ოლე გუნარ სოლსკიაერმა ექვსი ცვლილება შეიტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში "უოტფორდთან" დაპირისპირების წინ.
ხუთშაბათს, "ბრიუგესთან", ევოპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში დასვენების შემდეგ დავიდ დე ჰეა, აარონ ვან-ბისაკა, ბრუნო ფერნანდეში, დენიელ ჯეიმსი და მეისონ გრინვუდი მოხვდნენ სასტარტო თერთმეტეულში.
თინეიჯერი მეისონ გრინვუდისთვის პირველი სასტარტო მატჩი იქნება პრემიერ ლიგაში მას შემდეგ, რაც მან "ნიუკასლთან" ბოქსინგ დეიზე გაიტანა.
სკოტ მაკტომინეი, რომელმაც მუხლის ტრამვა მოიშუშა, ასევე მოხვდა 18-კაციან განაცხადში.
ტაჰიტ ჩონგი და ყოფილი "უოტფორდელი" ოდიონ იღალო ასევე შეცვლებში იქნებიან, ჯესი ლინგარდი და ანდრეას პერეირა კი განაცხადს მიღმა აღმოჩნდნენ.
ძირითადი თერთმეტეული: დე ჰეა; ვან-ბისაკა; ლინდელოფი; მაგუაიერი(კ); შოუ; ფრედი; მატიჩი; გრინვუდი; ფერნანდეში; ჯეიმსი; მარსიალი;
სათადარიგო ფეხბურთელები: რომერო; ბაილი; უილიამსი; მატა; მაკტომინეი; ჩონგი; იღალო;