსური ცვლილებები ჩემპიონთლა ლიგაზე არ ყოფნამ განაპირობა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საოპერაციო ფინანსების 17% -იანი ვარდნა დაადასტურა. ასევე კლუბის წმინდა დავალიანება 23.2% -ით გაიზარდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე სამი თვით ადრე.

"იუნაიტედი" ირწმუნება, რომ დავალიანების ზრდა 73,6 მილიონი ფუნტით, პირველ რიგში განპირობებულია ფულადი სახსრებისა და ფულადი ექვივალენტების ღირებულების ზოგადი შემცირებით და ირწმუნება, რომ აშშ დოლარში მთლიანი ვალის უდიდესი ნაწილი უცვლელი დარჩა.

ფინანსური წლის მეორე კვარტალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დააფიქსირა 168.4 მილიონი ფუნტის შემოსავალი და ის შემცირებულია 19.3% -ით გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე საოპერაციო მოგება 36.5 მილიონი ფუნტით განისაზღვრა და შემცირებულია 17% -ით. ასეთი შემცირების მთავარი მიზეზი იყო კლუბის არ ყოფნა ჩემპიონთა ლიგაზე .

"იუნაიტედის" გაყიდვების შემოსავლები გაიზარდა 7% -ით, ხოლო "Alibaba -სა" და "Mondelez International- თან" ბოლო პერიოდში დადებულმა კონტრაქტებმა 11,9% -ით გაზარდეს შემოსავლები.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2020 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგაზე თუ ვერ გავიდნენ მერე უფრო გაირმაგდება ვალები, ძაან აზარალებს გუნდს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა და გლეიზერები იმედია ხვდებიან ამას რო გუნდის კარგი თამაში და ფინანსების ზრდა პირდაპირპროპორციულია.
0
№2
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2020 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
წელს ლიგაზე არ გასვლა უკვე დანაშაულის ტოლფასი იქნება
0
№3
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია გენტის ფორვარდით დევისით:) და არა გიორგი ჩაკვეტაძით:D:D
ზოგადად პრემიერლიგა ბელგიას მაგრა აკვირდება იმედია ვიხილავთ გიოს ეპლში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top