თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2020, 00:36
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 10
250 მილიონი ლიდერობისთვის
რობი სევეჯის აზრით, ზაფხულში ტრანსფერებში 250 მილიონის დახარჯვა კლუბს დიდების მწვერვალზე დააბრუნებს.
250 მილიონი ლიდერობისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სწორად დახარჯული 250 მილიონი ფუნტით კვლავ ტოპ-კლუბად იქცევა, თვლის რობი სევეჯი.

მან Daily Mirror-თან განაცხადა:

"თუ სოლსკიაერს 250 მილიონ ფუნტს მისცემენ, რათა შეიძინოს ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი, გამთამაშებელი ჯეკ გრილიში და წინა პოზიციებზე ჯეიდონ სანჩო, მომავალში ეშმაკების პოტენციური საუკეთესო თერთმეტეული "ლივერპულს" და "სიტის" დააფიქრებს საკუთარი გუნდების გასაძლიერებლად ფულის დახარჯვაზე".

"მე ვთქვი, რომ იუნაიტედს ჯერ კიდევ ბევრი უკლია "სიტიმდე" და "ლივერპულამდე", მაგრამ თუ ისინი აჯობებენ სხვა კლუბებს და ამ შენაძენებს გააკეთებენ - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი ამაში ძალიან დაეხმარებათ - ვფიქრობ ასეთი ზაფხულის შემდეგ უკვე რეალური იქნება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა".

"ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაამარცხეს ჩელსი, სამჯერ! დაამარცხეს სიტი, ორჯერ! დაამარცხეს ტოტენჰემი. არ დაგვავიწყდეს რომ მხოლოდ მათ შეძლეს ამ სეზონში ლივერპულისთვის ქულების წართმევა".

"მათ რომ შედარებით სუსტი და ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდების დამარცხება მოეხერხებინათ, მატჩებში, რომლებშიც აშკარა ფავორიტები იყვნენ და რეალურად ქულები გაფლანგეს, მათ უკვე გარანტირებულად ექნებოდათ მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის საგზური".


სევეჯი პოზიტიურ ვარაუდს აკეთებს ამ სეზონთან დაკავშირებით:

"ჩემი აზრით, სოლსკიაერს შეუძლია დაასრულოს სეზონი ტოპ ოთხეულში, მოიგოს ასოციაციიის თასი, სადაც ეშმაკებს უწევთ მათ ყოფილ ლიდერთან - უეინ რუნისთან შეხვედრა და ვთვლი რომ გავლენ შემდეგ ეტაპზე, ასევე ვთვლი რომ ევროპის ლიგაზეც გადალახავენ "ბრიუგეს" ბარიერს".

"ოლეს ჰქონდა ერთი კარგი სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც მან ჰარი მაგუაიერი, დენიელ ჯეიმსი და აარონ ვან-ბისაკა მოიყვანა გუნდში. მას კიდევ ერთი კარგი ფანჯარა აშორებს იმ გუნდამდე, რომლითაც კონკურენტუნარიანი იქნება გრძელვადიან პერიოდში სხვა ძლიერი გუნდების მიმართ. როგორც იქნა მანჩესტერის მომავალში იმედები ჩაისახა".

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" არაერთ გუნდთან იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, რაც "მანჩესტერ სიტის" სადამსჯელო სანქციების შემდეგ შედარებით გამარტივდა.

წყარო: Mirror
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2020 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ეს სამი მოთამაშე მართლა რო დაგვათრევინა სერიოზულად გაძლიერდება გუნდი
0
№2
ავტორი: Malboro463
23 თებერვალი 2020 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
გრილიშის გამთამაშებლობას ცენზურა
0
№3
ავტორი: David_Beckham7
23 თებერვალი 2020 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ლიგაზე თუ გავედით აქედან 3 თუ არა 2 ს მაინც მოიყვანენ მგონია. ლიგოს შემთხვევაში სანჩო, გრილიშს ულიგოდაც ალბათ და თუ ბაილი ჯანზე იყო არ ვიცი კულიბქლის იყიდიან თუ არა
0
№4
ავტორი: levionok
23 თებერვალი 2020 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
იკარდის ნაირი თავდამსხმელი გვინდა თან ხელმისაწვდომია და ასეთი დონის კაცისთვის ვანდა ნარაზეც სეიძლება თვალის დახუჭვა მითუმეტეს რომ ბოჩკას მოვიცილებთ სავარაუდოდ მე ობამეიანგი მინდა მაგრამ არც კი იწერება რაც შეეხება კულიბალის ის თუ მოვა არ ვიცი ჩვენზე მაგარი დაცვა ვის ეყოლება
0
№5
ავტორი: Chesterman
23 თებერვალი 2020 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ერთი კარგი ცხრიანიც და არავისზე ნაკლები გუნდი არ გვეყოლებოდა
0
№6
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2020 13:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მარჯვენა ვინგერი აუცილებლად მოსაყვანია,მე პირადად ბრაიან რუისი მომწონს და არიქნება ურიგი მისი მოყვანა კულიბალისთან ერთად.იკარდი ან ვერნერი დანიდეალური გუნდი გვეყოლება;)

მარჯვენა ვინგერი აუცილებლად მოსაყვანია,მე პირადად ბრაიან რუისი მომწონს და არიქნება ურიგი მისი მოყვანა კულიბალისთან ერთად.იკარდი ან ვერნერი დანიდეალური გუნდი გვეყოლება;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2020 15:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენიმე ტოპ ტრანსფერი გასაკეთებელია ფაქტია
0
№8
ავტორი: bendzela
23 თებერვალი 2020 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ბაილი იყოს ფორმაში და კულიბალი ვაფშე არაა საჭიროო .. ცხოველია ჩვენი სამიანჯ ცხოველი
0
№9
ავტორი: levionok
23 თებერვალი 2020 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბაილი კარგია მაგრამ მის იმედად ვერცერთი გუნდი ვერ გაჩერდება,არ მოიყვანო კულიბალი მიიღო მორიგი ტრამვა და ვსიო ისევ ლინდელოფი ჟონის უნდა გყავდეს ასე რომ კულიბალი მოსაყვანია სანჩო ეს 100% მოსაყვანია პოგბა წავა და მის მაგივრად მედისონი მოვა სავარაუდოდ და 9 ნი გვინდა აუცილებლად
0
№10
ავტორი: Mishiko82
23 თებერვალი 2020 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ვერნერი მოუხდება გუნდს კულიბალი აუცილებელია და პოგბას შემცვლელად სავიჩი კარგი ვარიანტი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top