თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2020, 15:04
ავტორი: 100%Red,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 8
ოლე: "გრინვუდი სრულყოფილი ცხრიანი იქნება''
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელი აგრძელებს აკადემიის აღზრდილისთვის დროის მიცემას და იმედოვნებს, რომ მისგან მრისხანე ფორვარდი დადგება.
ოლე:
"მეისონ გრინვუდს აქვს უნარი გახდეს ''სრულყოფილი 9 ნომერი'', ამბობს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი. 18 წლის ასაკში, აკადემიის აღზრდილი აგრძელებს სწრაფ განვითარებას, თავის მხრივ სოლსკიაერიც ყველაფერს აკეთებს ამისთვის და მეისონს საკმაო რაოდენიბოს დროს აძლევს.

ახალგაზრდა ინგლისელმა უკვე მოახერხა 33 თამაშში, ყველა ჩემპიონატის მასშტაბით, 11-ჯერ გამოეჩინა თავი. "წითელი ეშმაკები" დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ხელთ აქვთ შეტევითი პოტენციალის მომაკვდინებელი ფორვარდით გაძლიერების საშუალება.

ნორვეგიელმა, რომელმაც თავის დროზე მსგავსი როლი შეასრულა, "უოტფორდთან" გამართული მატჩის შემდეგ გრინვუდზე ისაუბრა:

"სეზონი, რაც მას ჰქონდა, ბევრს მეტყველებს მის შესახებ. ის თანდათან უკეთესი ხდება. ის თვრამეტისაა და ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ მის სხეულს ზრდა არ აქვს დამთავრებული, არ არის ისე როგორც რუნი იყო 18 წლის ასაკში. ის უფრო გაიზრდება და ჩამოყალიბდება, რასაც აუცილებლად დრო დასჭირდება."

შეგახსენებთ, მეისონმა უოტფორდთან 80 წუთი ითამაშა და თავი გოლით გამოიჩინა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
26 თებერვალი 2020 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ძალიან მაგარი იზრდება თუ განვითარება არ შეწყვიტა, დარტყმა აქვს ძალაინ მაგარი !!1
0
№2
ავტორი: David_Beckham7
26 თებერვალი 2020 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ზუსტად რო მართლა ყველა გუნდისთვის სანატრელი 9 ნი იქნება. ორივე ფეხს შესანიშნავად ხმარობს, მე ნანახი მაქვს ვიდეოები სადაც მარცხენითაც იტანს ჯარიმას და მარჯვენითაც ოფიციალურ ასაკობრივ მატჩში. და სეორად აღნიშნა ოლემ ჯერ ზრდას აგრძელებს მისი სხეული რო შეხედავ გარეგნობითაც იგრძნობა რო ბავშვია და ეს რო დაღვინდება 20-21 წლის ძალაც მოემატება სიბრძნეც უფრო, ერთ რამედ ღირს ამის განვითარების ყურება
0
№3
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Am stilis forvardi mevaseba yvelaze metad, sasiamovno sayurebelia.
wveulebebs da medzavebs tu ar gadayveba sheudlia mkvleli forvardi gaxdes.
0
№4
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2020 17:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რისკები ყოველთვი არსებობს მარა რო ვფიქრობ რა უნდა მოხდეს ისეთი რო ეს ბიჭი ვერ დადგეს ის რასაც ამისგან ელიან? არც ტრანვებისკენ აქ მიდრეკილება და თამაშებშიც მონდომება არ აკლია, მაგარი ვინმე გვეყოლება ამ კაცის სახით მალე , სწრაფი 2 ვე ფეხით იდეალურად მოქმედი ფორვარდი მაგარი შორეული დარტყმით კარგი მოძრაობებით და კარგი საგოლე ალღოთი 18 წლის ბიჭისთვის უკვე ძაან ბევრი მაგარი თვისბეა აქვს და ამ ასაკითვსის ზედმეტად მაგარი შედეგიც აქ ამ მომენტამდე და ჯერ კიდევ სეზონი არ დასრულებულა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2020 19:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია პრესამ ზედმეტად არ გააპიაროს როგორც ინგლისელებმა იციან ხოლმე და აცადონ ამ ბიჭს
0
№6
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2020 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მემგონი დიდი პროფესორობა არ ჭირდება რო დიდი მომავალი აქვს❤️
0
№7
ავტორი: onlyred
26 თებერვალი 2020 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ფიზიკაზე უნდა იმუშაოს პროფესიონალურად.
ბოლოს რაც ვნახრ მბაპეა რამდენს ურტყამენ თან საფრანგეთში ყველა ცელია აგერ ნეი სულ ტრავმებშია და ის არ მაზავს თამაშს.
ფიზიკას თუ მიხედავს ან მესისავით ჭკუით იქნება კონტაქტებისას შეუძლია განვითარება კარგად.
შოუ მახსენდება სულ ტალანტებზე რა ბიჭი იყო ტრავმამდე და რა შოსაა ახლა თუნდაც ფორმაში როა მაშინაც იმ ძველი ფორმისგა
0
№8
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 23:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან კარგი ბიჭია,შეუძლია მაღალ დონეზეც ითამაშოს,ისე კი ცენტრფორვარდობაზე რა მოგახსენოთ,მაგამ რამდენჯერაც მარჯვენა ფლანგზე ითამაშა იმდენჯერ უფრო პროდუქტიული იყო ვიდრე ცენტრფორვარდად ყოფნის დროს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top