"ოლდ ტრაფორდის" ლეგენდებმა დენის ირვინმა და ლოუ მაკარიმ შეაქეს რაიან გიგზი "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 2-0 გამარჯვების შემდეგ.
გიგზმა ჩაატარა 999-ე მატჩი კარიერაში (931 "იუნაიტედში", 64 უელსის ნაკრებში, ხოლო 4 დიდი ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში), მან შაბათს გამართულ მატჩში მეორე ბურთი გაიტანა და გუნდს მორიგი სამი ქულა გაუნაღდა "პრემიერ ლიგის" სატიტულო ბრძოლაში.
"ბოლო წლებში იყო პერიოდები, როდესაც ხალხი მას კარიერის დამთავრებას უწინასწარმეტყველებდა." განაცხადა ლოუ მაკარიმ. "თუმცა ის ისევ მაღალ დონეზე თამაშობს და ეს "ქპრსთან" მატჩშიც დაგვანახა. გაავს ის 40 წლის ფეხბურთელს? მე ვფიქრობ არა. ის მთელ მოედანზე დაფრინავდა, ხშირად იღებდა ბურთს და პასებსაც მშვენივრად აკეთებდა."
"ყველაზე კარგი ინდიკატორი მისი სიძლიერისა არის ის, რომ მწვრნელი მას ჯერ კიდევ ათამაშებს. სერ ალექსს არასდროს არაფერი ეშლება როცა საქმე "მანჩესტერ იუნაიტედს" ეხება. ის ფეხბურთელებს უშვებს, როცა ხალხი ვერ ხვდება ამის მიზეზს, მაგრამ მან იცის ის რაც ჩვენთვის უცნობია."
"იგივე ეხება ფეხბურთელების დატოვებას. თუ ის გიგზს და პოლ სქოუზს გუნდში ტოვებს, ესე იგი მას აქვს რწმენა, რომ მათ შეუძლიათ რაიმე შემოგვთავაზონ. ისინი გადიან მოედანზე და ადასტურებენ მწვრთნელის სიმართლეს. გიგზის და სქოუზის ჩამოწერა სისულელეა. შეიძლება მათ აქვთ რამდენიმე ჩავარდნა, მაგრამ ეს ყველა მაღალი დონის ფეხბურთელს ახასიათებს, მითუმეტეს ისინი 40 წელს მიუახლოვდნენ."
დენის ირვინმა დაამატა: "ის ფანტასტიური ფეხბურთელია. თქვენ ის ვარჯიშებზე უნდა ნახოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მან დაიწყო ვინგერად თამაში, რომელიც ფლანგზე აქეთ-იქით დარბოდა, იტადა გოლებს და ქმნიდა საგოლე მომენტებს."
"შაბათს ის მოედნის ცენტრში თამაშობდა, ასევე შესანიშნად ეხმარებოდა მცველებს. როგორც ლოუმ განაცხადა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ის საკმარისად კარგი რომ არ იყოს, მწვრთნელი მას არ ათამაშებდა."
"სერ ალექსი მას ენდობა, მან იცოდა, რომ იქნებოდა რთულ თამაში, მაგრამ ის ძირითად შემადგენლობაში მოახვედრა და შესანიშნავი გოლიც ვიხილეთ. ის უდავოდ ფანტასტიური ფეხბურთელია."
"999 მატჩის ჩატარება დაუჯერებელია. როცა ის 20 წლის იყო მას ჰქონდა პრობლემები მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ მან დაიწყო იოგას ვარჯიში, რომელიც ძალიან დაეხმარა. საერთოდ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მწვრთნელი ფრთხილობს მასთან დაკავშირებით, მაგრამ ის შესანიშნავი ათლეტია. მას არცერთი გრამი ზედმეტი წონა არ აქვს."
"ის თავის თავს კარგად უვლის. ის ისეთივე ინტენსიურად და ბევრს ვარჯიშობს, როგორც ეს შაბათის მატჩში ვნახეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გიგზისა და სქოუზისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ, მათი ქცევის ყურებით ვარჯიშზე და გასახდელში. რაინი ყოველთვის ემოციურია გასახდელში და არასდროს არაა ჩუმად. ის ნამდვილი პროფესიონალია და ეს "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მატჩშიც დაგვანახა.