თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2020, 10:37
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1547,
კომენტარები: 7
ფერნანდეში: "ეს საოცარი გრძნობაა"
ბრუნო თამაშის შემდეგ.
ფერნანდეში:
ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით გატანილი პირველი გოლი აღწერა, როგორც ახდენილი ოცნება "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდთან" 3-0 გამარჯვების შემდეგ.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა "წითლებს" თერთმეტმერიანი მოუტანა, თავად შეასრულა და მატჩში ანგარიში გახსნა ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე, თუმცა ბრუნოს მონაგარი მხოლოდ გოლი როდია, მისი პასის შემდეგ მარსიალმა მეორე ცდაზე ეფექტური გოლით მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ბოლოს შედეგიანი გადაცემა გრინვუდის მისამართით.

ეს კვირა პორტუგალიელისთვის წარმატებულია. მან გასულ ორშაბათს "ჩელსისთან" მატჩში კუთხურიდან ჰარი მაგუაიერსაც გაატანინა.

ეს საოცარი გრძნობაა, - განუცხადა MUTV– ს თამაშის შემდეგ. ეს კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა. ეს ბოლო რამდენიმე კვირა უბრალოდ საოცარი იყო ჩემთვის და გუნდისთვის. "ვულვზთან" დასრულებული ფრის შემდეგ, ჩვენ გავიმარჯვეთ მნიშვნელოვან თამაშსი "ჩელსის" წინააღმდეგ სტუმრად, ასევე დღეს დავამარცხეთ "უოტფორდი" და მოვიპოვეთ სამი ქულა. ძალიან მიხარია, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ მივიწევთ.

ბედნიერი ვარ - დასძინა მან. ჩემი ოჯახი პარასკევს ჩამოფრინდა, მათ იდეალური დრო შეარჩიეს და ჩემი პირველი გოლი იხილეს ტრიბუნიდან.

ფერნანდეშის მიერ გატანილი პენალტი საკმაოდ უჩვეულო იყო თუმცა მან დამაჯერებლად შეასრულა. ბრუნოსთვის ეს მე-13 თერთმეტმეტრიანია, ბოლოს მან 2016 წელს უდინეზეს მაისურით ნაპოლის ვერ გაუტანა, მას შემდეგ უშეცდომოა.
როგორც წესი პენალტს ასე ვურტყავ, მაგრამ ზოგჯერ სტილს ვცვლი მრავალფეროვნებისთვის. დღეს, მე თავდაჯერებული ვიყავი, რომ ასე გამესროლა, დარტყმაც ეფექტური გამოვიდა - თქვა მან.

ფერნანდესი პოპულარული გახდა მას შემდეგ რაც იანვარში სპორტინგიდან მისი ტრანსფერი დადასტურდა. ქომაგები დიდი ოვაციებით ამხნევებდნენ მას სადებიუტო შეხვედრაში, ასევე შეძახილებით - "ბრუნო, ბრუნო" მთელი მატჩის განმავლობაში.

ატმოსფერო ფანტასტიურია, გულშემატკივრები ძალინ დიდ ენერგიას მაძლევენ და თავდაჯერებულს მხდიან, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნო და ლაღად ვითამაშო, ასევე რათქმაუნდა თანაგუნდელები მოედანზე, რომლებიც მენდობიან და მაძლიერებენ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ბრუნოს ასევე ჰკითხეს მეისონ გრინვუდზე, რომელმაც ფანტასტიური გოლი გაიტანა შორეული დარტყმით მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. პორტუგალიელი თვლის, 18 წლის ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს.

მეისონს უამრავი კარგი თვისება აქვს, ჯერ ახალგაზრდაა, ის უფრო და უფრო უნდა განვითარდეს, იმ თავდაჯერებულობით რაც მას გააჩნია და ნდობით რაც მის მიმართ გუნდში გაგვაჩნია მას შეუძლია გახდეს ძალიან კარგი მოთამაშე-დაასრულა ფენრდანდეშმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
24 თებერვალი 2020 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მისწორდება მაგრად ამ ბიჭის ესეთი წარმატება პირველივე მატჩებში, სიმართლე ვთქვა ესე უცებ თუ ესე გაიხსნებოდა და ესეთ ფიგურად მოგვევლინ3ბოდა არ ველოდებოდი, მეთქი ცოტა დრო ადაბტაცია დაჭირდება
0
№2
ავტორი: levionok
24 თებერვალი 2020 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჰაერივით გვჭირდებოდა ეს ბიჭი და თავის საქმეს იმაზე კარგად აკეთებს ვიდრე მოველოდით საგოლე პასებს პოკერის დილერივით არიგებს და მარტო საგოლე პასებით არ შემოიფარგლება ყველგან არის აზრიანად მოძრაობს და გუნდს დიდ სივრცეებს აძლევს,სამწუხაროა რომ ამასთან ერთად ის გარეწარი პოგბა ვერ ითამაშებს თორემ არ ვიცი რა რა ცენტრი გვეყოლებოდა:(((
0
№3
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2020 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რჩება შთაბეჭდილება თითქოს წლებია ამ გუნდის წევრი ❤️
0
№4
ავტორი: giorgi_mg
24 თებერვალი 2020 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამას უკნიდან კარგი მეპასე დაუდგეს (პოგბა) და უფრო მაგრადაც ათამაშდება და უფრო შედეგიანიც იქნება
1
№5
ავტორი: Karanadze
24 თებერვალი 2020 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Ეს პოგბასთან ერთად ცო შედეგიანი იქნება მაგრამ პოგბა როგორი შედეგიანი იქნება ამასთან ვაბშე ხო. Პოგბა და ეს რო შორიდან გასროლებს და პასებს გააკეთებენ ამოისუნთქავს გუნდი. Მაგრამ პოგბა წარაკუა ბიჯია ხასიათით ეს კი ლომია დდ
0
№6
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2020 19:49
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ბრუნოს ტრანსფერი ერთიორად ამოავსებს პოგბას დანაკლისს. დიდი ალბათობით პოგბა გაიყიდება და ნახევარდაცვაში მედისონს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბრუნოსთან ერთად.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2020 20:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეგრევე შეეტყო გუნდს ხარისხი, ამიტოა საჭირო მაღალი დონის მოთამაშეების ყიდვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top