თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2020, 05:20
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1331,
კომენტარები: 6
მატა: "მჯერა, რომ მოვიგებთ"
მატა "ბრიუგესთან" განმეორებით მატჩს თავდაჯერებულად ხვდება
მატა:
ხუან მატას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია გადალახოს "ბრიუგეს" ბარიერი სტუმრად მოპოვებული გატანილი გოლის უპირატესობით და ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გავიდეს.

ენტონი მარსიალის პირველ ტაიმში გატანილი გამათანაბრებელი გოლით ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი შემდეგ ხუთშაბათს ოლდ ტრაფორდზე გასამართ მატჩს უპირატესობით ხვდება, ხუან მატა კი დარწმუნებულია რომ საშინაო კედლებში მისი კლუბი შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია სახლში გავიმარჯვოთ და ბარიერი გადავლახოთ", ამობს იგი MUTV-თან საუბრისას. "ჩვენ ვაფასებთ "ბრიუგეს", ისინი კარგად თამაშობენ საკუთარ ლიგაში და მათი მწვრთნელიც ძალიან კარგია".

"ისინი უკნიდან თამაშობენ, მათი რიგების დაშლა რთულია, ამიტომ შევეცდებით, რომ თამაშზე კონტროლი მოვიპოვოთ და რაც შეიძლება მცირე რაოდენობით გავუშვათ კონტრშეტევები, რადგან მათ წინ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ, როგორც დღეს გამოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს შანსებს გოლებად გარდაქმნით და შემდეგ ეტაპზე გავალთ".

"ბრიუგემ" ხუთშაბათის მატჩის ანგარიში მალევე გახსნა, ემანუელ დენისს 15 წუთი დასჭირდა მანჩესტერელთა კარების ასაღებად. თუმცა, მატა თვლის რომ მარსიალის გოლმა გამარჯვებასთან "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მიაახლოვა.

"ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით. ჩვენ მათ ნახევარზე უფრო მეტად ვმოქმედებდით და გვქონდა შანსები გაგვეტანა მეორე გოლიც - გვქონდა მომენტი ბრენდონ უილიამსის მონაწილეობით, ასევე ენტონი მარსიალის დარტყმული ძელს მოხვდა".

"მათ გაიტანეს გოლი, რომელიც რეალურად არ უნდა გაგვეშვა და ჩვენი გოლიც მათ შეცდომას მოჰყვა. ჩვენ გამარჯვება გვსურდა, მაგრამ მატჩი 1-1 დასრულდა, რომელიც სულაც არ არის ცუდი შედეგი".

მატას თანაგუნდელი, ვიქტორ ლინდელოფიც უკმაყოფილო იყო გაშვებული გოლის დროს გამოჩენილი დაუდევრობით, მაგრამ ისიც თვლის, რომ "იუნაიტედს" შედარებით მყარი პოზიცია აქვს, ვიდრე ბელგიელებს, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლონ.

"ეს ფეხბურთია, ასე ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა. მაგრამ ჩვენ სტუმრად გატანილი გოლი გვაქვს, რომელიც ევროპულ მატჩებში დიდ როლს ატარებს".

"დღეს, დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩვენს მოწინააღმდეგეს შევთავაზეთ ხარისხი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და როდესაც მათ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით, ვაპირებთ რომ უკეთესად ვითამაშოთ".

https://www.manutd.com/
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აშკარად უკეთ გვმართებს თამაში აშკარაად
1
№2
ავტორი: misteryou
22 თებერვალი 2020 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
როგორ გული დამწყდა ის თამაში რომ ვერ მოიგეს, კაი რა ოლე შენც ეხლა ისეთი მოგებული სასტავი დაასვენე რომ დაბდრდღვნეს სეზონი და დააასვენა სასტავი, დასვენების დრო არაა მთელი წელი არ ისვენებენ?
1
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
22 თებერვალი 2020 12:47
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოგესალმებით,

უბრალოდ არ ვიმყოფები ქალაქში და ვეღარ მოვახერხე სიახლეების დადება. ორშაბათიდან თქვენთან ვარ.

volldagger- მადლობა შენ ასეთი აქტიურობისთვის. სიმართლე გითხრა,ვწუხდი ამ 2 დღის გამო,რომ საიტი ვერ იაქტიურებდა. კარგია,რომ დაიწყე წერა და ორშაბათიდან მეც შემოგიერთდები.
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრიუგესთან სახლში თუ ვეღარ მოიგეს რაღაზე უნდა იყოს პრეტენზია
0
№5
ავტორი: 100%Red
22 თებერვალი 2020 14:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
volldagger good2
აღსდგა საიტი ნელ-ნელა
1
№6
ავტორი: David_Beckham7
23 თებერვალი 2020 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მადლობა ბიჭებს სუყველას ვინც ირჯება და ახალ სტატიებს გვთავაზობს. გაიხარეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top