"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები თვალს ადევნებდნენ "პორტოსა" და კოლუმბიის ვარსკვლავს ჯეიმს როდრიგეზს შაბათს, "რიო ავეს" წინააღმდეგ, როგორც ჩანს კლუბი ჯერ კიდევ დაინტერესებულია მისი ყიდვით.
როდრიგეზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. 21 წლის ფეხბურთელს უვე შეარქვეს "ახალი კარლოს ვალდერამა", "სამხრეთ ამერიკელი კრისტიანო რონალდო" და ახალი ნანი.
"იუნაიტედმა" ზაფხულში გამოთქვა მის მიმართ დაინტერესება, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ფეხბურთელის მაღალმა ფასმა შეუშალა.
ფეხბურთელის საწყისი ფასი 24 მილიონი ევრო იყო, თუმცა შემდეგ მისი ფასი 36 მილიონამდე ავიდა.