თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2020, 17:14
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1278,
კომენტარები: 6
"დინ ჰენდერსონს ყველაფრის მიღწევა შეუძლია"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის აღზევება "შეფილდ იუნაიტედის" რიგებში იჯარით ყოფნისას
ექსპერტების აზრით, მომავალში დინ ჰენდერსონს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუნდაც იქცეს შემდეგ სეზონში ეშმაკების პირველ არჩევნად.

ასეთივე ვერდიქტი გამოაქვს მის თანაგუნდელს "შეფილდ იუნატიედში" და ყოფილ ეშმაკს, ოლივერ ნორვუდს, რომელმაც MEN Sport-თან ჰენდერსონის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ნორვუდმა აღნიშნა, რომ მომავალში "შეფილდის" ბოსს, კრის უაილდერს სურს 22 წლის მეკარის იჯარის ვადის გახანგრძლივება მესამე წლამდე, მაგრამ ასევე არის შანსი რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი დაიბრუნოს საკუთარ რიგებში, რათა დავიდ დე ჰეას კონკურენცია გაუწიოს.

ნორვუდი, 28 წლის ნახევარმცველი, რომელიც მანჩესტერულ ახალგაზრდულ გუნდში პოლ პოგბას და ჯესი ლინგარდის თანაგუნდელი იყო, დინ ჰენდერსონისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის დიდებულია. ის ნამდვილად კარგად თამაშობს და ძალიან გაიზარდა ამ სეზონის მანძილზე".

"ვფიქრობ, როდესაც მასთან ერთად პირველად ვითამაშე, გასული სეზონი ბოლოს, ის კვლავ პატარა, ახალგაზრდა მოთამაშე იყო".

"ახლა კი მის თამაშში შეამჩნევთ დეტალებს, რომლებიც აუცილებელია, რათა უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარო".

"ის მიმდინარე სეზონში შესანიშნავია. სეივები, რომლებსაც იგი აკეთებს, მატჩების რაოდენობა, რომლებშიც იგი კარს მშრალად ინახავს პრემიერ ლიგაში - ეს ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. მაგრამ ამის გამო მის წინ მდგომი ბიჭები - დაცვის ხუთეული, არ უნდა დაგვავიწყდეს".


ნორვუდს წარმოდგენა არ აქვს, თუ სად ითამაშებს შემდეგ სეზონში უაითჰევენში დაბადებული მეკარე, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ იგი ნებისმიერ გუნდში მიაღწევს წარმატებებს.

ჰენდერსონმა, გასულ ზაფხულს, პრემიერ ლიგაში ნორვუდთან ერთად აღზევების შემდეგ, ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "მანჩესტერ იუნაიტედთან", რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას სამომავლო გეგმები აქვს ოლდ ტრაფორდზე.

კითხვაზე, თუ სად ითამაშებს შემდეგ სეზონში ჰენდერსონი, ნორვუდმა მარტივად უპასუხა:

"ეს ჩემი სალაპარაკო არ არის, თუ სიმართლე გაინტერესებთ. ეს კლუბების პოლიტიკის ნაწილია".

"მას ბევრი შესაძლებლობა აქვს. თუ სეზონის ბოლოს დაგვტოვებს, ჩვენ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ რომ ჩვენთან დარჩება, რადგან ფანტასტიკური მეკარეა".

"დინს დიდი მომავალი აქვს, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, მას შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს თუ მოინდომებს, რადგან ამისთვის საჭირო უნარები გააჩნია".

"თუ არ გაჩერდება და მუშაობას გააგრძელებს, მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა აღმოჩნდეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის".


წყარო: MEN
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: volldagger
22 თებერვალი 2020 17:16
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
მე პირადად ძალიან მომწონს ეს ბიჭი, ინგლისელ მეკარეებში ჯერ არავინ მომწონებია ასეთ დონეზე, ძალიან თავდაჯერებულია თან ყველა სქილი აქვს იმისთვის რომ მართლა ნომერ პირველი გახდეს, ევროპაზეც ეს იქნება ძირითადის მეკარე ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ?
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 18:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ სეზონში პიქფორდზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და წესით ევროპაზე პირველი მეკარეც უნდა იყოს, რაც შეეხება შემდეგ სეზონში აქ დაბრუნებას, ჩემი აზრით კიდე უნდა დატოვონ შეფილდში, აქ ისეთ პრაქტიკას მაინც ვერ მიიღებს.
0
№3
ავტორი: volldagger
22 თებერვალი 2020 18:30
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
ციტატა: SANDROGRIGA
ამ სეზონში პიქფორდზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და წესით ევროპაზე პირველი მეკარეც უნდა იყოს, რაც შეეხება შემდეგ სეზონში აქ დაბრუნებას, ჩემი აზრით კიდე უნდა დატოვონ შეფილდში, აქ ისეთ პრაქტიკას მაინც ვერ მიიღებს.

მეც მასე ვფიქრობ, დე ჰეასთან ჯერ გაუჭირდება მაინც
1
№4
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაგარი ბიჭია ძაან

მაგარი ბიჭია ძაან
0
№5
ავტორი: Lukalaba
22 თებერვალი 2020 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ძალიან მაგარი მომავალი აქვს love
0
№6
ავტორი: David_Beckham7
22 თებერვალი 2020 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მაგარი ბიჭია იმედია არ შეწყვეტს განვითარებას. ისეთ სეივებს აკეთებს, გასაკვირს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top