ბრუნო ფერნანდეში კვლავ აღიარებულ იქნა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შესანიშნავი შენაძენი გააკეთა.
დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გარიგება შედგა - თქვა ოლემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრუნოს მოსვლა ძალიან კარგია. მან იმპულსი მისცა მთელ გუნდს და ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეძენა.
მან ტრიბუნებზეც რაღაც შეცვალა. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს უყვართ ასეთი პიროვნული, ფსიქოლოგიური და ხარისხის მქონე მოთამაშეები. მას აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშისთვის ყველა ის მახასიათებელი, რაც ჩვენ გულშემატკივრებს ამ სტადიონზე ბევრჯერ უნახავთ. პირველი დღიდან, პირველი წუთიდან, ის შესამჩნევი მოთამაშე იყო ჩვენს გუნში და პრიველივე ვარჯიშზე განუწყვეტლივ ბურთს ითხოვდა. ზოგიერთ მოთამაშეს დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, მაგრამ ის პირველივე წუთიდან იყო თავდაჯერებული.
გულწრფელად რომ გითხრათ, ბრუნო არის პოლ სქოულზის და ვერონის ნაზავი. მას აქვს ვერონის ტემპერამენტი და ისეთივე ხარისხი, როგორიც ამ ორ მოთამაშეს გააჩნდა. ის კარგად მუშაობს! იგი აჩვენებს მის პიროვნულ მახასიათებლებს. ის მიეკუთვნება იუნაიტედის იმ მოთამაშეებს,რომლებსაც მუდამ სურთ მოედანზე შესვლა. ბრუნოს უყვარს ბურთის დაჭერა, სურს აკონტროლოს რითმი, დაეხმაროს თანაგუნდელებს და მთელ გუნდს,