თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2020, 17:59
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1489,
კომენტარები: 5
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)
მცირე ინფორმაცია მომავალ მატჩთან დაკავშირებით
თუ ოლე გუნარ სოლსკიაერის სიტყვებს დავუჯერებთ, კვირას "უოტფორდთან" გასამართ მატჩში სკოტ მაკტომინეი შეიძლება ეშმაკების რიგებს დაუბრუნდეს.

მეისონ გრინვუდმა ხუთშაბათს "ბრიუგესთან" მატჩისთვის ბელგიაში არც გაფრენილა და შესაძლებელია, რომ გამოჯანმრთელება ვერც კვირამდე მოასწროს, ეს ნიშნავს, რომ ოდიონ იღალოს შანსი აქვს ყოფილ გუნდთან მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყოს. მარკუს რაშფორდი და პოლ პოგბა კვლავ განაცხადს მიღმა არიან.

"უოტფორდის" მცველი კიკო ფემენია შესაძლოა დაბრუნდეს მას შემდეგ, რაც წინა 7 მატჩი გამოტოვა. ასევე შესაძლოა დაბრუნდეს ისმაილა სარი, რომელმაც გასულ თვეში "ტოტენჰემთან" მატჩისას ტრამვა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

გთავაზობთ მცირე სტატისტიკას:

* მანჩესტერ იუნაიტედმა მოახერხა პრემიერ ლიგის ეგიდით "უოტფორდთან" გამართულ ექვსივე მატჩში გამარჯვება, გაიტანეს 14 ბურთი და გაუშვეს მხოლოდ 2.

* "უოტფორდს" არასდროს მოუგია ოლდ ტრაფორდზე, 12 მატჩიდან მათ მხოლოდ 2 ფრე დააფიქსირეს, 10 კი წააგეს. 1985 წლის შემდეგ მათ უკვე ზედიზედ 8 მარცხი განიცადეს "იუნაიტედის" საშინაო არენაზე.

* ლიგის ისტორიაში, "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ გუნდთან დაუმარცხებლად ჩატარებულ საშინაო მატჩებში, "უოტფორდზე"(12 მატჩი) უფრო კარგი სტატისტიკა "ჰალ სიტისთან"(13) აქვს.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 2 პრემიერ ლიგის საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა (0-2 vs "ბარნლი", 0-0 vs "ვულვზი"). ამაზე უარესი სერია ოლდ ტრაფორდზე მათ 2003 წელს ჰქონდათ, როდესაც გოლის გატანა სამი მატჩის მანძილზე ვერ მოახერხეს.

* ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერიის(4 მ, 2ფ) შემდეგ ნაიჯელ პირსონი თაოსნობით, "უოტფორდი" ბოლო სამი მატჩიდან ორში დამარცხდა.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ორი მატჩია კარს მშრალად ინახავს. ამაზე უკეთესი სერია ბოლოს მათ დაახლოებით ერთი წლის წინ ჰქონდათ - 2019 წლის თებერვალში მათ ზედიზედ სამ მატჩში არ გაუშვიათ გოლი.


skysports-ის ექსპერტი, ჩარლი ნიკოლასი მომავალ მატჩთან დაკავშირებით პროგნოზს აკეთებს.

ეს კიდევ ერთი მატჩი იქნება იუნაიტედისთვის, რომელშიც ვერ იწინასწარმეტყველებ რა მოხდება. მათ "ბრიუგესთან" უბრალო თამაში შემოგვთავაზეს, სადაც მარსიალმა კვლავ გაიტანა. როგორი განლაგება ექნებათ კვირას მათ? ამის განსაზღვრა რთულია.

ნებისმიერ სხვა დროს ფსონი გაკეთება ზედმეტად მარტივი იქნებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მდგომარეობაშია ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი", არაფრის გარანტია არ გვაქვს. "უოტფორდი" ლიგაში დასარჩენად იბრძვის და ისინი ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქულის მოსაპოვებლად.

"უოტფორდი" მოგებით ამ ორმოს თითქოს თავს დააღწევს, მაგრამ ამგვარ სცენარს მე ვერ ვხედავ. ეს არ იქნება ადვილი იუნაიტედისთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც მარსიალი გოლების გატანას დაუბრუნდა, ფსონს გავაკეთებ ეშმაკების გამარჯვებაზე მცირე სხვაობით.


მანჩესტერ იუნაიტედი 2 - 1 უოტფორდი


skysports.com
მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
უსიკვდილოდ მოსაგები თამაში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგი შანსია წინსვლის და უეჭველი უნდა მოიგონ
0
№3
ავტორი: Lukalaba
22 თებერვალი 2020 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
შეფილდმა ფრე ითამაშა ტოტემ წააგო და ჩელსისთან 3ქულა იქნება მოსაგებია უეჭველი love manunited
0
№4
ავტორი: PaLoMo
22 თებერვალი 2020 23:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
მოგებით მე5ზე გადავდივართ და უეჭველი მოსაგებია

სავიჩი აღარ გვჭირდება ხო?:-/

ან ნაპოლის ნახევარმცველი ფაჯიან რუისი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: David_Beckham7
23 თებერვალი 2020 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მოვიგებთ დღეს და ბრუნი იტანს, სავარაუდოდ ჯარიმას მაგრამ მგონია რო გაიტანს უკვე. ძაან ჩაჯდება დაცვაში და შორიდან დარტყმა ან ჯარიმა ბრუნოსია

მოვიგებთ დღეს და ბრუნი იტანს, სავარაუდოდ ჯარიმას მაგრამ მგონია რო გაიტანს უკვე. ძაან ჩაჯდება დაცვაში და შორიდან დარტყმა ან ჯარიმა ბრუნოსია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top